ნოვაკ ჯოკოვიჩი ATP-ი რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს და დათმობას არ აპირებს. დუბაის ტურნირის მეოთხედფინალის წინ სერბმა ამ თემაზე ისაუბრა.
“ახალი თაობა მოდის, მაგრამ არ მეშინია, ამ ადგილს უბრძოლველად არ დავთმობ”, – თქვა ნოვაკმა.
ამ სეზონში ჯოკოვიჩის სტატისტიკა 14-0 ზეა. ხოლო, რომის მასტერსიდან მოყოლებული 52-დან 49 მატჩი მოიგო, მათ შორის 22 რეიტინგის ტოპ 20 ის წარმომადგენელთან.
ჯოკოვიჩს მეოთცედფინალში გასვლის შემდეგ საინტერესო კითხვა დაუსვეს 80-იანებში დაბადებული ათლეტების შესახებ, რომელთა დამსახურებითაც სპორტული აქტივობის ასაკი ძალიან გაიზარდა. ჟურნალისტმა ახსენა, – ჯოკოვიჩი, მესი, რონალდუ და ლებრონ ჯეიმსი.
“შემთხვევითობების არ მჯერა, ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს. დიდებულია, რომ ყველა ის სპორტსმენი, რომელიც ჩამოთვალეთ ერთ დეკადაში დაიბადნენ. მჯერა, რომ დაახლოებით 10 წელში მიღწევადი გახდება ის ყველაფერი რაზეც ახლა ვსაბრობთ, ჩვენი მიღწევები გაუმჯობესდება, ძალიან გამიკვირდება, რომ ასე არ მოხდეს. ყველაფერი უმჯობესდება, მომავალში ხალხი იხილავს, როგორ გააუმჯობესებენ მოთამაშეები საკალათბურთო და საჩოგბურთო რეკორდებს”.
“მომავალი თაობები ისწავლიან ჩემგან, ფედერერისა და ნადალისგან, თუ როგორ მივაღწიეთ ასეთ წარმატებას, რა გავიღეთ ამისათვის მოედანზე და მის მიღმა“.
ჯოკოვიჩი მეოთხედფინალში ჰუბერტ ჰურკაჩს შეხვდება. შეხვედრა თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.