ენდი მარის სასწაული კოკინაკისთან!

ენდი

ვეტერანი ბრიტანელი ჩოგბურთელი ენდი მარი ავსტრალიის ღია პირველობის მეორე წრეში ორი სეტის წაგების შემდეგ არ ნებდება და საოცარ შეხვედრას იგებს.

35 წლის სერ ენდი მარიმ ადგილობრივთა ფავორიტი თანასი კოკინაკისი ხუთ სეტში, 4-6, 6-7(4), 7-6(5), 6-3, 7-5 დაამარცხა.

ენდი მარი კოკინაკისთან მატჩის შემდეგ.

მატჩი 5 საათსა და 45 წუთს გაგრძელდა. ეს ბრიტანელისთვის კარიერაში ყველაზე ხანგრძლივი ორთაბრძოლა იყო.

აგრეთვე, ეს ავსტრალიური სლემის ისტორიაში მეორე ყველაზე ხანგრძლივი დაპირისპირება აღმოჩნდა.

პირველ ადგილს ნადალსა და ჯოკოვიჩს შორის 2012 წელს შემდგარი ფინალი ინარჩუნებს.

მატჩის ბოლოს ენდის 102 უინერი და 37 ეისი მოუგროვდა.

ქებას იმსახურებს ავსტრალიელიც: კოკინაკისმა სამი სეტის განმავლობაში 39 უინერის შესრულება შეძლო და მატჩზე ჩაწოდების უფლებაც მოიპოვა. თუმცა, ენდის დამარცხება არც ასეთი იოლი ყოფილა.

შეხვედრა ადგილობრივი დროით ღამის 4:05 საათზე დასრულდა. გულშემატკივარი ტრიბუნებზე ამ დრომდე დარჩა და მთელი ენთუზიაზმით ამხნევებდნენ მოთამაშეებს.

აღსანიშნავია, რომ მარის თავისი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალების გამოცდა პირველ რაუნდშიც მოუხდა.

იქ მას ასევე ხუთსეტიანი ორთაბრძოლა ჰქონდა მატეო ბერეტინის წინააღმდეგ.

გარდა ამ ყველაფრისა, ენდი მარიმ ახალი რეკორდიც დაამყარა: მას ყველაზე მეტი მატჩი აქვს შემოტრიალებული ორი სეტის წაგების შემდეგ.

ცალკე აღნიშვნის ღირსია მესამე სეტის მეოთხე გეიმში ენდის მიერ მოგებული ქულა, რომლის სიტყვებით გადმოცემასაც აზრი არ აქვს და სჯობს აქ ვნახოთ:

ეს არის პირველი შემთხვევა 2017 წლის შემდეგ, როდესაც ენდი მარი ავსტრალიის ღია პირველობის მესამე წრეში იასპარეზებს.

იქ მისი ოპონენტი რობერტო ბაუტისტა აგუტი იქნება.

ავტორის შესახებ

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე