ილია თოფურია – მიუღებელი და სასტიკი ზეწოლის მსხვერპლი გავხდი – UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ სოციალური ქსელის მეშვეობით განცხადება გაავრცელა, სადაც ქამრის დაცვისგან თავის არიდების მიზეზებზე ვრცლად ისაუბრა.
როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე ხნის წინ ილია თოფურიამ აღნიშნა, რომ მინიმუმ გაზაფხულამდე საჩემპიონო ბრძოლის გამართვას ოჯახური მიზეზების გამო არ აპირებდა.


საპასუხოდ, UFC-მ იანვრის ქარდზე თოფურიას წონაში დროებითი საჩემპიონო ბრძოლა ჩანიშნა, სადაც ერთმანეთს პადი პიმბლეტი და ჯასტინ გეიჯი შეხვდებიან. ამ ბრძოლაში გამარჯვებული 2026 წლის გაზაფხულზე ილია თოფურიას წინააღმდეგ იბრძოლებს.
ილია თოფურია წერს, რომ გადაწყვეტილება ადვილი მისაღები არ იყო და ის ახლა თავის სიმართლეს სასამართლოში დაამტკიცებს:
“ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მივიღე რთული გადაწყვეტილება, დროებით შემეწყვიტა ჩემი ტიტულის დაცვა. ეს არ იყო გადაწყვეტილება, რომელიც მსუბუქად მივიღე. თუმცა, როდესაც წარმოიქმნება გარემოებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის შენს პირად მთლიანობას, შენს ოჯახსა და რეპუტაციას, დგება მომენტი, როდესაც ამას უნდა დაუპირსპირდე.
ბოლო თვეების განმავლობაში, მე გავხდი მძიმე და მიუღებელი ზეწოლის მსხვერპლი, მათ შორის, ოჯახში ძალადობის შესახებ ცრუ ბრალდებების გავრცელების მუქარით, თუ ფინანსური მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა. ეს ბრალდებები სრულიად უსაფუძვლოა. ყველა შესაბამისი მტკიცებულება ფრთხილად იყო შენახული და დოკუმენტირებული, მათ შორის აუდიოჩანაწერები, წერილობითი კომუნიკაციები, მოწმეთა ჩვენებები და ვიდეომასალა.
ეს მტკიცებულებები წარედგინა შესაბამის სასამართლო ორგანოებს, რათა აღძრულიყო სამართლებრივი ქმედებები გამოძალვის მცდელობის, მტკიცებულებების გაყალბების, თანხებისა და პირადი ქონების უკანონო მითვისების და მრავალჯერადი მუქარის ბრალდებით. დუმილის შესახებ ჩემი თავდაპირველი გადაწყვეტილება მხოლოდ ჩემი შვილების დასაცავად მივიღე, რომლებიც ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. თუმცა, მივხვდი, რომ ამ ვითარებაში დუმილი სიმართლეს არ იცავს – ის ცრუ ნარატივებს საშუალებას აძლევს, გაბატონდეს. ბევრ ადამიანს მსგავსი სიტუაცია შეექმნა და სასამართლო სისტემამ არაერთხელ დააზუსტა ფაქტები.
დღეს მე არა მხოლოდ ჩემი ოჯახისა და საკუთარი თავისთვის ვდგავარ წინ, არამედ იმის საჩვენებლადაც, რომ არავინ უნდა იყოს იძულებული, დაემორჩილოს დაშინებას, მანიპულირებას ან შიშს. მათ, ვინც მიცნობს, შეუძლიათ დაადასტურონ, რომ არასდროს მიმიღია მონაწილეობა რაიმე სახის ძალადობაში და რომ ჩემი ცხოვრება და კარიერა ყოველთვის დისციპლინით, პატივისცემითა და პატიოსნებით იყო განპირობებული.
მე სრული ნდობა მაქვს სასამართლო პროცესის მიმართ და საშუალებას მივცემ სასამართლო სისტემას, ფაქტები მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაადგინოს. ჩემი შვილებისა და მიმდინარე სასამართლო პროცესების პატივისცემის გამო, აღარ გავაკეთებ შემდგომ საჯარო განცხადებებს. პატივისცემით გთხოვთ, თავი აარიდოთ სპეკულაციებს და პატივი სცეთ ჩემი ოჯახის პირად ცხოვრებას ამ მგრძნობიარე დროს. სიმართლეს არ სჭირდება ხმამაღალი არგუმენტები – მას ფაქტები სჭირდება.” – წერს UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონი – ილია თოფურია.
UFC-ის შესახებ უახლეს სიახლეებს შეგიძლიათ Setanta Sport-ის ინსტაგრამ გვერდის მეშვეობით გაეცნოთ.
ჭიკაძე vs ვალიეხოსი – უყურე UFC Vegas 112-ს setantasports.com-ზე 05:00 სთ-დან.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.