სარჩევი
UFC P4P რეიტინგი - დვალიშვილი, თოფურია და სხვები | Setanta Sports

UFC P4P რეიტინგი – მერაბ დვალიშვილი და ილია თოფურია UFC 320-ის შემდეგ მსოფლიოში საუკეთესო მებრძოლთა რეიტინგში მოწინავე პოზიციაზე იმყოფებიან.

ლას ვეგასში, T-Mobile-Arena-ზე გამართული UFC 320-ის შემდეგ, MMA-ის ყველაზე პრესტიჟულმა ორგანიზაციამ UFC-მ მებრძოლების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის სათავეშიც კვლავ ქართველი ილია თოფურიაა.

UFC P4P რეიტინგი

UFC-ის ოფიციალური ვებგვერდის ვერსიით

1ილია თოფურიასაქართველო
2ისლამ მახაჩევირუსეთი
3მერაბ დვალიშვილისაქართველო
4ხამზატ ჩიმაევიარაბეთის გაერთიანებული საემიროები
5ალექსანდრე პანტოჟაბრაზილია
6ალექს პერეირაბრაზილია
7ალექსანდერ ვოლკანოვსკიავსტრალია
8ჯეკ დელა მადალენაბრაზილია
9ტომ ასპინალიინგლისი
10დრიკუს დუ პლესისამხრეთ აფრიკა

რა ვნახეთ UFC 320-ზე

ლას ვეგასში გამართული ორთაბრძოლები მრავალფეროვანი და სანახაობრივი გამოდგა. მთავარ ქარდზე ვიხილეთ როგორც საბმიშენი, ასევე ნოკაუტი და გადაწყვეტილებით გამარჯვება.

მთავარი ქარდი აბუს მაგომედოვის და ჯო პფაიფერის ბრძოლამ გახსნა. პირველივე რაუნდიდან მებრძოლებმა შეუპოვარი ბრძოლა გააჩაღეს. ამერიკელმა მეორე რაუნდში საბმიშენით მოიპოვა გამარჯვება და ღამის გამორჩეული პერფორმანსის წოდებაც მიიღო.

ჯოშ ემეტისა და იუსულ ზალალის ბრძოლა პირველივე რაუნდში, მოროკოელი მებრძოლის გამარჯვებით დასრულდა. ზალალი უკვე 5-გამარჯვებიან სერიაზეა და საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლას უახლოვდება.

კიდევ ერთი ‘ღამის გამორჩეული ორთაბრძოლის’ წოდება მიიღო ირჟი პროჰასკას და ხალილ რანთრის ორთაბძროლამ. MMA-ის გულშემატკივრებმა ამ ბრძოლაში ნახეს ყველაფერი, რის გამოც ეს სპორტი უყვართ.

ორივე მებრძოლმა უმაღლესი დონის სტრაიკინგი აჩვენა და ჩხუბს დასასრულიც ეპიკური ჰქონდა. მესამე რაუნდში, ბრძოლის დასრულებამდე 2 წუთით ადრე პროჰასკამ გამარჯვება ულამაზესი ნოკაუტით მოიპოვა და ტიტულზე განაცხადი გააკეთა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში პროჰასკას მხოლოდ ორი წაგება აქვს და ორივე ალექს პერეირასთან. ბოლო 9 წლის განმავლობაში კი ჩეხი მებრძოლის ჩხუბები აუცილებლად ვადაზე ადრე სრულდება.

UFC 320 – დვალიშვილი vs სენდჰეგენი

ღამის თანამთავარ ორთაბრძოლაში სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტულზე მერაბ დვალიშვილი და კორი სენდჰეგენი ჩხუბობდნენ. ქართველმა მანქანამ 5-რაუნდიან ბრძოლაში სენდმენს ფაქტობრივად შანსი არ დაუტოვა და თავის სტილში დომინანტური გამრაჯვება მოიპოვა.

ბრძოლის მეორე რაუნდში მერაბი ახლოს იყო ნოკაუტთან, როცა მისი დარტყმების შემდეგ სენდჰეგენი ნოკდაუნში ჩავარდა და დაუცველად დაეცა ძირს, თუმცა სენდმენმა მოფხიზლება და ბრძოლის გაგრძელება შეძლო.

ქართველმა მანქანამ ამ ბრძოლაში კვლავ გამოავლინა არაადამიანური სისწრაფეები და ყველა დაარწმუნა, რომ თავისი წონის უდავო საუკეთესო მებრძოლია. დვალიშვილმა სენდმენის წაქცევა 37 მცდელობიდან 20-ჯერ მოახერხა, რაც ერთ ბრძოლაში დაფიქსირებული შედეგით, რეკორდია.

მერაბი ამ ბრძოლის შემდეგ გახდა პირველი მებრძოლი ისტორიაში, ვინც UFC-ში 100 თეიქდაუნიან ნიშნულს გადააჭარბა.

საინტერესოა, რომ მერაბ დვალიშვილი უკვე 14-ბრძოლიან მოგებათა სერიაზეა, რითაც ის UFC-ის ისტორიაში მხოლოდ ანდერსონ სილვას (16), ისლამ მახაჩევს (15) და კამარუ უსმანს (15) ჩამორჩება.

UFC 320-ის მთავარი ბრძოლა ალექს პერეირასა და მაგომედ ანკალაევს შორის გაიმართა, რამაც მასზე დამყარებული იმედები ნამდვილად არ გააცრუა.

პოატანი მთელი საბრძოლო კვირის განმავლობაში აანონსებდა, რომ რევანშში ის აუცილებლად წინ წავიდოდა და მხოლოდ ფინიშზე იფიქრებდა, რაც პირნათლად აასრულა.

ბრაზილიელმა მებრძოლმა ბრძოლა პირველივე რაუნდში, სულ რაღაც 40 წამში მომაკვდინებელი დარტმყებით დაასრულა და მაგომედ ანკალაევს ამ ბრძოლაში გადარჩენის არანაირი შანსი არ დაუტოვა.

პერეირამ კვლავ დაიბრუნა საჩემპიონო ქამარი და როგორც MMA-ის ექსპერტები ამბობენ, ასეთი მარცხის შემდეგ ანკალაევი სატიტულო ბრძოლამდე მოიცდის. ხოლო ბრაზილიელს ქამრის დაცვა, სავარაუდოდ, პროჰასკას წინააღმდეგ მოუწევს.

UFC-ის შემდეგი ღონისძიება 12 ოქტომბერს, რიო დე ჟანეიროში გაიმართება, სადაც მთავარი ბრძოლა ჩარლზ ოლივეირას და მატეუშ გამროტს შორის შედგება.

რიოში გასამართი ღონისძიების პირდაპირ რეპორტაჟს setantasports.com-ის პლატფორმაზე იხილავთ.

setantasports.com-ზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.