სარჩევი
ილია თოფურიას საქმე დასრულდა ჩემპიონი ოქტაგონს უბრუნდება | Setanta Sports

ილია თოფურიას საქმე სასამართლოში დასრულებულია. Marca-ს ინფორმაციით ილიამ და ჯორჯინა უსკატეგიმ შეთანხმებას მიაღწიეს.

შესაბამისად, UFC-ის ქართველი ჩემპიონი ახლა მზადების სრულფასოვან პროცესს დაუბრუნდება.

თოფურია უკვე ახალ ბრძოლაზეა კონცენტრირებული და მთავარი სამიზნე 2026 წლის 14 ივნისი იქნება, როდესაც, სავარაუდოდ, თეთრ სახლში დაგეგმილ UFC-ის ისტორიულ ღონისძიებაზე იჩხუბებს.

MARCA-ს ინფორმაციით, UFC-სთან ოფიციალური შეთანხმება ჯერ გამოცხადებული არ არის, თუმცა თოფურიას ყოველდღიური რეჟიმი ნორმალურ კალაპოტს უბრუნდება და მზადების პროცესი უკვე აქტიურად ფაზაში გადავა.

უყურე TOP სპორტს setantasports.com-ზე

გამოიყენეთ ახალი პრომო კოდები და მიიღეთ ფასდაკლება setantasports.com-ზე, როგორც თვის, ასევე წლის გამოწერაზე.

NEWS26 და YEAR26 – ორივე პრომო კოდის გამოყენებისას 30 %-იან ფასდაკლებას მიიღებთ.

NEWS26 – თვის გამოწერა

YEAR26 – წლის გამოწერა

ფეხბურთი, კალათბურთი, MMA, ჩოგბურთი და ავტორბოლა – Setanta Sports-ის პლატფორმა სპორტის გამორჩეულ სახეობებს აერთიანებს.

პრემიერ ლიგა, ლა ლიგა, ლიგა 1, ბუნდესლიგა, სერია A, ჩემპიონთა ლიგა, ევროპა და კონფერენს ლიგები, თასები, საუდის პრო ლიგა, ფორმულა 1, UFC, NBA, ევროლიგა, უიმბლდონი და გამორჩეული მასტერსები – ამ და სხვა მსოფლიო სპორტის ტოპ ტურნირებს სწორედ setantasports.com-ზე შეგიძლიათ მიადევნოთ თვალ-ყური.

შეთანხმება მიღწეულია და სასამართლო დასრულებულია

MARCA წერს, რომ ილია თოფურიას პირად ცხოვრებაში არსებული სამართლებრივი საკითხი სრულად დაიხურა. გამოცემის ცნობით, მებრძოლმა და მისმა ყოფილმა მეუღლემ, ჯორჯინა უსკატეგიმ, შეთანხმებას მიაღწიეს, რის შემდეგაც სარჩელი უკან იქნა გამოწვეული და მხარეებმა იმ პირობებზე მოაწერეს ხელი, რომელსაც თოფურია თავიდანვე სთავაზობდა.

ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაცია მის პირად მდგომარეობასთან დაკავშირებით ხშირ შემთხვევაში არაზუსტი აღმოჩნდა. მათ შორის იყო მოარული ხმაც, მადრიდში სახლის გაყიდვის შესახებ, რაც MARCA-ს ინფორმაციით, სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

თეთრი სახლი 14 ივნისი და ქამრების გაერთიანების სცენარი

სპორტული კუთხით მთავარი აქცენტი მომავალ ბრძოლაზე კეთდება. MARCA-ს ცნობით, ილია თოფურია მიზნად ისახავს UFC-ის თეთრ სახლში დაგეგმილ ღონისძიებაზე გამოსვლას 14 ივნისს, სადაც მსუბუქ წონაში ქამრების გაერთიანებისთვის უნდა იბრძოლოს დროებით ჩემპიონთან, ჯასტინ გეიჯისთან.

გეიჯი დროებითი ქამრის მფლობელი გახდა პედი პიმბლეტთან გამარჯვების შემდეგ UFC 324-ზე და ახლა მას უდავო ჩემპიონობისთვის ბოლო შანსი ეძლევა.

მზადება დაწყებულია და ბანაკი აქტიურ რეჟიმშია

მანამდე თოფურიამ სოციალურ ქსელებში რამდენიმე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მისი მზადების პროცესი ჩანს. სტრაიკინგის მწვრთნელად კვლავ ხავი კლიმენტი რჩება.

ვიდეოებში ჩანს, რომ ილია თოფურია კარგ ფიზიკურ ფორმაშია და რამდენიმე კვირიანი პაუზის შემდეგ ინტენსიურ დატვირთვებს დაუბრუნდა.

სტილისტიკური დაპირისპირება გეიჯისთან

გეიჯი მაღალი დონის სტრაიკერია, რომლის სუსტი მხარე პარტერში ბრძოლაა. სწორედ აქ შეიძლება გამოიკვეთოს თოფურიას უპირატესობა, რადგან ქართველის საბრძოლო არსენალი კიდევ უფრო მრავალფეროვანია.

თუ შეხვედრა მართლაც თეთრ სახლში გაიმართება, ეს UFC-ის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და ხმაურიან ღონისძიებად შეიძლება იქცეს, სადაც თოფურია კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპს გადალახავს.

შემდეგი ნაბიჯები და დიდი მიზნები

ახლა, მთავარია, გაურკვევლობის პერიოდი დასრულდა და ილია თოფურიამ ქემფი ოფიციალურად დაიწყო. ეს კი მოსალოდნელ ბრძოლამდე რამდენიმეთვიან სრულფასოვან მოსამზადებელ ეტაპს ნიშნავს.

გამარჯვების შემთხვევაში თოფურიას ერთდროულად ორ წონაში ქამრის დაცვის პერსპექტივა ექნება და მომავალში უფრო მაღალი წონისკენ ნაბიჯის გადადგმაც შეიძლება დღის წესრიგში დადგეს.

ამ ეტაპზე ყველაფერი ერთ მხარესაა მიმართული: 14 ივნისი, თეთრი სახლი და ჯასტინ გეიჯისთან ქამრების გაერთიანების ბრძოლა, რომელიც ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა, თუმცა ბრძოლის გაოფიციალურებას MMA-ის მოყვარულები უახლოეს მომავალში ელიან.