უკრაინა vs საქართველო – ერთა ლიგის მესამე ტურს ვილი სანიოლის გუნდი 6 ქულით ხვდება, სერჰიი რებროვის გუნდი კი – უქულოდ. მატჩი პოზნანში თბილისის დროით 22:45 დაიწყება.
უკრაინა vs საქართველო – ერთა ლიგა
B ლიგის A ჯგუფს საქართველო 6 ქულით ლიდერობს, უკრაინას კი ჯერჯერობით ორი მატჩის შემდეგ ორი მარცხი აქვს.
სატურნირო მდგომარეობა ორი ტურის შემდეგ ასე გამოიყურება:
1. საქართველო | 5-1 | 6 ქულა |
2. ალბანეთი | 2-2 | 3 ქულა |
3. ჩეხეთი | 4-6 | 3 ქულა |
4. უკრაინა | 3-5 | 0 ქულა |
ჯგუფის მეორე შეხვედრაში, რომელიც პარალელურად დაიწყება, ჩეხეთი ალბანეთს პრაღაში მასპინძლობს. ცხადია, იმ მატჩი საქართველოს ნაკრებს ფრე მისცემს ხელს.
ერთა ლიგა – ცხრილი
ამ ცხრილში ერთა ლიგის ერთიანი მაჩვენებლებია. დაარსების დღიდან, საერთო, არაოფიციალურ ცხრილს საქართველო ლიდერობს.
საინტერესოა, რომ საქართველოს ნაკრები გამორჩეულ მაჩვენებელს უშუალოდ 2024/25 წლების სეზონის ტურნირზეც ინარჩუნებს და ტოპ 5 გუნდშია.
ერთა ლიგის ყველა დროის ცხრილი კი ასე გამოიყურება:
# | გუნდი | მატჩი | მოგება | ფრე | წაგება | ბურთების სხვაობა | ქულა |
---|---|---|---|---|---|---|---|
1 | საქართველო | 20 | 13 | 6 | 1 | 27 | 45 |
2 | საბერძნეთი | 21 | 14 | 3 | 4 | 18 | 45 |
3 | პორტუგალია | 20 | 13 | 4 | 3 | 23 | 43 |
4 | ნიდერლანდები | 22 | 12 | 5 | 5 | 16 | 41 |
5 | იტალია | 23 | 11 | 8 | 4 | 9 | 41 |
6 | ნორვეგია | 21 | 12 | 4 | 5 | 14 | 40 |
7 | საფრანგეთი | 21 | 12 | 4 | 5 | 10 | 40 |
8 | ესპანეთი | 22 | 11 | 6 | 5 | 22 | 39 |
9 | ჩრდილოეთ მაკედონია | 21 | 11 | 5 | 5 | 15 | 38 |
10 | ბელგია | 21 | 12 | 2 | 7 | 14 | 38 |
11 | დანია | 18 | 11 | 3 | 4 | 12 | 36 |
12 | სერბეთი | 20 | 9 | 7 | 4 | 15 | 34 |
13 | რუმინეთი | 20 | 9 | 6 | 5 | 7 | 33 |
14 | შოტლანდია | 18 | 10 | 2 | 6 | 11 | 32 |
15 | ბელარუსი | 21 | 8 | 8 | 5 | 9 | 32 |
16 | უნგრეთი | 20 | 9 | 5 | 6 | 4 | 32 |
17 | ფინეთი | 21 | 10 | 2 | 9 | 0 | 32 |
18 | კოსოვო | 20 | 9 | 4 | 7 | 15 | 31 |
19 | ლუქსემბურგი | 20 | 9 | 4 | 7 | 8 | 31 |
20 | მოლდოვა | 20 | 8 | 5 | 7 | -3 | 29 |
21 | ავსტრია | 19 | 8 | 4 | 7 | 3 | 28 |
22 | სომხეთი | 21 | 8 | 4 | 9 | -3 | 28 |
23 | მონტენეგრო | 20 | 8 | 3 | 9 | 6 | 27 |
24 | უელსი | 18 | 8 | 3 | 7 | 3 | 27 |
25 | ლატვია | 21 | 6 | 9 | 6 | 2 | 27 |
26 | სლოვენია | 21 | 6 | 9 | 6 | 0 | 27 |
27 | ინგლისი | 21 | 7 | 6 | 8 | -1 | 27 |
28 | ფარერის კუნძულები | 21 | 6 | 9 | 6 | -5 | 27 |
29 | ხორვატია | 20 | 8 | 3 | 9 | -9 | 27 |
30 | თურქეთი | 18 | 7 | 5 | 6 | 10 | 26 |
31 | ბულგარეთი | 20 | 6 | 8 | 6 | 0 | 26 |
32 | აზერბაიჯანი | 21 | 6 | 8 | 7 | -2 | 26 |
33 | უკრაინა | 18 | 8 | 2 | 8 | -4 | 26 |
34 | შვეიცარია | 20 | 7 | 4 | 9 | 0 | 25 |
35 | ჩეხეთი | 18 | 8 | 1 | 9 | -6 | 25 |
36 | ბოსნია-ჰერცეგოვინა | 18 | 6 | 6 | 6 | -7 | 24 |
37 | ყაზახეთი | 21 | 6 | 6 | 9 | -8 | 24 |
38 | გერმანია | 18 | 4 | 10 | 4 | 0 | 22 |
39 | ისრაელი | 17 | 6 | 4 | 7 | -3 | 22 |
40 | მალტა | 18 | 5 | 6 | 7 | -7 | 21 |
41 | სლოვაკეთი | 18 | 6 | 2 | 10 | -3 | 20 |
42 | შვედეთი | 18 | 6 | 2 | 10 | -5 | 20 |
43 | ესტონეთი | 18 | 5 | 4 | 9 | -4 | 19 |
44 | ალბანეთი | 16 | 5 | 4 | 7 | -5 | 19 |
45 | პოლონეთი | 18 | 5 | 4 | 9 | -8 | 19 |
46 | გიბრალტარი | 18 | 5 | 4 | 9 | -22 | 19 |
47 | კვიპროსი | 20 | 4 | 5 | 11 | -23 | 17 |
48 | ოკუპანტი რუსეთი | 10 | 4 | 3 | 3 | -2 | 15 |
49 | ირლანდია | 19 | 3 | 6 | 10 | -9 | 15 |
50 | ანდორა | 20 | 2 | 8 | 10 | -21 | 14 |
51 | ჩრდილოეთ ირლანდია | 18 | 2 | 4 | 12 | -14 | 10 |
52 | ლიხტენშტაინი | 18 | 2 | 4 | 12 | -15 | 10 |
53 | ლიეტუვა | 20 | 2 | 3 | 15 | -30 | 9 |
54 | ისლანდია | 16 | 1 | 4 | 11 | -26 | 7 |
55 | სან მარინო | 16 | 1 | 2 | 13 | -28 | 5 |
უკრაინა vs საქართველო – სავარაუდო შემადგენლობა
უკრაინა მატჩს დიდი დანაკლისით ხვდება. წინა შეკრებაზე მყოფი ფეხბურთელებიდან 9 მოთამაშე სერჰიი რებროვს სხვადასხვა მიზეზით ვერ ეხმარება.
უმეტესწილად დანაკლისი ტრავმება განაპირობა. თუმცა მაგალითად, რეალის მეკარე ლუნინის შემთხვევაში, ესპანური პრეს წერდა, რომ მეკარეს ვირუსი ან ტრავმა სულაც არ აწუხებდა და სანაკრებო ფანჯარა კლუბში პოზიციების გასამყარებლად გამოიყენა.
რებროვს დღეს ზინჩენკო, სტეპანენკო, მიკოლენკო, ციგანკოვი, იარმოლენკო, ლუნინი, პიხალიონოკი და ბრაჟკო არ ეყოლება.
უკრაინა: 4-3-3 ბურთით, 4-5-1 უბურთოდ.
ტრუბინი – კონოპლია, ზაბარნი, მატვიენკო, მიხაილიჩენკო – კალიუჟნი, სუდაკოვი, შაპარენკო – ჰუცულიაკი, მუდრიკი, დოვბიკი.
საქართველო: 3-4-2-1 ბურთით, 5-3-2 უბურთოდ.
მამარდაშვილი – კაკაბაძე, კვერკველია, კაშია, დვალი, წიტაიშვილი – ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე – კვარაცხელია, ზივზივაძე.
უკრაინა vs საქართველო – ურთიერთშეხვედრები
საქართველოსთვის უკრაინა უხერხული მეტოქეა. უარესი სტატისტიკა, ჯვაროსნებს მხოლოდ ირლანდიასთან აქვთ.
თუმცა დღეს განსხვავებული ვითარებაა, რიგი მიზეზების გამო ფავორიტი წყვილში ვილი სანიოლის გუნდია.
ცხადია, მათგან უპირველესი არასაფეხბურთო მიზეზია. ოკუპანტი რუსეთი ღია და ფართოსშტაბიან ომს უკრაინის ტერიტორიაზე განაგრძობს. ცხადია, ომის ფაქტორი ერთ-ერთი გადამწყვეტია, სერჰიი რებროვის გუნდის უფორმობაში.
რუსული ღია აგრესია საქართველომაც გამოსცადა. ბოლოს ეს 2008 წლის 7 აგვისტოს დაწყებულ ომში მოხდა, ახლა კი ჩვენი ქვეყანა რუსული რბილი ძალის სამიზნეა.
რუსეთის ოკუპაცია და აგრესიაგამოცდილი ორი ქვეყნის მატჩში, ცხადია, ეს ერთ-ერთი ყურადღება მისაქცევი ფაქტორია. შესაბამისია განწყობა გულშემატკივრებშიც.
მაგალითად გოჩა თანდარაშვილის კომენტარი შეგვიძლია მოვიშველიოთ უკრაინული ტრიბუნასთვის.
“ვფიქრობ, ქართველი და უკრაინელი გულშემატკივრები უნისოში, ერთიან გზავნილად, მოკითხვას გაუგზავნიან მას ვისაც ეს ეკუთვნის”.
თუ არ გახსოვთ, შეგახსენებთ, რომ ასეთი ერთ-ერთი გზავნილი, პირდაპირ რუსეთის პირველი არხის პირდაპირ ეთერთშიც მოხვდა. მოკითხვა ქართველი გულშემატკივრებისგან, თანაც პირდაპირ ევროპის ჩემპიონატიდან.
ურთიერთშეხვედრებს რომ მივუბრუნდეთ, 9 მატჩიდან 3 დასრულდა ფრედ, 6-ში უკრაინამ გაიმარჯვა.
სეზონი | ტურნირი | თარიღი | მასპინძელი | ანგარიში | სტუმარი |
---|---|---|---|---|---|
24/25 | UEFA Nations League B | 16.11.2024 | საქართველო | უკრაინა | |
24/25 | UEFA Nations League B | 11.10.2024 | უკრაინა | საქართველო | |
14/15 | საერთაშორისო ამხანაგური მატჩები | 09.06.2015 | უკრაინა | 2:1 | საქართველო |
07/08 | ევროპის შესარჩევი | 08.09.2007 | საქართველო | 1:1 | უკრაინა |
07/08 | ევროპის შესარჩევი | 06.09.2006 | უკრაინა | 3:2 | საქართველო |
04/05 | მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი (ევროპა) | 03.09.2005 | საქართველო | 1:1 | უკრაინა |
04/05 | მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი (ევროპა) | 13.10.2004 | უკრაინა | 2:0 | საქართველო |
01/02 | საერთაშორისო ამხანაგური მატჩები | 17.04.2002 | უკრაინა | 2:1 | საქართველო |
00/01 | საერთაშორისო ამხანაგური მატჩები | 14.02.2001 | საქართველო | 0:0 | უკრაინა |
98/99 | საერთაშორისო ამხანაგური მატჩები | 20.03.1999 | საქართველო | 0:1 | უკრაინა |
98/99 | საერთაშორისო ამხანაგური მატჩები | 19.08.1998 | უკრაინა | 4:0 | საქართველო |
უკრაინა vs საქართველო – ქვიზი
უკრაინა vs საქართველო – პირდაპირი რეპორტაჟი
უკრაინა vs საქართველოს მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში 22:45 წუთიდან დაიწყება.