სარჩევი
დვალიშვილი vs ომალი 2 - მერაბის ქამრის დაცვა | Setanta Sports

დვალიშვილი vs ომალი 2 – UFC-ის ქართველი ჩემპიონი ქამარს ნაცნობ მეტოქესთან დაიცავს. მერაბ დვალიშვილი ამჟამად სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი და Pound-for-Pound რეიტინგის მე-4 ნომერია.

შონ ომალი ძლიერი მოწინააღმდეგეა, თუმცა ქართველმა მანქანამ ერთხელ უკვე დაამტკიცა მასთან უპირატესობა ბრძოლაში, რომელშიც დვალიშვილმა UFC-ის საჩემპიონო ქამარი მოიპოვა.

საინტერესოა, რომ UFC 316-ზე სუპერმსუბუქი წონის ერთბაშად ორ საჩემპიონო ბრძოლას ვნახავთ. მეინ ქარდზე ურთიერთობას პენია და ჰაირსონიც გაარკვვენ.

დვალიშვილი vs ომალი 2 – პირდაპირი რეპორტაჟი

უყურეთ UFC 316-ის ღონისძიებას, მათ შორის მთავარ ბრძოლას – ქართველი ჩემპიონის, მერაბ დვალიშვილისა და შონ ომალის რემატჩს – მხოლოდ setantasports.com -ზე.

UFC 316-ის ლაივი ჩვენს პლატფორმაზე, 8 ივნისს, 04:00 საათიდან დაიწყება. მეინ ქარდი კი სტარტს 06:00-დან აიღებს.

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.

ასევე, შეგიძლიათ, პრომოკოდი JJ25 გამოიყენოთ. ეს პრომო განკუთვნილია ერთი თვის შეძენის მსურველებისთვის, რომლებიც მეორე თვის გამოწერას უფასოდ მიიღებენ.

დვალიშვილი vs ომალი – UFC 316

მერაბ დვალიშვილისთვის ეს საჩემპიონო ქამრის მეორე დაცვა იქნება. იანვარში ქართველმა მანქანამ უმარ ნუმაგომედოვი დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონის ქამარი წარმატებით დაიცვა.

UFC 311-მდე იყო UFC 306, სადაც მერაბ დვალიშვილმა შონ ომალი დაამარცხა, ქამარი და საჩემპიონო რეგალია ერთად წაართვა.

დვალიშვილი vs ომალი – პირველი დაპირისპირება 5 რაუნდს გაგრძელდა. მსაჯების საბოლოო გადაწყვეტილება კი ასეთი იყო: 49-46, 48-47, 48-47 დვალიშვილის სასარგებლოდ.

თუკი მერაბისა და შონის გზები პირველად ნევადაში გადაიკვეთა, ამჯერად დვალიშვილი vs ომალი ნევარკში, ნიუ ჯერსიში შედგება.

ეს ქართული ერაა

დიდი ალბათობით, Setanta Sports-ის გუნდის მიერ შექმნილი ეს შედევრი უკვე შეგხვდებოდათ, თუმცა თუ ვინმეს მისი ნახვის სიამოვნება ჯერ კიდევ წინ გაქვთ, ინებეთ.

დვალიშვილი vs ომალი 2 – მედია დღე

მერაბის ბრძოლამდე თავი შეგიძლიათ ჩვენი გუნდის მიერ მომზადებული კონტენტით შეიქციოთ, რომელსაც FightNightGeorgia-ს Youtube არხზე ნახავთ.