ვოლკანოვსკი vs ლოპესი – UFC 314 მთლიანად საუცხოო ბრძოლებს გვპირდება, თუმცა, ცხადია, მეინ ივენთი განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს.
UFC 314 – პირდაპირი რეპორტაჟი
ვოლკანოვსკი vs ლოპესი ამ დაპირისპირებისა და მთლიანი ივენთის ხილვა მაყურებელს, პირდაპირ ეთერში, ექსკლუზიურად setantasports.com-ზე შეეძლება.
UFC 314 ჩვენს პლატფორმაზე 04:00 საათიდან დაიწყება. ქართულენოვან რეპორტაჟზე კომენტატორები ლადო ნაცვლიშვილი და მინდია წიკლაური იქნებიან.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.
ვოლკანოვსკი vs ლოპესი
დრო: 13 აპრილი, კვირა დილის 07:30 – მთავარი ბრძოლა (თბილისის დროით)
ადგილმდებარეობა: Kaseya Center, მაიამი, აშშ
ტრანსლაცია: setantasports.com
UFC 314-ის მთავარი მოვლენა მაიამიში ნამდვილი სანახაობაა – ალექსანდრ ვოლკანოვსკი დიეგო ლოპესს ქვემსუბუქი წონის, Featherweight-ის დროებით განთავისუფლებული ტიტულისთვის დაუპირისპირდება.
2024 წლის 18 თებერვალს დანოკაუტებული ალექსანდრ ვოლკანოვსკი – შესრულებული.
2024 წლის 26 ოქტომბერს დანოკაუტებული მაქს ჰოლოუეი – შესრულებული.
ილია თოფურიამ 420 დღეში მოახერხა ის, რაც აქამდე ვერავინ შეძლო და დივიზიონი ახალი თავგადასავლების საძიებლად დატოვა.
ვოლკანოვსკი – ყოფილი ჩემპიონი, რომელიც კარიერის რთულ პერიოდს გადის. ავსტრალიელმა უკანასკნელი ორი ბრძოლა ნოკაუტით წააგო: პირველად – ისლამ მახაჩევთან რემატჩში, შემდეგ კი ილია თოფურიასთან. მიუხედავად ამისა, მისი გამოცდილება, ტიტულოვანი წარსული და მებრძოლი ბუნება კვლავაც დიდ უპირატესობას წარმოადგენს.
ცხადია, MMA-ის ქართველი მაყურებლისთვის ამ ბრძოლებიდან გამორჩეული ვოლკის წინააღმდეგ, ილია თოფურიას საჩემპიონო ქამარზე მოპოვებული გამარჯვება იყო.
ლოპესი კი კარიერულ აღმასვლაზეა – მეხუთე წარმატებულ ბრძოლას ატარებს ზედიზედ და ბოლოს ბრაიან ორტეგასა და დენ აიგეს ძლევა შეძლო. ის უკეთეს ფორმაშია და მეტ აქტიურობას აჩვენებს, რაც არგუმენტებში ლოპესის სასარგებლოდ მეტყველებს.
ეს ბრძოლა შეიძლება ორი კუთხით გამადიდებელი შუშის ქვეშ მოხვდება:
- არის თუ არა ლოპესი მზად უმაღლესი დონის ბრძოლისთვის?
- შეუძლია თუ არა ვოლკანოვსკის დაბრუნება მძიმე მარცხების შემდეგ?
თუ ვოლკანოვსკის ენერგია და ფსიქოლოგიური სიმტკიცე აღდგენილია, მას საკმარისი გამოცდილება აქვს იმისთვის, რომ ლოპესის სერიის შეჩერება შეძლოს.
საბოლოოდ, ეს ერთ-ერთი იმ დაპირისპირებათაგანია, სადაც თითქმის ყველა შესაძლო სცენარი რეალისტურად ჩანს.
შეუძლია კი ალექსანდრ დიდს კიდევ ერთხელ დაბრუნება მწვერვალზე და მეორე ტიტულოვანი ეპოქის დაწყება? მზად არის დიეგო ლოპესი – რომელმაც აქამდე მტაცებლის როლი იდეალურად მოირგო – ახალი როლისათვის, სადაც თავად გახდება ნადავლი?
ეს სტილისტურად საოცრად საინტერესო დაპირისპირებაა და შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს არა მხოლოდ ამ ორი მებრძოლის კარიერისთვის, არამედ მთელი Featherweight დივიზიონის მომავლისთვის.
მოლოდინი მართლაც განსაკუთრებულია – ახლა უკვე მხოლოდ დროის საკითხია, როგორ განვითარდება მოვლენები ოქტაგონში.
UFC 314 – ყველა ბრძოლა
მართალია ვოლკანოვსკი vs ლოპესი დილის 07:30-დან დაიწყება, თუმცა ივენთზე სხვა გამორჩეული ორთაბრძოლებია, ამიტომაც მაყურებელს უჯობს setantasports.com-ზე 04:00-დან ჩაუჯდეს.
ბრძოლების სრული სია ასე გამოიყურება.
წინასწარი ბრძოლები | წონითი კატეგორია |
---|---|
დენ იგე vs შონ ვუდსონი | Featherweight |
იან შაონანი vs ვირნა ჟანდირობა | Women’s Strawweight |
ჯიმ მილერი vs ჩეის ჰუპერი | Lightweight |
სედრიკ დუმასი vs მიხალ ოლექსეიჩუკი | Middleweight |
რაც შეეხება მეინ ქარდს მისი ბრძოლების შემდეგია:
მეინ ქარდი – ბრძოლა | წონითი კატეგორია |
---|---|
ალექსანდრ ვოლკანოვსკი vs დიეგო ლოპესი | Featherweight |
მაიკლ ჩენდლერი vs პედი პიმბლეტი | Lightweight |
ბრაის მიტჩელი vs ჯინ სილვა | Featherweight |
იაირ როდრიგესი vs პატრისიო პიტბული | Featherweight |
ნიკიტა კრილოვი vs დომინიკ რეიესი | Light Heavyweight |
ჩენდლერი vs პიმბლეტი
UFC 314-ზე არც Co Main Event მოიკოჭლებს. ამ ბრძოლაში Lightweight დივიზიონის გამოცდილი და მუდამ მაღალ დონეზე მებრძოლი მაიკლ ჩენდლერი ინგლისელ გულშემატკივართა რჩეულს, სქაუზერ პედი პიმბლეტს დაუპირისპირდება.
ჩენდლერი დიდი ხნის განმავლობაში ელოდებოდა კონორ მაკგრეგორთან დაპირისპირების შანსს, რომელიც საბოლოოდ არ შედგა. ორი წლის პაუზის შემდეგ ის ოქტაგონს 2024 წლის ნოემბერში, UFC 309-ზე დაუბრუნდა – თუმცა მეორედაც დამარცხდა ჩარლზ ოლივეირასთან.
39 წლის ვეტერანმა UFC-ში ჩატარებული 6 ბრძოლიდან მხოლოდ 2 მოიგო, მაგრამ მის ყველა მარცხს აქვს ერთი საერთო: ყველა მეტოქე ყოფილი ჩემპიონია. ეს კი ჩენდლერის მაღალ დონეზე სტაბილურ მონაწილეობას კიდევ ერთხელ ადასტურებს.
„Paddy the Baddy“-მ ოკტაგონზე გატარებული ოთხი წლის განმავლობაში შთამბეჭდავი შედეგი აჩვენა — 6 გამარჯვება, აქედან 4 ფინიში და უკვე მოახერხა ადგილის დამკვიდრება Top 15-ში.
ყოველი ბრძოლით ის განაგრძობს სკეპტიკოსების გაჩუმებას და შედეგიან გამოსვლებს. მისი ბოლო გამარჯვება გასული წლის ივლისში, UFC 304-ზე იყო, სადაც მან „King“ Green პირველ რაუნდში, სამკუთხა ჩოუქით დაამარცხა და დაამტკიცა, რომ მას არა მხოლოდ შოუს მოწყობა, არამედ ტექნიკური დომინირებაც შეუძლია.
ჩენდლერსა და პიმბლეტს შორის ეს დაპირისპირება იდეალურია ამ ეტაპზე ორივესთვის – ბრძოლა ბევრ რამეს გამოავლენს: სად დგანან ახლა, რამდენად რეალურია მათი ტიტულოვანი ამბიციები და როგორია მათი მომავალი UFC-ში.
ბრაის მიტჩელი vs ჯინ სილვა
შაბათის ღამის მთავარი ბარათის შუაგულში, ბრაის მიტჩელი და ჟან სილვა ერთმანეთის პირისპირ დადგებიან Featherweight დივიზიონისთვის გადამწყვეტ ბრძოლაში, სადაც გამარჯვებული რეალურ ტოპ-მოთამაშედ ჩამოყალიბდება.
მიტჩელი უკვე წლებია რეიტინგებში ბინადრობს, თუმცა 2022 წლიდან მოყოლებული მისი შედეგები მერყეობს – მოგება ედსონ ბარბოსასთან, შემდეგ მარცხი ჯოშ ემეტთან და უკანასკნელი გამარჯვება კრონ გრეისთან მესამე რაუნდში ნოკაუტით. ამით მან საერთო ბალანსი 17-3-მდე გაზარდა.
სილვა კი 2025 წელს მძლავრად და აქტიურად განაგრძობს – მელსიკ ბაღდასარიანი პირველ რაუნდში დაამარცხა სიეტლში და UFC-ში 4-0 ბალანსი დააფიქსირა, ხოლო კარიერაში 12-მატჩიანი მოგებების სერიას მიაღწია. გამარჯვების შემდეგ მიტჩელი საჯაროდ გამოიწვია, ახლა კი სწორედ ამ შანსს იყენებს, რომ მეხუთე მოგება 16 თვეში და რეიტინგში წინსვლა გაინაღდოს.
იაირ როდრიგესი vs პატრისიო პიტბული
UFC 314-ის მთავარი ბარათის მესამე Featherweight წყვილი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია – ყოფილი დროებითი ჩემპიონი იაირ როდრიგესი UFC-ში პირველად მასპინძლობს ლეგენდარულ ბელატორელ ჩემპიონს, პატრისიო პიტბულს.
ამიტომაც ეს ორ სამყაროს, ორ სიბრტყეს შორის დაპირისპირებად უნდა მოვნათლოთ.
როდრიგესს ტიტულის მოპოვების შემდეგ ზედიზედ ორი მარცხი აქვს – პირველად UFC 290-ზე, გაერთიანებულ ტიტულზე წარუმატებელი მცდელობა, შემდეგ კი ბრაიან ორტეგასთან მარცხი წინა წლის თებერვალში, მეხიკოში. თუმცა მექსიკელმა მებრძოლმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ ელიტის ღირსეული წევრია და მისგან კვლავ დაუვიწყარი შოუს მოლოდინია.
პატრისიო პიტბული ბოლოს და ბოლოს შედის UFC-ში 36-7 რეკორდით და ორგზის ჩემპიონობით სხვადასხვა წონით კატეგორიაში. ის ერთი ათწლეულის განმავლობაში ითვლებოდა UFC-ს გარეთ ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მებრძოლად – ახლა კი გვაქვს შანსი, ვნახოთ როგორ წარსდგება UFC-ს ფონსის ფონზე.
ეს ბრძოლა პასუხს გასცემს კითხვას: რამდენად მზად არის პიტბული UFC-ის ელიტასთან დასაპირისპირებლად და შეძლებს თუ არა როდრიგესი ტოპში დაბრუნებას?
მძლავრი გამოსვლა ორივე მხრიდან შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს მომდევნო ტიტულოვანი შანსისათვის.
UFC 314-ს ექსკლუზიურად setantasports.com-ზე, საქართველოს დროით 04:00 საათიდან ნახავთ.