თბილისიმარათონი 2023 1-ელ ოქტომბერს გაიმართება. ღონისძიების ვებგვერდზე, რეგისტრაციის გავლის შემდეგ, საქველმოქმედო გარბენში მონაწილეობა ყველა მსურველს შეუძლია.
რა არის თბილისიმარათონი
თბილისიმარათონი ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას მიერ ორგანიზებული სოციალური პროექტია. ყოველწლიურა, მასში 3000-მდე ადამიანი იღებს მონაწილეობას. 12-წლიანი არსებობის განმავლობაში, თბილისიმარათონმა საერთაშორისო ღონისძიების სტატუსი მიიღო.
თბილისიმარათონის რეგისტრაციიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება წლევანდელ ბენეფიციარს. შესაბამისად, ღონისძიების თითოეული მონაწილე ქველმოქმედი ხდება!
თბილისიმარათონი – საერთაშორისო სტატუსი და მიზანი
2015 წლიდან თბილისიმარათონი მარათონებისა და გრძელ დისტანციებზე გარბენთა საერთაშორისო ასოციაციის (AIMS) წევრია. ის პირველი საერთაშორისო სტატუსის მქონე ნახევარმარათონი და 10კმ-იანი გარბენია კავკასიაში. შესაბამისად, თბილისიმარათონის გამარჯვებულთა შედეგებიც აკრედიტირებულია მსოფლიო მასშტაბით.
ღონისძიება საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ტარდება, შედეგების დათვლაც მსოფლიოში აპრობირებული „Official Timekeeping and Data Processing” სისტემით ხდება.
ღონისძიების მიზანი ერთის მხრივ საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, მეორეს მხრივ კი სოციალური პასუხისმგებლობის გაზიარებაა.
გარდა ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და ქველმოქმედებისა, თბილისიმარათონის მიზანს ასევე ტურიზმის განვითარება და დედაქალაქის საერთაშორისო დონეზე პოპულარიზაცია წარმოადგენს.
თბილისიმარათონის ფორმატი ასევე გულისხმობს დაჯილდოების ცერემონიალს, გართობას, კონცერტს და გამარჯვებულთათვის საჩუქრების გადაცემას.
თბილისიმარათონი რეგისტრაციის საფასური
რიგით მე-12 თბილისიმარათონი 2023 წლის 1 ოქტომბერს, ისევ თბილისის ცენტრალურ ქუჩებში გაიმართება.
- ნახევარმარათონი (21 კმ-იანი გარბენი) – რეგისტრაციის საფასური – 45 ლარი
- 10 კმ-იანი გარბენი – რეგისტრაციის საფასური – 35 ლარი
- ბავშვთა გარბენი (500 მ. 6-10 წლამდე და 1000 მ. 11-15 ასაკობრივ ჯგუფი) – უფასო რეგისტრაცია
თბილისიმარათონი 2023 განრიგი
06:30 – 07:00 | ნივთების შემნახველი პუნქტის გახსნა პირველი სკოლის მეორე სართულზე |
07:10 | World Class Georgia – ის გამახურებელი ვარჯიში |
07:20 | მონაწილეების განთავსება სარბენ ბლოკებში: |
ყველა გარბენს აქვს საკუთარი ფერის ბლოკი მინიჭებული. მონაწილეომ უნდა დაიკავოს რეგისტრაციისას შერჩეული გარბენის შესაბამისი ადგილი.
წითელი ბლოკი | ნახევარმარათონი 1:30 საათი ან ნაკლები. 10 კილომეტრი 40 წუთი ან ნაკლები |
ყვითელი ბლოკი | ნახევარმარათონი 1:45 საათი ან ნაკლები. 10 კილომეტრი 50 წუთი ან ნაკლები |
ლურჯი ბლოკი | ნახევარმარათონი 2:00 საათი ან ნაკლები. 10 კილომეტრი 60 წუთი ან ნაკლები |
მწვანე ბლოკი | ნახევარმარათონი 2 საათი ან მეტი. 10 კილომეტრი 60 წუთი ან მეტი |
07:25 | ხელის ველოსიპედით მოსარგებლე მონაწილეების სტარტი |
07:30 | მორბენლების სტარტი (10კმ და ნახევარმარათონი) |
07:40 | ბავშვთა გარბენი |
10:00 | დროის ლიმიტის დასრულება ორივე დისტანციისთვის და ფინიშის დახურვა |
11:00 | დაჯილდოების ცერემონიალი |
ნახევარმარათონი და 10 კმ-იანი გარბენი
ნახევარმარათონსა და 10 კმ-იან გარბენში მონაწილეობა შეუძლია ყველა მსურველს 16 წელს ზემოთ.
ნახევარმარათონი (21,097 კმ) სრულად შეესაბამება AIMS ის სტანდარტებს და მოიცავს ორ წრეს.
ორგანიზატორი უზრუნველყოფს დროის აღრიცხვას და სპეციალურ მედალს მათთვის, ვინც ფინიშის ხაზს გადაკვეთს. ფინიშერთა სია და პერსონალური სერთიფიკატი ხელმისაწვდომი იქნება ჩვენს ვებგვერდზე. გარბენის დაწყების დრო მალე განახლდება.
გარბენის დასრულების შემდეგ გაიმართება დაჯილდოვების ცერემონია.
მნიშვნელოვანია!: თქვენ უნდა გაირბინოთ ის გარბენი, რომელზეც ხართ დარეგისტრირებული. მორბენლებს, რომლებიც დარეგისტრირდებიან ნახევარმარათონზე და არ დაასრულებენ დისტანციას არ ჩაეთვლებათ შედეგი.
ბავშვთა გარბენი
ღონისძიებაზე მონაწილეობა ბავშვებსაც შეეძლებათ. ისინი ორ ასაკობრივ კატეგორიად იქნებიან დაყოფილი და დისტანციაც შესაბამისი იქნება.
500 მ. გარბენი 5-დან 10 წლამდე ბავშვებისთვის.
1.2 კმ. გარბენი 11-დან 15 წლამდე მოზარდებისთვის.
თითო კატეგორიაში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია 250-მდე.
საინფორმაციო პუნქტი
თბილისის კლასიკური გიმნაზიის შენობაში განთავსებული იქნება საინფორმაციო პუნქტი, სადაც თქვენ შეძლებთ მიიღოთ შესაბამისი ინფორმაცია ღონისძიების შესახებ.
აგრეთვე, შეგიძლიათ, გარბენის დღეს პირადი ნივთები, ტანსაცმელი ან სპორტული ჩანთა ჩააბაროთ 07:30 – 13:00 საათის შუალედში.