ჯანლუკა ვიალის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ქიმიოთერაპიის კურსს ლონდონში გადის. ვიალის ძმამ და 87 წლის დედამ ინგლისში ჩააკითხეს.
იტალიელს პანკრეასის სიმსივნე 2017 წელს დაუდგინეს. ხელახალი დიაგნოზი გასულ წელს დაუსვეს, რის გამოც იტალიის ნაკრები დატოვა. ვიალი ევრო 2020-ზე (რომელიც 2021 წელს ჩატარდა) რობერტო მანჩინის ასისტენტი იყო და საკუთარი წვლილიც შეიტანა იტალიის ჩემპიონობაში.
ჩელსის ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი, უკვე 20 წელია სამხრეთ-დასავლეთ ლონდონში ცხოვრობს. მის მდგომარეობას გამოეხმაურა ჩელსის ყოფილი კაპიტანი ჯონ ტერი, – “ჯანლუკა, გიგზავნი ჩემს სიყვარულსა და საუკეთესო სურვილებს, – დაწერა ტერიმ ტვიტერზე და სამადლობელი სიტყვაც არ დაივიწყა – ეს არის კაცი, რომელიც მენდო და დებიუტის საშუალება მომცა“.
ვიალის ჯანმრთელობის მდგომარეობას ასევე გამოეხმაურა ანტონიო კაბრინი, – “ჯანლუკა, როცა გაზეთებიდან გავიგე, რომ ნაკრები დატოვე გული ძალიან დამწყდა, ვიცი, რომ ამ ნაბიჯს მხოლოდ უკიდურეს სიტუაციაში გადადგამდი. შენი ახლანდელი მეტოქე ბინძურად თამაშობს, მას ბურთთან საქმე არ აქვს და მხოლოდ ტკივილს გაყენებს, ვიცი, რომ ამ ბრძოლასაც მოიგებ. ჯანმღთელობას გისურვებ მეგობარო!” – დაწერა კაბრინიმ.
ვილიამ ჩემპიონთა ლიგის ფინალი სამპდორიასთან ერთად ითამაშა და დამარცხდა. მოგვიანებით ლიგის მოგება იუვენტუსთან ერთად შეძლო, შემდეგ კი ჩელსიში გადავიდა.