სარჩევი
ილია თოფურია მსუბუქი წონის ჩემპიონია | Setanta Sports

ილია თოფურია ჩემპიონია. ქართველმა მატადორმა UFC 317-ზე ჩარლზ ოლივეირა პირველივე რაუნდში დაანოკაუტა და ორი წონის საჩემპიონო ქამარს დაეუფლა.

საინტერესოა, რომ ბრძოლამდე თავად ილია პროგნოზირებდა პირველსავე რაუნდში, სახელოვანი მეტოქის დამარცხებას.

ილია გახდა ისტორიაში მე-10 მებრძოლი, რომელმაც ორი წონის ჩემპიონობა მოიპოვა. ქვე მსუბუქთან ერთად ილია ახლა უკვე მსუბუქი წონის ჩემპიონია.

თანაც თოფურია ერთადერთია, ვინც ეს დაუმარცხებლის რანგში შეძლო.

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები JJ25 NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

JJ25 – ერთ თვეს + ერთი თვე.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.

ასევე, შეგიძლიათ, პრომოკოდი JJ25 გამოიყენოთ. ეს პრომო განკუთვნილია ერთი თვის შეძენის მსურველებისთვის, რომლებიც მეორე თვის გამოწერას უფასოდ მიიღებენ. შეთავაზება ძალაშია ივნისის ბოლომდე.

თოფურია vs ოლივეირა – სრული ბრძოლა

ილია თოფურია ჩემპიონია და ის UFC-ში კვლავ დაუმარაცხებელია. ოლივეირასთვის კი ეს კარიერაში მე-11 წაგება იყო.

მართალია, ბრძოლა ხანგრძლივად არ გაგრძელდა, თუმცა მისი სტატისტიკა მაინც საინტერესოა

ამას გარდა, თოფურია vs ოლივეირა საღამოს საუკეთესო ბრძოლად დასახელდა ეს კი ილიასთვის დამატებით ბონუსს ნიშნავს.

Pound for Pound რეიტინგი ორიოდ დღეში განახლდება და გავიგებთ, ილია თოფურია მეორე ადგილზე გადაინაცვლებს, თუ პირველ პოზიციაზე, რომელსაც ამჟამად ისლამ მახაჩევი იკავებს.

ილია თოფურიაკატეგორიაჩარლზ ოლივეირა
1KD0
24/32სულ დარტყმები10/18
21/29ზუსტი დარტყმები9/16
17/23თავში დარტყმები3/8
3/3ტანზე დარტყმები2/4
1/3ფეხზე დარტყმები4/4
1:01კონტროლი (დრო)0:21
0/0თეიქდაუნი0/2
0დამორჩილების მცდელობა0

UFC 317 – შედეგები

ამ ცხრილებში შეგიძლიათ ნახოთ UFC 317-ის ყველა ბრძოლის შედეგი.

მთავარი ბარათი

წონა (Weight)გამარჯვებულიდამარცხებულიმეთოდირაუნდიდროსკორი / დეტალები
Lightweight Titleილია თოფურია 🇬🇪ჩარლზ ოლივეირა 🇧🇷KO (დარტყმა)12:27ტოტ. დარტყმები: 24/32 vs 10/18
Flyweight Titleალექსანდრ პანტოჟა 🇧🇷კაი კარა-ფრანსი 🇳🇿სუბლიმაცია (უკნიდან დახრჩობა)31:55
Flyweightბრენდონ როივალი 🇺🇸ჯოშუა ვანი 🇲🇲ერთსულოვანი გადაწყვეტილება35:0028–29, 28–29, 27–30
Lightweightბენილ დარიუში 🇺🇸რენატო მოიკანო 🇧🇷ერთსულოვანი გადაწყვეტილება35:0029–28 x3
Bantamweightპეიტონ ტალბოტი 🇺🇸ფელიპე ლიმა 🇧🇷ერთსულოვანი გადაწყვეტილება35:0029–28 x3

წინასწარი ბარათი

წონა (Weight)გამარჯვებულიდამარცხებულიმეთოდირაუნდიდრო
Middleweightგრეგორი როდრიგესი 🇧🇷ჯეკ ჰერმანსონი 🇳🇴KO (დარტყმა)14:21
Featherweightჰაიდერ ამილი 🇵🇭ხოსე მიგელ დელგადო 🇺🇸KO (მუხლი)10:26
Women’s Flyweightტრეისი კორტესი 🇺🇸ვივიანე არაუჟო 🇧🇷ერთსულოვანი გადაწყვეტილება35:00
Lightweightტერენს მაკკინი 🇺🇸ვიაჩესლავ ბორშჩევი 🇷🇺სუბლიმაცია (გილიოტინა)10:55

ადრეული წინასწარი ბარათი

წონა (Weight)გამარჯვებულიდამარცხებულიმეთოდირაუნდიდრო
Welterweightნიკო პრაისი 🇺🇸ჯაკობი სმიტი 🇺🇸სუბლიმაცია (უკნიდან დახრჩობა)24:03
Heavyweightჟონატა დინიზი 🇧🇷ალვინ ჰაინსი 🇧🇷ერთსულოვანი გადაწყვეტილება35:00