სარჩევი
ვალიეხოსი გიგას - მადლობა, რომ ბრძოლას დათანხმდი, ლეგენდა ხარ | Setanta Sports

ვალიეხოსი გიგას – არგენტინელმა მებრძოლმა, კევინ ვალიეხოსმა გიგა ჭიკაძეს მადლობა გადაუხადა ბრძოლაზე დათანხმებისთვის და ქართველ ნინძას ლეგენდარული მებრძოლი უწოდა.

გამოიწერე setantasports.com-ის პლატფორმა და იხილე UFC-ის ყველა ივენთის პირდაპირი რეპორტაჟი

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.

“მადლობა, რომ ბრძოლას დათანხმდი, მიუხედავად იმისა, რომ რეიტინგში არ ვარ. აბსოლუტური ლეგენდა ხარ”, – წერს არგენტინელი მებრძოლი.

სულ რამდენიმე ხნის წინ გაირკვა, რომ გიგა ჭიკაძე 2025 წლის ბოლო ქარდზე იბრძოლებს, სადაც ახალგაზრდა კევინ ვალეხოსს დაუპირისპირდება.

37 წლის ქართველი ნინძა წონის რეიტინგში მე-15 ადგილს იკავებს, ხოლო ვალიეხოსი ურეიტინგოა. გიგა 14 დეკემბერს გასამართ ბრძოლაში რეიტინგში ადგილის შენარჩუნებას ეცდება, რა დროსაც ახალგაზრდა არგენტინელი პროსპექტი ყველაფერს გააკეთებს, რომ ტოპ-15-ში მოხვდეს.