სარჩევი
Wings For Life & Setanta Sports - მსოფლიო რბენა კახეთში | Setanta Sports

Wings for Life World Run-ს კახეთი კიდევ ერთხელ უმასპინძლებს. მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ საქველმოქმედო მსოფლიო გარბენის მედია პარტნიორი Setanta Sports-ი იქნება.

კახეთში, ლოპოტას გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გასწვრივ, საქველმოქმედო გარბენში მონაწილეობისთვის, სტარტზე 7000 მონაწილე დადგება.

მსოფლიო რბენაზე რეგისტრაციის საფასური 30 ლარია. თანხა სრულად გადაირიცხება Wings for Life-ის ფონდში, ზურგის ტვინის დაზიანების განკურნების გზების საძიებლად.

Wings for Life-ი ზურგის ტვინის დაზიანების განკურნებისთვის

2014 წლიდან დღემდე მსოფლიო რბენაში მონაწილეობა მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. მათ 38.3 მილიონი ევრო შეაგროვეს ზურგის ტვინის დაზიანების განკურნებისთვის საჭირო კლინიკური და სამედიცინო კვლევებისთვის.

კახეთში, Wings for Life World Run-ზე რეგისტრაცია 31 მარტს დაიწყო და 4 მაისამდე ან ადგილების ამოწურვამდე გაგრძელდება.

Setanta Sports-ი Wings for Life-ის მედია პარტნიორი

2023 წელს საქველმოქმედო გარბენის მედია პარტნიორი Setanta Sports-ი იქნება. ეს ახლებური გამოცდილება იქნება ორივე მხარისთვის.

თუკი აქამდე ჩვენი კომპანია Wings for Life World Run-ში მხოლოდ მონაწილეობდა, ახლა მის მედია გაშუქებასაც უზრუნველყოფს.

მედია დაფარვა ღონისძიების მულტიპროფილურ დაფარვას გულისხმობს.

Wings for Life-ი – უნიკალური ფორმატი

Wings for Life World Run უნიკალური საქველმოქმედო გარბენია, რომელიც წელიწადში ერთხელ, მთელ მსოფლიოში, ერთსა და იმავე დროს იმართება. რბენას არ აქვს სტანდარტული ფინიშის ხაზი და განსაზღვრული სარბენი მანძილი. ყველა დარბის, დადის თუ ეტლით გადაადგილდება ფინიშის მანქანის დაწევამდე.

ვირტუალური ფინიშის მანქანა, როგორც ფინიშის ხაზი

მონაწილეები სირბილს ან ზოგადად, გადაადგილებას ერთსა და იმავე დროს იწყებენ. სტარტი 15:00 საათზე იქნება. ზუსტად 30 წუთში კი ფინიშის მანქანა მონაწილეების გავლილი მანძილის ასათვლელად დაიძვრება.

ფინიშის მანქანა მოძრაობას 16კმ/სთ სიჩქარით იწყებს და პერიოდულად უმატებს. მისი მაქსიმალური სიჩქარე 34 კმ/სთ-შია. მორბენლისთვის/ეტლით მოსარგებლისთვის რბენა მაშინ სრულდება, როცა მას ფინიშის მანქანა დაეწევა.

Wings for Life World Run-ის საუკეთესო ნაწილი ის არის, რომ ყველა, მიუხედავად გავლილი მანძილისა, ფინიშერია. მათი გავლილი მანძილი საერთაშორისო შედეგების სიაში აისახება.

Wings for Life-ი მონაწილეობა ყველას შეუძლია

მსოფლიო რბენის სტარტი სხვა ყველა ღონისძიებისგან მრავალფეროვნებით განსხვავდება. ამ დღეს მხარდამხარ დარბიან, დადიან და ეტლით გადაადგილდებიან დამწყები და პროფესიონალი სპორტსმენები.

ყველა, ვისაც ზურგის ტვინის დაზიანების განკურნების გზების ძიებაში საკუთარი წვლილის შეტანა სურს. მსოფლიო რბენის მონაწილე მინიმუმ 18 წლის უნდა იყოს, ზედა ასაკობრივი ზღვარი განსაზღვრული არ არის.

Wings for Life-ი რბენა აპლიკაციით

გარდა კახეთში სირბილისა, მსურველებს შეუძლიათ ირბინონ აპლიკაციით. Wings for Life World Run-ის აპლიკაციის გადმოწერა შესაძლებელია App Store / Google Play-დან.

რბენაზე რეგისტრაციის საფასურია 8 ევროს ეკვივალენტი ლარში. მონაწილე თავად ირჩევს სად და ვისთან ერთად ირბენს. მარტო, მის მიერ შერჩეულ ლოკაციაზე, ოჯახის წევრებთან ან კოლეგებთან ერთად.

Wings for Life World Run-ის აპლიკაცია ქართულ ენაზეა ნათარგმნი. რბენის დღის აუდიო გამოცდილების გაზიარება ასევე ქართულად იქნება შესაძლებელი.

კვლევის შედეგი – დეივიდ მზის ისტორია

2018 წლის დეკემბერში ჟურნალში „Nature and Neuroscience” გამოქვეყნდა კვლევა. მას ხელმძღვანელობდნენ შვეიცარიელი მეცნიერები გრეგორი კორტინი (EPFL და CHUV/Unil) და ჟაკლინ ბლოხი (CHUV/Unil).

კვლევაში სამი პაციენტი მონაწილეობდა და სამივე მათგანმა შეძლო ხელებისა და საყრდენის  დახმარების გარეშე გავლა.

კვლევის პირველ ეტაპზე პაციენტებს ზურგის ტვინში უკაბელო იმპლანტი ჩაუდგეს, რომელიც ელექტრო სტიმულაციით უკავშირდებოდა პარალიზებულ ფეხის კუნთებს.

ელექტრო სტიმულაციის კონტროლისთვის მეცნიერებმა შექმნეს საათი, რომელიც მფლობელის ხმაზე რეაგირებს და საჭიროების შემთხვევაში რთავს და თიშავს სტიმულატორს.

კვლევიდან რამდენიმე კვირაში პაციენტებმა „ავტონომია“ მოიპოვეს ფეხის კუნთებზე. 5 თვიანი მუდმივი ვარჯიშის შედეგად კი მათ საყრდენის ან ხელის დაუხმარებლად გავლა შეძლეს. 

კვლევის შემდეგი ეტაპი ელექტრო სტიმულატორის დაზიანების ადრეულ პერიოდში გამოყენებაა, როცა უფრო მეტია სრულად გამოჯანმრთელების შანსი. კვლევაში მონაწილე დეივიდ მზიმ 2019-2020 წლის მსოფლიო რბენაშიც მიიღო მონაწილეობა. მან 2019 წელს 390, 2020 წელს კი 467 მეტრი დაფარა.

Wings for Life World Run 2023 საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებით და საქართველოს ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“ ორგანიზებით ტარდება.

Wings for Life World Run კახეთი, საქართველო | Setanta Sports

Wings for Life-ი – ფაქტები

  • 2014 წლიდან 2022 წლის ჩათვლით მსოფლიო რბენაში მონაწილეობა 1 086 988 ადამიანმა მიიღო. მათ მიერ ფონდისთვის შეგროვებული თანხა შეადგენს 38.3 მილიონ ევროს.
  • 2014 წლიდან დღემდე მსოფლიო რბენის მონაწილეების მიერ დაფინანსდა 267 კვლევა.
  • 2014 წლიდან 2022 ჩათვლის საქართველოში 33 000-ზე მეტმა მორბენალმა მიიღო მონაწილეობა.

Wings for Life-ი – სასარგებლო ბმულები