ენტონი ერნანდესმა რომან დოლიძე დაამარცხა. UFC Vegas 109-ის მთავარ ორთაბრძოლაში გამარჯვების შემდეგ ამერიკელის წაუგებელი სერია გრძელდება, რომელმაც სათავე 2020 წელს აიღო.
საშუალო წონის მე-9 და მე-10 ნომრების დაპირისპირებამ დიდი ინტერესი გამოიწვია. ორივე მებრძოლისთვის ეს ჩხუბი ტიტულისკენ პოტენციურ სავალ გზაზე გარდამტეხი იყო.
წყვილში ფავორიტად ერნანდესი მიიჩნეოდა, თუმცა დოლიძეს აქამდე აუთსაიდერის რანგში 7 ბრძოლიდან კარიერაში 5 მოეგო, თუმცა ამჯერად დოლიძე ერნანდესთან დამარცხდა.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.
დოლიძე – ერნანდესი UFC Vegas 109
რომანის კუთხეში UFC-ის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილიც იყო. ქართველი მანქანა თანამემამულეს დარიგებებს აქტიურად აძლევდა.
თავიდან, ფლაფიმ ჭიდაობა სცადა, თუმცა დოლიძემ პარტერზე უარი თქვა. ქართველმა მეტოქეს იდაყვით კარგი დარტყმა გაუტარა.
მალევე ბრძოლა გალიის ზედაპირზე გადავიდა, მებრძოლები სტრატეგიულ დომინაციას ცდილობდნენ. ამ მონაკვეთში იდაყვით საპასუხო დარტყმა დოლიძეს ერნანდესმაც შესთავაზა.
შემდეგ გრეპლინგში ფეხის აღება დოლიძემ სცადა, თუმცა ფლაფიმ თავი გაითვისუფლა. სტრატეგიულ დარტყმებში პირველი რაუნდიც დასრულდა, სადაც ფლაფის სასარგებლოდ სტაბილური ლოუ ქიქები მეტყველებდა.
პირველ რაუნდში ფლაფის 22 მნიშვნელოვანი დარტყმა ჰქონდა, დოლიძის 14-ის წინააღმდეგ.
მეორე რაუნდში მებრძოლებმა დარტყმები გაცვალეს. დოლიძე სტრაიკინგიდან გრეპლინგზე გადასვლას ცდილობდა, რადგან დგომში უფრო კომფორტულად ერნანდესი გამოიყურებოდა.
მეორე რაუნდი უფრო თანაბარი იყო, თუმცა ბოლო წუთზე ერნანდესმა გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა და რაუნდი პირწმინდად მოიგო. რაუნდის ბოლოს ფლაფის ეგონა, რომ ბრძოლა მოიგო, თუმცა ერნანდესის ზეიმი იმ მომენტში ნაადრევი აღმოჩნდა.
მესამე რაუნდიც ერნანდესმა წაიღო. ბრძოლა როგორც ტექნიკურად ასევე სტრატეგიულად ფლაფის კარნახით მიდიოდა. მე-2 რაუნდის ბოლოს მიღებულმა მძლავრმა დარტყმებმა ბრძოლის დარჩენილ ნაწილში რომანის პერფორმანსზე იმოქმედა.
ნათელი იყო, რომ რომანს მხოლოდ ფინიში თუ ეყოფოდა, თუმცა მე-4 რაუნდში, საბმიშენით, ფლაფი ერნანდესმა ბრძოლა ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა და საბოლოოდ, დოლიძე ერნანდესთან დამარცხდა.
“საუკეთესო გამარჯვება ენტონი ერნანდესის კარიერაში” – ბრძოლის შემდეგ ამგვარი იყო მინდია წიკლაურის შეფასება.