სარჩევი

კანადამ ავსტრალია 2:0 დაამარცხა და დევისის თასის ფინალი ისტორიაში პირველად მოიპოვა. კანადის ნაკრებმა მხოლოდ მეორედ ითამაშა დევისის თასის ფინალში, რომელიც მალაგაში ჩატარდა. ჩრდილოეთამერიკლეებს მხოლოდ ორი შეხვედრის გამართვა დასჭირდათ გამარჯვებულის გამოსავლენად, მესამემ აზრი დაკარგა და აღარ ჩატარებულა.

პირველ მატჩში შაპოვალოვმა კოკინაკისი დაამარცხა 6-2, 6-4,  – კანადა წინ გავიდა. მსოფლიოს მე-18 ჩოგანმა ანგარიში 4:0 წაიყვანა და კოკინაკისს დაბრუნება ძალიან გაუჭირდა. კანადელმა მეორე სეტში საბოლოოდ გატეხა მეტოქე და საბოლოოდ შეინარჩუნა უპირატესობა.

შემდეგ მსოფლიოს ნომერი მეექვსე ჩოგანი, ფელიქს აუგერ ალიასიმე ჩაერთო საქმეში და ალექს დე მინორს დაუპირისპირდა, შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა და კანადელის გამარჯვებით დასრულდა, 6-3, 6-4.

2019 წელს კანადელებმა ფინალი ითამაშეს, თუმცა, ესპანეთთან დამარცხდნენ, რაფაელ ნადალთან ვერაფერს გახდნენ, სმააგიეროდ, სამი წლის შემდეგ იზეიმეს გამარჯვება.