ქართველმა მებრძოლმა, ელენე ლოლაძემ ბანგკოგში მიმდინარე ONE Championship-ის ღონისძიებაზე ფილიპინელი სარა მაჰმუდის წინააღმდეგ იბრძოლა და მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.
გამოიყენეთ ახალი პრომო კოდები და მიიღეთ ფასდაკლება setantasports.com-ზე, როგორც თვის, ასევე წლის გამოწერაზე.
NEWS26 და YEAR26 – ორივე პრომო კოდის გამოყენებისას 30 %-იან ფასდაკლებას მიიღებთ.
NEWS26 – თვის გამოწერა
YEAR26 – წლის გამოწერა
აღსანიშნავია, რომ ელენე ლოლაძე გახდა პირველი ქართველი მებრძოლი საქართველოდან, რომელმაც ONE-ის ორგანიზაციაში MMA-ის წესებით იბრძოლა და გამარჯვება მოიპოვა.
ლოლაძემ ფილიპინელი მეტოქის წინააღმდეგ დომინანტური ბრძოლა ჩაატარა – პირველ რაუნდში ელენე კლინჩში ბრწყინვალედ მუშაობდა და მეტოქეს რამდენიმე მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა, მეორე რაუნდში ლოლაძემ უმაღლესი დონის გრეპლინგი გვაჩვენა და ახლოს იყო საბმიშენით გამარჯვებასთან, თუმცა სულ ცოტა დააკლდა. მესამე რაუნდში უკვე დაზიანებულმა სარა მაჰმუდმა ელენეს ვერაფერი დაუპირისპირა – ქართველმა ბრძოლა მიწაზე გადაიყვანა და რაუნდი დამაჯერებლად მოიგო.
ელენე ლოლაძე გამორჩეული ქართველი მებრძოლია, რომელიც ტაილანდში ვარჯიშობს და მოაი-ტაიში დაუმარცხებელია, ის 14 მარტს თბილისის სპორტის სასახლეში – RKENA 2-ის ივენთზე იბრძოლებს. RKENA 2-ზე ლოლაძის მეტოქე ეგვიპტელი ემან ბარაკა იქნება.
14 მარტი – RKENA 2 – მოინიშნე, თარიღი!
ბილეთების შეძენა გულშემატკივრებს ამ ბმულზე შეეძლებათ.