პირველად ისტორიაში NBA-ის თასის გათამაშება დაიწყო. 30 ორგანიზაცია დასავლეთ და აღმოსავლეთ ლიგებში სამ ხუთგუნდიან ჯგუფად გადანაწილდა.
აღმოსავლეთის ჯგუფები:
A – ფილადელფია, კავალიერსი, დეტროიტი, ინდიანა, ატლანტა;
B – მილუოკი, ნიქსი, მაიამი, ვაშინგტონი, შარლოტი;
C – სელტიკსი, ბრუკლინი, ჩიკაგო, ტორონტო, ორლანდო;
დასავლეთის ჯგუფები:
A – მემფისი, ფინიქსი, ლეიკერსი, იუტა, პორტლენდი;
B – დენვერი, კლიპერსი, პელიკანსი, ჰიუსტონი, დალასი;
C – საკრამენტო, გოლდენ სტეიტი, მინესოტა, ოკლაჰომა, სან ანტონიო;
ჯგუფის ყველა გუნდი ითამაშებს ერთმანეთთან ერთ მატჩს. ყველა გუნდი ჩაატარებს 2 შეხვედრას სახლში და ორს გასვლაზე. ჯგუფის შეხვედრები გაიმართება სამშაბათსა და პარასკევს.
NBA-ის თასზე გავლენა ექნება რეგულარულ სეზონსაც. ჯგუფში საუკეთესო მაჩვენებლის მქონე 6 გუნდი გუნდი პლეი-ოფში გადაინაცვლებს პირველ ნომრად. მეორე ნომრად კი მიყვება ის ორი ორგანიზაცია, რომელთაც საუკეთესო რეიტინგი ექნებათ რეგულარულ სეზონში.
საბოლოოდ, პლეიოფში რვა გუნდი ითამაშებს.
ფინალი, 9 დეკემბერს ლას ვეგასში გაიმართება.
ბაქსი vs ნიქსი
ნიუ-იორკელებმა ბოლომდე იბრძოლეს. ბოლო წუთამდე, მერე კი დემიან ლილარდმა გააკეთა ის, რისთვისაც მოიყვანეს ბაქსში. გადამწყვეტ მომენტში თავის თავზე აიღო თამაში და სამქულიანით ნიქსი გატეხა.
Dame Time!
საბოლოო ანგარიში 110:105.
Nobody does it like Dame. pic.twitter.com/6p477UbN9L
— Milwaukee Bucks (@Bucks) November 4, 2023
რთულია ბაქსთან თამაში. ყოველთვის რთული იყო და ლილარდთან ერთად მით უმეტეს გართულდა. პერიმეტრიდან ყველა ისვრის, მათ შორის იანისიც. როგორ გინდა ამას წინააღმდეგობა გაუწიო?!
- ბრუკ ლოპესმა 10-დან 4 სამქულიანი ჩააგდო. სხვათა შორის, რვა ბლოკი ჰქონდა ამ შეხვედრაში.
- კრის მიდლტონმა 3-დან 2 სამქულიანი ჩააგდო.
- ლილარდმა 7-დან 4 სამქულიანი ჩააგდო.
- იანისს 100% იანი მაჩვენებელი ჰქონდა – 3-დან 3 სამქულიანი ჩააგდო.
- ჯა ქროუდერმა 6-დან 4 სამქულიანი ჩააგდო.
- ბიუჩემპმა 5-დან 3 სამქულიანი ჩააგდო.
ბაქსმა სამქულიანებით 60 ქულა დააგროვა. გასაგებია რომ თანამედროვე NBA-ში სამქულიანებს ძალიან დიდი ყურადღება ექცევა, მაგრამ ასეთი მაჩვენებლით ყველა ვერ დაიკვეხნის, თუ ამას ახერხებ, ავტომატურად ფავორიტი ხარ.
შედარებისთვის ნიქსმა საერთო ჯამში 30 ქულა დააგროვა სამქულიანებით. ეს განსხვავება გადამწყვეტი გამოდგა შეხვედრაში. ბაქსმა ორჯერ მეტი შეძლო და რთულია NBA-ში მოძებნო გუნდი, რომელიც მილუოკის ამაში დაჩაგრავს.
ნიქსის მხრიდან 30-დან 15 ქულა სამქულიანებით კვენტინ გრიმსმა დააგროვა.
- ლილარდის ანგარიშზე 36 წუთში 30 ქულა, 4 მოხსნა, 4 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკია. FG – 7/15.
- იანისმა ასევე 36 წუთში 22 ქულა, 8 მოხსნა, 6 ასისტი და 1 ბლოკი მიითვალა. FG – 6/10.
- მატჩის MVP-ი ლილარდი გახდა, მაგრამ ყველაზე შედეგიანი ჯეილენ ბრანსონი იყო – 42 წუთში 45 ქულა, 5 მოხსნა, 4 ასისტი და 1 ჩაჭრა დააგროვა. FG – 17/30.
დენვერი vs დალასი
თასის ფომატისთვის NBA-ის დარბაზების პარკეტი თავიდან ააწყვეს, სხვადასხვა ფერის პარკეტი დააგეს და ვერ ვიტყვი რომ ამან გაამართლა. შესაძლოა, ჯერ თვალი მიუჩვეველია, მაგრამ მიმაჩნია რომ ასეთი მკვეთრი ფერები ზედმეტია.
როგორი ზედმეტიც არ უნდა იყოს, იოკიჩისა და დონჩიჩის დაპირისპირების გამოტოვება არ გამოვიდოდა, დენვერი დალასს შეხვდა და 125:114 დაამარცხა.
ნიკოლა იოკიჩი რომ თანამედროვე კალათბურთის მოვლენაა ამაზე ბევრი წერა არ ღირს. ისედაც ყველას კარგად მოეხსენება. გასულ სეზონს რომ რეგულარულის MVP-ი არ მისცეს გაბრაზდა და ბეჭედი მოიგო. კარიერის ბოლოს კი სად მიუჩენენ ადგილს კაცმა არ იცის.
დალასთან შეხვედრაში იოკიჩმა 36 წუთი გაატარა პარკეტზე და 33 ქულა ჩააგდო. 14 მოხსნა, 9 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკი. სულ ცოტა დააკლდა სამმაგ დუბლამდე. 2-დან 2 სამქულიანი გამოიყენა. FG – 14/16.
ლუკას ანგარიშზე 38 წუთში 34 ქულაა, 11-დან 6 სამქულიანი გამოიყენა. 10 მოხსნა, 8 ასისტი და 1 ბლოკია მის ანგარიშზე. FG – 11/24.
სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:
ინდიანა vs კავალიერსი – 121:116
ჩიკაგო vs ბრუკლინი – 107:109
მაიამი vs ვაშინგტონი – 121:114
ოკლაჰომა vs გოლდენ სტეიტი – 139:141
პორტლენდი vs მემფისი – 115:113