ქუთათელაძე vs ფერნანდესი – UFC Fight Night 255-ზე გურამ ქუთათელაძისა და კაუე ფერნანდესის ბრძოლას მაყურებელი ექსკლუზიურად setantasports.com-ზე იხილავს.
ქუთათელაძე vs ფერნანდესი – პირდაპირი რეპორტაჟი
ქუთათელაძე vs ფერნანდესი ლაივში ექსკლუზიურად setantasports.com-ზე იქნება. ჩვენს პლატფორმაზე UFC Fight Night 255-ის პირველი ორთაბრძოლის ხილვა მაყურებელს 21:00 საათიდან შეეძლება.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.
პროცესი სასურველ ბანერზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ქუთათელაძე VS ფერნანდესი – პრეისტორია
MMA-ის ქართველი გულშემატკივრისთვის საღამოს ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მომენტი გურამ ქუთათელაძისა და კაუე ფერნანდესის ბრძოლა იქნება.
ბოლოს, ქართველი ვიკინგი ოქტაგონზე აგვისტოში ვიხილეთ, როდესაც ჯორდან ვუჩენიკს დაუპისპირდა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იმარჯვა.
მოახლოებულ Fight Night-ზე ქუთათელაძე UFC-ში თავისთვის მეხუთე ბრძოლას გამართავს, ამ დრომდე მას 2 გამარჯვება და 2 წაგება უმაგრებს ზურგს.
რაც შეეხება მის მეტოქეს, კაუე ფერნანდესს მხოლოდ 2 ბრძოლა აქვს ჩატარებული UFC-ის მასშტაბით, მისი რეკორდი კი 1 მარცხი და 1 მოგებაა.
გურამ ქუთათელაძეს MMA-ში 13 გამარჯვებასთან ერთად მხოლოდ 4 წაგება აქვს, მისი ამჟამინდელი ოპონენტის რეკორდი 9 გამარჯვებითა და 2 წაგებით გამოიყურება.
გურამ ქუთათელაძისა და კაუე ფერნანდესის ბრძოლა საღამოს გამხსნელი იქნება, რომელიც, თბილისის დროით, 21:00 საათზე დაიწყება.
UFC Fight Night 255
მოახლოებული UFC Fight Night შაბათს, The O2 არენაზე, ლონდონში გაიმართება.
გარდა გურამ ქუთათელაძისა და კაუე ფერნანდესის დაპირისპირებისა, რომელიც პრელიმებისას გველის, მთავარ ქარდზე გასამართი ბრძოლების ჩამონათვალი მაყურებელს არაერთ საინტერესო დაპირისპირებასა და უამრავ ნაცნობ სახელს ჰპირდება.
UFC Fight Night 255-ის მთავარ ქარდზე გასამართი ბრძოლების სია ასე გამოიყურება
ლიონ ედვარდსი | VS | შონ ბრეიდი |
იან ბლაჰოვიჩი | VS | კარლოს ულბერგი |
გუნარ ნელსონი | VS | კევინ ჰოლანდი |
მოლი მაკკენი | VS | ალექსია ტაინარა |
ჯორდან ვუჩენიკი | VS | კრის დანკანი |
ნათანიელ ვუდი | VS | მორგან შარიე |