სარჩევი

ცნობილი ხდება, რომ 2023 წლის იანვარში გასამართ წლის პირველი დიდი სლემის ტურნირზე პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი მონაწილეობის მიღებას შეძლებს.

წლევანდელ ღონისძიებაზე მელბურნში ჩასულ ნოვაკ ჯოკოვიჩს ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრეს. ამის მიზეზი ვაქცინასა და კოვიდ პროტოკოლთან დაკავშირებით წარმოქმნილი გაურკვევლობა იყო. შესაბამისად, ავსტრალიის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, სერბი ჩოგბურთელი სამწლიანი დეპორტაციით დაესაჯათ.

თუმცა, ავტორიტეტული მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული განაჩენი თავიდან განიხილეს, რის შემდეგაც ჯოკოვიჩის დეპორტი გაუქმდება და მას 2023 წლისთვის ავსტრალიის ვიზა დაუმტკიცდება. ეს გადაწყვეტილება ქვეყნის იმიგრაციის მინისტრმა, ენდრიუ ჯაილსმა მიიღო.

ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი მოთამაშეა, მას ეს გათამაშება რეკორდული რაოდენობით, 9-ჯერ აქვს მოგებული. წლევანდელი ჩემპიონი რაფა ნადალი გახდა, რომელმაც ურთულეს ფინალურ შეხვედრაში დანილ მედვედევის დამარცხება შეძლო.