ჩემპიონთა ლიგის წილისყრასთან ერთად UEFA-მ დაასახელა ჩემპიონთა ლიგის გასული წლის საუკეთესო ფეხბურთელები და მწვრთნელები. მოულოდნელობები არ ყოფილა, საუკეთესო ფეხბურთელის კანდიდატთა შორის ლიონელ მესიც მოხვდა, მსოფლიო ჩემპიონობის დამსახურებით, თუმცა, ჯილდო ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორს ხვდა წილად.
Fair-Play-ის სპეციალური ჯილდო მიროსლავ კლოზეს გადაეცა.
კაცთა შორის საუკეთესო მწვრთნელი – პეპ გვარდიოლა;
ქალთა შორის საუკეთესო მწვრთნელი – სარინა ვიგმანი;
კაცთა შორის საუკეთესო ფეხბურთელი – ერლინგ ჰოლანდი;
ქალთა შორის საუკეთესო ფეხბურთელი – აიტანა მორნატი;