სარჩევი
UEFA - კვარა დისკვალიფიკაციის გამო ნახევარფინალს გამოტოვებს | Setanta Sports

UEFA-მ Setanta Sports-ის კითხვაზე ოფიციალური პასუხი დააბრუნა. მისი მიხედვით, ხვიჩა კვარაცხელია ფლეიოფის ნახევარფინალს დისკვალიფიკაციის გამოტოვებს.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მიღებული სამი ყვითელი ბარათი, 21 მარტს ფლეიოფის მატჩის გამოტოვებას ნიშნავს.

Dear Sir,

Indeed, in the 2024 UEFA European Football Championship, a player will be suspended during the play-off semi-final match if he has received a third caution in the qualifying round MD10 (and obviously if his team is qualified).

However, please note that it doesn’t concern the Nations Leagues matches.

Kind regards,

UEFA Media & Public Relations

ნამდვილად, 2024 წლის უეფას ევროპის ჩემპიონატზე, ფეხბურთელი დისკვალიფიცირებული იქნება, ფლეიოფის ნახევარფინალში, თუკი მან მიიღო მესამე ყვითელი ბარათი მე-10 ტურში(მე-8-ში საქართველოს შემთხვევაში). ცხადია, თუ მისი ნაკრები გავიდა ფლეიოფში.

გთხოვთ, მიიღოთ მხედველობაში, რომ ეს არ ეხება ერთა ლიგის მატჩებს.

UEFA-ს მედიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფლეიოფის ნახევარფინალში, შინ, 21 მარტს ითამაშებს. მეტოქე ან ლუქსემბურგი იქნება, ან აზერბაიჯანი.

ეს კი იმაზეა დამოკიდებული, დღეს, ყაზახეთი შეძლებს თუ არა სლოვენიის ბარიერის დაძლევას და ევროპის ჩემპიონატის საგზურის პირდაპირ მოპოვებას.

ფეხბურთის ფედერაციის განცხადება

პარალელურად, განცხადება გაავრცელა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამაც.

“როგორც მოგეხსენებათ, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად დარჩენილი ბოლო 3 საგზურიდან ერთ-ერთის მოსაპოვებლად მარტში საქართველო იბრძოლებს.

21 და 26 მარტს, გველის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის შეხვედრები და როგორც ვიცით დანამდვილებით, 21 მარტს, თბილისში, ვუმასპინძლებთ ან ლუქსემბურგს, ან აზერბაიჯანის ნაკრებს და ფინალური შეხვედრა კი 26 მარტს გველის.

23 ნოემბერს გასამართ წილისყრაზე გაირკვევა თუ რომელი ნახევარფინალის გამარჯვებული იქნება მასპინძელი ფინალურ შეხვედრაში და უნდა ვისურვოთ, რომ ფინალის მასპინძელი ჩვენი ნახევარფინალური წყვილის გამარჯვებული იყოს, რადგან ჩვენი გუნდი უფრო ძლიერია იმ გულშემატკივართან ერთად, რომელიც მას დინამო არენას ტრიბუნებიდან ამხნევებს.

სამწუხარო რეალობა გვაქვს, რომ ნახევარფინალურ მატჩში ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაგვეხმარება, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გუნდს ნებისმიერი შემთხვევაში აქვს იმის რესურსი, ნახევარფინალში გაიმარჯვოს, ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში ითამაშოს და გადამწყვეტ მატჩში უკვე ხვიჩასთან ერთად შევძლოთ იმ ოცნების ახდენა, რასაც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაში ქვია.“

დავით მუჯირი

სამწუხაროდ, ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრებს კვლავ საკვანძო მომენტში გამოაკლდება. წინა ჯერზე, ჩრდ. მაკედონიასთან კვარას კოვიდი დაუდასტურდა და დინამო არენაზე, უმაყურებლოდ გამართული მატჩი, გაუცდა.