NBA-ის თასის დასრულებისა და ერთდღიანი პაუზის შემდეგ რეგულარულ სეზონს დავუბრუნდით. დამარცხებულებს შეუძლიათ თავი იმით დაიმშვიდონ რომ ნაკლებად მნიშვნელოვანი ტურნირი იყო, ლებრონს კი შეუძლია გამარჯვებით დატკბეს.
ითამაშეს იმ გუნდებმა, რომელთაც ცოტა არ იყოს იმედი გამიცრუეს სათასო შეხვედრებში. ვგულისხმობ მილუოკსა და პელიკანსს. საინტერესო იყო მათი შეხვედრებისთვის თვალის მიდევნება.
თუმცა, მოდი ისევ ორლანდო მეჯიქით დავიწყოთ.
ორლანდო vs კლივლენდი
ორლანდო მეჯიქი კლივლენდ კავალიერსს შეხვდა და 104:94 დაამარცხა. გოგა ბითაძემ სასტარტო ხუთეულში დაიწყო, ჯამში 29 წუთი დაჰყო პარკეტზე, შეგვიძლია ვთქვათ რომ მორიგი კარგი შეხვედრა ჩაიწერა აქტივში.
ორლანდომ მცირე ჩავარდნის მერე ისევ დაიწყო მოგება, ბითაძემ კი ბოლო ორ შეხვედრაში თითქმის იდენტური სტატისტიკა დადო:
- დეტროიტთან 28 წუთში 13 ქულა, 8 მოხსნა, 2 ასისტი და 4 ბლოკი მიითვალა, FG – 6/7;
- კლივლენდთან 29 წუთში 15 ქულა, 7 მოხსნა, 2 ასისტი და 4 ბლოკი, FG – 6/8;
გოგას ბლოკების ხილვა ცალკე სიამოვნებაა, თუმცა, ის უფრო მახარებს რომ ამდენი ხნის მერე NBA-ში ქართველი მოთამაშე სასტარტოში იწყებს და გაცემულ ავანსებს ამართლებს. უფრო და უფრო მეტი გვსურს, როგორც ჩვენ, ისე გოგას, ამიტომ, ყოველ მომდევნო შეხვედრას მეტის სურვილით ვხვდებით.
ფაქტია, რომ საკუთარ თავზე ბევრს მუშაობს, რამდენიმე კომპონენტში მნიშვნელოვნად დახვეწა თამაში, ნდობას გრძნობს რამაც თავდაჯერება შემატა, ეს კი პარკეტზე როგორ აისახება ვხედავთ.
- პაოლო ბანჩერომ ამჯერად ორმაგი დუბლი შეასრულა – 20 ქულა, 10 მოხსნა, 4 ასისტი.
- კლივლენდიდან, რა თქმა უნდა, გარლანდი და მიჩელი გამოირჩნენ. დარიუსმა 36 ქულა, 6 მოხსნა და 5 ასისტი დააგროვა. მიჩელის ანგარიშზე კი 22 ქულა, 3 მოხსნა და 3 ასისტია.
ორლანდო მეჯიქი აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა, კლივლენდი მეშვიდეზე.
მილუოკი vs ჩიკაგო
თასის ნახევარფინალიდან გამოვარდნის შემდეგ ბაქსი ვერ იქნება კარგ ხასიათზე, მაგრამ სეზონი გრძელდება, ამ მარცხს კი გამოცდილებისთვის გამოიყენებენ. როგორც მინიმუმ, დასკვნების გასაკეთებლად გამოდგება, იმისათვის რომ პლეიოფში მსგავსი რამ აღარ განმეორდეს. ბაქსისგან ამჯერად გაცილებით მეტს მოითხოვენ, ლილარდის მოყვანის შემდეგ სხვაგვარად ვერც იქნებოდა საქმე.
ძირითადი დრო 118:118 დასრულდა. ოვერტაიმში კი იანის ანტეტოკუნპომ დასვა წერტილი. ენერგიაც იმაზე მეტი შერჩა, ვიდრე დანარჩენებს.
ჩიკაგოდან კი ძალიან მაგარი შეხვედრა ჰქონდა დემარ დეროზანს. და არც კობი უაითია დასავწყებელი, რომელმაც 33 ქულით დახურა შეხვედრა.
- იანისმა ორმაგი დუბლი შეასრულა – 32 ქულა, 12 მოხსნა, 6 ასისტი და 2 ჩაჭრა. FG – 9/13. სამქულიანი არ უსვრია.
- ორმაგი დუბლი ჰქონდა დეროზანსაც – 41 ქულა, 11 ასისტი, 2 მოხსნა. 6-დან 3 სამქულიანი ჩააგდო. FG – 14/30.
მილუოკ ბაქსი აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა, ჩიკაგო მეთორმეტე ადგილს იკავებს.
რეგულარული სეზონი:
- შარლოტი vs მაიამი – 114:116
- დეტროიტი vs ინდიანა – 123:131
ტაირის ჰალიბარტონის ანგარიშზე 14 ქულა და 16 მოხსნაა. - ფილადელფია vs ვაშინგტონი – 141:101
- ატლანტა vs დენვერი 122:129
ატლანტას შემადგენლობაში ბოგდანოვიჩმა 40 ქულა ჩააგდო. იოკიჩის ანგარიშზე 25 ქულა, 8 მოხსნა და 9 ასისტია. - ნიქსი vs ტორონტო – 136:130
- ჰიუსტონი vs სან ანტონიო – 93:82
ვიქტორ ვემბანიამამ 15 ქულა და 18 მოხსნა მიითვალა. მამუკელაშვილს 4 წუთში 1 მოხსნა ჰქონდა. - მემფისი vs დალასი – 113:120
ჯეირენ ჯექსონმა 41 ქულა ჩააგდო. ლუკა დონჩიჩის ანგარიშზე 35 ქულა, 8 მოხსნა და 6 ასისტია. - პელიკანსი vs მინესოტა – 121:107
- ოკლაჰომა vs იუტა – 134:120
- საკრამენტო vs ბრუკლინი – 131:118
- კლიპერსი vs პორტლენდი – 132:127