სარჩევი
მერაბ დვალიშვილი - 2025 წლის საუკეთესო მებრძოლი გახდა | Setanta Sports

მერაბ დვალიშვილი – კალენდარულ წელში ოთხი სატიტულო ორთაბრძოლის ჩატარების შემდეგ ESPN-ის ვერსიით 2025 წლის საუკეთესო მებრძოლად დასახელდა.

ქართველმა მანქანამ გამოკითხულთა ხმების 40% მიიღო და ჯილდო ერთპიროვნულად მოიგო. მერაბის მთავარი კონკურენტები გამოკითხვაში ალექს პერეირა, ისლამ მახაჩევი და ილია თოფურია იყვნენ.

MMA-ის გულშემატკივრები ბევრს ლაპარაკობენ იმაზე, რომ მერაბმა 1 კალენდარული წლისთვის ბევრი ორთაბრძოლა ჩაატარა და ბოლოს გამოიფიტა, თუმცა ისტორია ისტორიაა. ქართველს მართლაც დაუჯერებელი წელი ჰქონდა, რომელიც უმარ ნუმრაგომედოვის წინააღმდეგ დომინაციით დაიწყო.

უმარის დამარცხების შემდეგ, მერაბმა UFC 316-ზე შონ ომალის წინააღმდეგ ჩაატარა ფენომენალური ბრძოლა და ამერიკელი საბმიშენით დაამარცხა.

UFC 320-ზე, ოქტომბერში მერაბმა თავის სივიში სუპერმსუბუქი წონის მორიგი გამორჩეული მებრძოლი – კორი სენდჰეგენი შეიყვანა – დვალიშვილმა მეტოქე ასევე დომინაციით დაამარცხა და ახლოს იყო ნოკაუტით ფინიშთანაც.

სენდჰეგენთან ბრძოლის შემდეგ ზუსტად თვენახევარში, ქართველმა მანქანამ კიდევ ერთი სატიტულო ბრძოლა ჩაატარა ამჯერად პიოტრ იანის წინააღმდეგ UFC 323-ზე, სადაც მერაბს წლის განმავლობაში აქტიურობა აშკარად დაეტყო და ქართველმა ბრძოლა მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დათმო.

მერაბ დვალიშვილის ეს სვლა MMA-ის ფანებს, რა თქმა უნდა, შეუმჩნეველი არ დარჩენიათ და სწორედ ამიტომაც, ქართველი წლის საუკეთესო მებრძოლად დასახელდა UFC-ში.

ასევე იხილეთ:

ილია თოფურია – მიუღებელი და სასტიკი ზეწოლის მსხვერპლი გავხდი

ალექსანდრე თოფურიას ბრწყინვალე მოგება – რა ვნახეთ UFC კატარზე?

ალექსანდრე თოფურიას ბრწყინვალე მოგება – რა ვნახეთ UFC კატარზე?

უყურე UFC-ის ყველა ივენთს setantasports.com-ზე

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.