სარჩევი
Red Bull Slopesoakers - სეზონის ყველაზე სახალისო ზამთრის სპორტის შეჯიბრება | Setanta Sports

Red Bull Slopesoakers – 5 აპრილს, 13:00 საათიდან, სეზონის ყველაზე სახალისო შეჯიბრება, პირველად აიღებს სტარტს.

სეზონის მიწურულს, გუდაურში, White Rabbit Parks-ში, ცივი წყლით სავსე აუზი მოთხილამურეებისა და სნოუბორდერებისთვის მთავარ დაბრკოლებად იქცევა. ივენთის მედია პარტნიორი კი Setanta Sports-ი იქნება.

შეჯიბრების კონცეფცია “რეილ ჯემისა” და “ფონდ სკიმის” საუკეთესო გაერთიანებაა, სადაც მონაწილის მთავარი მიზანი ცივი წყლით სავსე აუზის გადაკვეთა და ჟიურის გაოცებაა.

შეჯიბრებას გამარჯვებული ოთხ კატეგორიაში ეყოლება. ჟიური შეაფასებს მონაწილეების უნარებს და დააჯილდოებს საუკეთესო “რანისა” და “თრიქის” შემსრულებლებს. ასევე, მონაწილეები დაჯილდოვდებიან სახალისო კოსტიუმისა და წარუმატებელი მცდელობისთვის.

შეჯიბრებაში მონაწილეობა შეუძლიათ ქართველ მოთხილამურეებსა და სნოუბორდერებს, რომლებსაც უკვე შეუსრულდათ 16 წელი.

Red Bull Slopesoakers-ის ჟიურის წევრები იქნებიან ქართველი მოთხილამურეები და სნოუბორდერები.

შეჯიბრებაში მონაწილეობა და დასწრება უფასოა.

ინფორმაციისთვის ეწვიეთ Red Bull Slopesoakers 2025 Georgia.