25 წლის გერმანელს ხანგრძლივი უქმობის შემდეგ დიდი ალბათობით დეკემბერში კორტზე ვიხილავთ.
ალექსანდრ ზვერევი როლან გაროსის ნახევარფინალში რაფა ნადალის წინააღმდეგ განცდილი უმძიმესი ტრავმის შემდეგ მკურნალობას დღემდე აგრძელებს. თავდაპირველი გეგმით, გერმანელი სექტმებერში უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა ტერფზე შეშუპების გამო ეს ამბავი რამდენიმე თვით გადაიდო.
ახლა კი ცნობილი ხდება, რომ საშა დეკემბერში დაგეგმილი ამხანაგური ტურნირებისთვის სათამაშოდ მზად იქნება. ის მონაწილეობას საუდის არაბეთში Diriah Tennis Cup-ზე, შემდეგ კი ავსტრალიაში United Cup-ზე გეგმავს. ამის შესახებ ჩოგბურთელის ძმამ, მიშა ზვერევმა ისაუბრა, რომელიც ასევე გუნდის ერთ-ერთი წევრია.
“გასულ კვირას სრულფასოვნად ვარჯიში შევძელით. პერიოდულად დროს უფრო ვუმატებთ. საშა ტკივილს უკვე აღარ განიცდის და თავს კარგად გრძნობს. ნადალთან მატჩის შემდეგ მას საერთოდ არ უთამაშია. ამიტომაც ვიფიქრეთ, რომ ამხანაგური ტურნირით დაწყება კარგი იქნებოდა. ასევე, გერმანიის ნაკრებს საკმაოდ ძლიერი გუნდი ეყოლება United Cup-ისთვის”, – თქვა მიშა ზვერევმა.