სარჩევი
ილია თოფურია საქართველოს ნაკრებს ესტუმრება | Setanta Sports

ილია თოფურია საქართველოს ნაკრებს მატჩის დღეს ეწვევა. Setanta Sports-ის ინფორმაციით, UFC-ის ქართველი ჩემპიონი ჯვაროსნებს საწვრთნელ ბაზაზე მოინახულებს.

მანამდე ქართველი მატადორი მადრიდში, ესპანეთის ნაკრებს ესტუმრა. ამან დღის განმავლობაში სპორტის ქართველ გულშემატკივრებში არაერთგვაროვანი გამოხმაურება გამოიწვია.

ისინი თოფურიას ჯვაროსნების ბანაკშიც ელოდნენ. ილიას თავდაპირველი გეგმის მიხედვით, მას ჯერ ფურია როხას საწვრთნელი ბანაკი, ხოლო შემდეგ საქართველოს ნაკრები უნდა მოენახულებინა.

შესაბამისად, დღის განმავლობაში ატეხილი აჟიოტაჟი თოფურიას გარშემო, მის ქართველ გულშემატკივრებში უსფუძვლო გამოდგა.

შეგახსნებთ, ილია UFC-ში საქართველოს დროშით გამოდის, თუმცა მას საქართველოს მსგავსად ესპანეთსა და ესპანურ ენოვან ქვეყნებში ბევრი ქომაგი ჰყავს და ეს მარტივად გასაგებია, რადგან ილია15 წლიდან, ოჯახთან ერთად, ესპანეთში ცხოვრობს.

საქართველოს ნაკრებიც მისთვის ახლობელ ალიკანტეშია და მატჩიც ამავე რეგიონში, ელჩეშია ჩანიშნული.

ესპანეთი vs საქართველო 11 ოქტომბერს, 22:45 წუთიდან დაიწყება.

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.