სირილ განის სახლი მისი ბრძოლის დროს გაძარცვეს

სირილ განის სახლი მისი ბრძოლის დროს გაძარცვეს | Setanta Sports

პარიზში სირილ განი გაძარცვეს. შემთხვევა ზუსტად იმ დროს მოხდა, როდესაც 33 წლის მებრძოლი ოქტაგონს სერგეი სპივაკთან იყოფდა.

მართალია, სირილ განმა სერგეი სპივაკი დაამარცხა და MMA-ის კარიერაში მე-12, ხოლო UFC-ში მე-9 გამარჯვება მოიპოვა, თუმცა საზეიმო განწყობა მალევე გაუფუჭდა. მიზეზი მის სახლში მომხდარი ძარცვაა.

პარიზის აღმოსავლეთ ნაწილში, ნოჟო სურ მარნის უბანში მძარცველი კვირას გამთენიისას შეიჭრა.

ამ დრომდე დაუდგენელმა პირმა, განის სახლიდან ძვირადღირებული საათი და ძვირფასეულობა მოიპარა. ზარალი 150 000 ევროს შეადგენს.

როგორც სამართალდამცველები აცხადებენ, მძარცველი UFC-ის მებრძოლის საცხოვრებელ სახლში ადგილობრივი დროით, 7:30-ზე, წინა კარიდან შევიდა.

განს მომხდარზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

Bon Gamin-ის მეტსახელით ცნობილმა მებრძოლმა, რაც თარგმანში კარგ ბავშვს ნიშნავს, სპივაკი მეორე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.

ამ გამარჯვებით, განმა მოგებათა სერია განაახლა. მანამდე ფრანგმა მიჯრით ორი სატიტულო ბრძოლა ფრენსის ნგანუსა და ჯონ ჯონსთან დათმო.

ცნობილი სპორტსმენების ძარცვა ცნობილი მეთოდით

ცნობილი სპორტსმენების საცხოვრებლებში ძარცვა, მაშინ, როდესაც მათ ლაივში მილიონობით მაყურებელი თვალს ადევნებს, პრაქტიკაში ხშირია.

მაგალითად, უეინ რუნი 2016 წელს, ჩეშირში, მაშინ გაძარცვეს, როდესაც ინგლისელი საკუთარ გამოსათხოვარ მატჩს თამაშობდა.

სტივენ ჯერარდის სახლმაც იდენტური ბედი გაიზიარა 2007 წელს. ლივერპულის ლეგენდა ჩემპიონთა ლიგის მატჩს ატარებდა, შინ მყოფი მისი მეუღლე ალექსი კი მძარცველებს დაუპირისპირდა.

შერეული საბრძოლო ხელოვნების სამყაროში დაახლოებით ასეთი ამბავი ჰაისამ რიდას შეემთხვა. ჯიუ ჯიცუს სპეციალისტის ავტომობილი მაშინ გატეხეს, როდესაც მას ეძინა.

დირკ კაიტი; ჯერმეინ პენანტი; პეპე რეინა; რობი კინი; პიტერ კრაუჩი ორჯერ; რომელუ ლუკაკუ; ლუკას ლეივა; ფილ ჯაგიელკა; დანიელ აგერი; იერჟი დუდეკი; ანხელ დი მარია; ემილ ჰესკი; დელე ალი; რაჰიმ სტერლინგი; გაბრიელ მაგალიაესი; პიერ-ემერიკ ობამეიანგი; ჟოაუ კანსელუ; სეად კოლაზინაჩი; ვინს კარტერი; პოლ ჯორჯი და ბევრი სხვა – ისინი მძარცველების მსხვერპლი მაშინ გახდნენ, როდესაც მათ პროფესიულ მოვალეობას სპორტულ ასპარეზზე ასრულებდნენ.

უყურე UFC-ის setantasports.com-ზე

უახლოესი ივენთი, 10 სექტემბერს გელით. მთავარი ბრძოლა ისრაელ ადესანია vs შონ სტრიკლენდის წინააღმდეგ იქნება.

შეთავაზება setantasports.com-ზე პრომოკოდი PASS30 და HOT30

setantasports.com-ზე წლიური გამოწერის მსურველებისთვის საუკეთესო დროა. OTT პლატფორმაზე რეგისტრაციისას, ან გამოწერის პაკეტის განახლებისას ფასდაკლების მისაღებად საჭიროა გამოიყენოთ პრომოკოდი PASS30.

ამ შემთხვევაში მსოფლიო სპორტის უმაღლესი დონის კონტენტზე წვდომას მაყურებელი 129 ლარის ნაცვლად 90 ლარად შეძლებს.

ასევე, თვიური გამოწერის მსურველებს, შეგიძლიათ გამოიყენოთ პრომოკოდი HOT30 და მიიღოთ 30 %-იანი ფასდაკლება ერთთვიან გამოწერაზე.

ავტორის შესახებ
Picture of ირაკლი იმედაძე
ირაკლი იმედაძე
მე სპორტული ჟურნალისტი, სცენარისტი და ფეხბურთის კომენტატორი ვარ. ხუთი წელია, Setanta Sports-ისა და ჩემი გზები დაკავშირებულია. შეხედულება, უფრო მეტიც, აქსიომა, რომ სპორტი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური აქტივობა ან მსგავსი რამ, თავიდან ბოლომდე მრთავს ამ ინდუსტრიაში და ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. ვარ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ახლო აღმოსავლეთის კონცენტრაციით. ვფიქრობ, ორიენტალისტიკა სპორტის ლაბირინთებში ორიენტირებაში ძალიან მეხმარება.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე