სარჩევი
EURO 2024 - ევროპის ჩემპიონატის წილისყრა | Setanta Sports

EURO 2024 – დღეს ევროპის ჩემპიონატის წილისყრაა. წილისყრა ჰამბურგში, თბილისის დროით 21:00 საათიდან დაიწყება.

ევროპის 2024-ის ჩემპიონატს გერმანია მასპინძლობს. ცხადია, წილისყრაც ამ ქვეყანაში, კერძოდ კი, ჩემპიონატის ერთ-ერთ მასპინძელ ქალაქში, ჰამბურგში ტარდება.

თუკი საქართველოს ნაკრები C გზის ფლეიოფის გამარჯვებული გახდება, ტურნირზე ბოლო განთესვა ექნება. შესაბამისად, ამ წილისყრაზე, პოტენციურად, საქართველოს ნაკრების პოტენციური მეტოქეების ვინაობა გაირკვევა.

ევროპის ჩემპიონატის წილისყრა 2024 ჰამბურგში | Setanta Sports

EURO 2024-ის წილისყრა – ფორმატი

ჰამბურგში, ელბფილარმონიაში 24 ნაკრები 6 ჯგუფში გადანაწილდება. ეროვნული გუნდები 4 კალათში არიან გადანაწილებული.

24 ნაკრებიდან, ამ წამისთვის, 21-ის ვინაობა ცნობილია. დანარჩენი სამი, A, B და C გზების ფლეიოფის გამარჯვებულები ავტომატურად ბოლო კალათში არიან განთესილნი. მათი ვინაობა, 26 მარტს გახდება ცნობილი, და ცხადია, იმედია, მათ შორის საქართველოც იქნება.

მასპინძელი გერმანია A ჯგუფში პირველი განთესვით შევა. შესაბამისად, იულიან ნაგელსმანის გუნდის სახელიან ბურთს ჰამბურგში არ ამოიღებენ.

ევროპის ჩემპიონატის წილისყრა – კალათები

ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ მეორე კალათა ყველაზე სუსტად გამოიყურება. თუმცა მესამე და მეოთხე კალათში მძლავრი გუნდების ყოფნა აპრიორში, ერთბაშად რამდენიმე საინტერესო ჯგუფს გვპირდება.

  • კალათა 1: გერმანია, პორტუგალია, საფრანგეთი, ესპანეთი, ბელგია, ინგლისი.
  • კალათა 2: უნგრეთი, თურქეთი, რუმინეთი, დანია, ალბანეთი, ავსტრია.
  • კალათა 3: ნიდერლანდები, შოტლანდია, ხორვატია, სლოვენია, სლოვაკეთი, ჩეხეთი.
  • კალათა 4: იტალია, სერბეთი, შვეიცარია, A, B და C ფლეიოფების გამარჯვებულები.

ევროპის ჩემპიონატის ფლეიოფში A-F ჯგუფებიდან 2-2 გუნდი გავა. 12 ნაკრებს დაემატება 4 საუკეთესო მესამეადგილოსანი. ეს 16 გუნდი კი შეადგენს 1/8-ფინალურ ეტაპს.

EURO 2024-ის წილისყრას მაყურებელი საქართველოში საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში ნახავს.