ვილიარეალი vs მანჩესტერ სიტი – ჩემპიონთა ლიგის ფაზის მესამე ტურში ყვითელი წყალქვეშა ნავი მანჩესტერ სიტის უმასპინძლებს.
ესპანური გუნდი ლიგის ფაზის ორი ტურის შემდეგ 36-გუნდიან სატურნირო ცხრილში 26-ე ადგილზეა და მხოლოდ 1 ქულა აქვს, ამავე დროს, მანჩესტერ სიტი 4 ქულით მე-8 ადგილს იკავებს.
ტოტენჰემთან განცდილი მინიმალური ანგარიშით მარცხის შემდეგ (0:1) ვილიარეალმა დრამატულ და სანახაობრივ მატჩში იუვენტუსის წინააღმდეგ ქულა ბოლო წუთზე მოიპოვა (2:2). ამ მატჩში ვიხილეთ მიქაუტაძის პირველი ჩემპიონთა ლიგური გოლიც.
ვილიარეალი vs მანჩესტერ სიტი – როგორ ვუყუროთ
ჩემპიონთა ლიგის ფაზის ყურება ქართველ მაყურებელს Setanta Sport-ის არხებსა და setantasports.com-ის პლატფორმაზე შეუძლია.
მიქაუტაძის თამაშის პირდაპირი ეთერი 21 ოქტომბერს, 23:00-ზე Setanta Sport 2-სა და setantasports.com-ის პლატფორმაზე დაიწყება.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.
მიქაუტაძე მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ
ქართველი თავდამსხმელი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე თავის სადებიუტო სეზონს ატარებს. პირველ ორ შემთხვევაში ვილიარეალს ურთულესი მეტოქეები ჰყავდა (ტოტენჰემი და იუვენტუსი) და იგივე იქნება ახლაც.
გიორგი მიქაუტაძემ ტოტენჰემთან და იუვენტუსთან გამართული მატჩები სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო. ლონდონში ვერა, თუმცა ესტადიო დე ლა კერამიკაზე იუვენტუსის წინააღმდეგ ქართველმა გოლის გატანა მოახერხა.
სიტი ტოტენჰემის შემდეგ მეორე ინგლისური გუნდი იქნება, ვის წინააღმდეგაც მიქაუტაძე ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. აქამდე ჟორჟს სიტის წინააღმდეგ არასდროს უთამაშია.
ფაქტია, ქართველი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს, თუმცა ჟორჟმა უკვე დაამტკიცა, რომ ნებისმიერ მეტოქესთან შეუძლია თავის გამოჩენა.
ვილიარეალი vs მანჩესტერ სიტი – საინტერესო ფაქტები
- ვილიარეალი და მანჩესტერ სიტი ჩემპიონთა ლიგაზე ერთმანეთს ბოლოს 2011 წელს ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ, მაშინ ქალაქელებმა ყვითლები ორივე მატჩში დაამარცხეს (2-1 სახლში და 3:0 სტუმრად).
- მანჩესტერ სიტიმ ესპანეთში გამართულ ბოლო 14 გასვლით მატჩში ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ 4 მოგება აქვს (29% – 3 ფრე და 7 წაგება). მხოლოდ ფრანგულ კლუბებთან გასვლით მატჩებში აქვთ ქალაქელებს უარესი შედეგი (25% – 2 ფრე, 8 წაგება).
- პეპ გვარდიოლას ვილიარეალის წინააღმდეგ სამწვრთნელო კარიერაში არასდროს წაუგია, 8 თამაშში 5 მოგება და 3 ფრე. ესპანური გუნდები, ვისთანაც პეპს უფრო დიდი წაუგებელი სერია აქვს ატლეტიკ ბილბაო (14) და ვალენსია (10) არიან.
- მარსელინიოს და გვარდიოლას სამწვრთნელო დუელო ბოლოს 2011 წელს (ბარსელონა – ვილიარეალი) შედგა და მაშინ მატჩი ნულოვანი ფრით დასრულდა.
- ვილიარეალი ჩემპიონთა ლიგის ახალ სეზონში კვლავ თავისი პირველი გამარჯვების ძიებაშია (1 ფრე და 1 წაგება), აქამდე ამაზე ცუდი სტარტი ყვითლებს მხოლოდ 2011-12 წლების სეზონში ჰქონდათ ჩემპიონთა ლიგაზე, როცა სასტარტო ორივე მატჩი დათმეს.
- ბურთის ფლობის საშუალო მაჩვენებლით მანჩესტერ სიტიმ ლიგის ფაზის სასტარტო ორივე ტურში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა (73.8% ნაპოლის წინააღმდეგ და 71.3% მონაკოს წინააღმდეგ). ამ დროს, ვილიარეალი იგივე მაჩვენებლით 29-ე ადგილზეა 36 გუნდიდან საშუალოდ 43.1% ბურთის ფლობის მაჩვენებლით.
- მანჩესტერ სიტის ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში მეტოქის ნახევარზე 1092 გადაცემა აქვს გაკეთებული, მეტი ვიდრე ნებისმიერ სხვა გუნდს. ზუსტი გადაცემების 74% მეტოქის ნახევარზე გაკეთდა, რაც ჩემპიონთა ლიგის 2002/03 წლების სეზონის შემდეგ სარეკორდო მაჩვენებელია.
- სიტის თავდამსხმელს, ერლინგ ჰალანდს ესპანური გუნდების წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ ბოლო 8 თამაშში 8 გოლი აქვს გატანილი.
- ვილიარეალის ნახევარმცველმა, ნიკოლა პეპემ ჩემპიონთა ლიგის სასტარტო ორ შეხვედრაში 7 საგოლე მომენტი შექმნა, ორჯერ მეტი, ვიდრე ყვითელი წყალქვეშა ნავის სხვა მოთამაშემ (3 – ილიას ახომაჩი). ამ შედეგით პეპე იმ 6 ფეხბურთელშია, რომელმაც ამ სეზონში 5-ზე მეტი მომენტი შექმნეს ღია თამაშიდან და განახორციელეს 5-ზე მეტი დრიბლინგი.
ვილიარეალი vs მანჩესტერ სიტი – სავარაუდო შემადგენლობები
ვილიარეალი: ტენასი, მოურინო, მარინი, ვეიგა, კარდონა, მოლეირო, გეი, პარტი, ბუჩანანი, მიქაუტაძე, პეპე
მანჩესტერ სიტი: დონარუმა, ო’რაილი, გვარდიოლი, დიასი, ნუნეში, ნიკო, დოკუ, ფოდენი, რეინდერსი, ბერნანდო სილვა, ჰალანდი