სარჩევი
Zuffa Boxing - ორგანიზაციის პირველი ივენთი setantasports.com-ზე | Setanta Sports

UFC-ის პრეზიდენტის დანა უაითის და GEA-ს თავმდჯომარის – თურქი ალ-შეიხის პროფესიონალური კრივის ივენთების სერია – Zuffa Boxing სტარტს 23 იანვარს აიღებს – ივენთის პირდაპირი რეპორტაჟი setantasports.com-ის პლატფორმაზე გაშუქდება.

Zuffa Boxing 1-ის პირდაპირი რეპორტაჟი setantasports.com-ის პლატფორმაზე 24 იანვარს, 03:00 სთ-ზე დაიწყება.

რა არის Zuffa Boxing?

პრომოუშენის პირველი ღონისძიება კანელო ალვარესსა და ტერენს კროუფორდს შორის ისტორიული ბრძოლა იყო, რომელიც 2025 წლის 13 სექტემბერს, ნევადაში პარადაისის სტადიონზე გაიმართა და წარმოუდგენელ რიცხვებს მიაღწია.

2017 წლის აგვისტოში, MMA-ს მებრძოლ ლეგენდარულ კონორ მაკგრეგორს და კრივის ჩემპიონ ფლოიდ მეივეზერს სორის გაიმართა ორთაბრძოლა, რა დროსაც დაიბადა Zuffa Boxing-ის ბრენდის ქვეშ ახალი ორგანიზაციის შექმნა – დანა უაითმა მაშინ განაცხადა, რომ კრივში არსებული ფრომოუშენები ‘დაზიანებულია’, ამიტომაც საჭიროა შეიქმნას UFC-ის მსგავსი ცენტრალიზებული მოდელის შექმნა კრივშიც, რაც არა მხოლოდ სპორტის პოპულარობას მნიშვნელოვნად გაზრდის. მედიის ყურადღებისა და Zuffa Boxing-ის ბრენდირებული პროდუქციის ჩაშვების მიუხედავად, ივენთის დაორგანიზეა არა ერთხელ გადაიდო.

2025 წლის 18 ივნისს, დანა უაითმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ UFC-ის მშობელი კომპანია TKO Group Holdings (TKO) ბოქსის ინდუსტრიაში Zuffa Boxing-ის სახელით შევიდოდა, რითაც აღდგებოდა ბრენდი, რომლის შესახებაც უაითმა თავდაპირველად 2017 წელს ისაუბრა. განცხადება საჯარო გახდა Sports Business Journal-თან ინტერვიუს დროს, სადაც დანამ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ Zuffa Boxing-ი UFC-ის სარეკლამო მოდელის პროფესიულ კრივში გამოყენებას ისახავდა მიზნად. TKO-ს ბოქსის საწარმოს, როგორც Zuffa Boxing-ის ბრენდირება მომდევნო დღეს დამატებითმა მედიასაშუალებებმა დაადასტურეს.

UFC-ის მოდელი კრივში – დანა უაითის კომენტარი

“UFC-ის შექმნის დროს ავიღე ყველაფერი, რაც კრივის შესახებ მიყვარდა და მძულდა – ესენი გავაერთიანე და მივიღე სტაბილური, წარმატებული ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიოში საუკეთესოა. მსურს იგივე გავაკეთო ამ ორგანიზაციაშიც.

ამისთვის მივდივართ ყველაზე ნიჭიერ სპორტსმენებთან მსოფლიოში, დაველაპარაკებით ყველას და ვეცდებით ავარჩიოთ ისეთები, რომლებიც საუკეთესოები არიან ან აქვთ პოტენციალი გახდნენ კრივში საუკეთესოები.

კრივს სჭირდება ბიზნესის ჩარევა, რომ კიდევ უფრო წინ წავიდეს. ჩვენი მიზანი სწორედ ისაა, რომ მივიღოთ წარმატებული ორგანიზაცია, რომელიც ამ სპორტს სჭირდება”

Zuffa Boxing 1: უოლში VS ოკამპო – სრული ქარდი

პრელიმი
ტროი ნეშიvsჯეიკობ რამოსი
რობერტ მერივეზერიvsსეზარ კორეა
ემილიანო კარდენასიvsმარკუს ჰარისი
ფლოიდ დიაზიvsგილერმო გუტიერეზი
მეინ ქარდი
ომარ ტრინიდადიvsმაქს ორნელასი
ხულიან როდრიგესიvsსაინ სანდოვალი
მიშელ როდრიგესიvsოსტინ დეანდა
კალუმ უოლშიvsკარლოს ოკამპო