U21 საქართველო vs სერბეთი – რამაზ სვანაძის გუნდი თურქეთში მიმდინარე შეკრებაზე მეორე ამხანაგურ მატჩს ატარებს.
ევროპის 2025 წლის 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის სამზადისის პროცესში პირველი ამხანაგური მატჩი უმცროსმა ჯვაროსნებმა ფინეთს მოუგეს.
Setanta Sports-ის პირდაპირ ეთერში მაყურებელმა რამაზ სვანაძის გუნდის ჩინებული ქამბექი იხილა. საბოლოოდ შეხვედრა საქართველო U21-ის გამარჯვებით 4-2 დასრულდა.
ეს სანაკრებო მატჩი საქართველოს მონაწილეობით, იყო პირველი, რომელიც ჩვენს ეთერში იყო. ამას გარდა, შეგახსენებთ, რომ ზაფხულში 11-28 ივნისს ევროპის U21 ჩემპიონატს სწორედ Setanta Sports-ის პირდაპირ ეთერში ნახავთ.
U21 საქართველო vs სერბეთი
ევროპის ჩემპიონატამდე ბოლო ამხანაგურ შეხვედრას საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს. თანაც ეს განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ რამაზ სვანაძემ ამ ფორმაციის გუნდი 2 წლის წინ 21-წლამდე დონეზე გადაიბარა. წინა თაობა, რომელიც ევროპის 2023 წლის ჩემპიონატზე იყო, სვანაძისა და მისი სტაფის ხელში ჯერ კიდევ 17 წლიდან იყო.
შესაბამისად, ამ შეკრებას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ევროპის ჩემპიონატამდე რიგი დეტალების დამუშავებისთვის.
რაც შეეხება უშუალოდ სერბეთთან გასამართ მატჩს, რამაზ სვანაძის გუნდი როტაციული 11-ეულით გამოდის.
ძირითად შემადგენლობაში საქართველო U21-ს ფინეთის შემდეგ ერთბაშად 7 ცვლილება აქვს.
თანდილაშვილი, რუხაძე, ოდიშვილი, გიზი და ოთო მამაგეიშვილები, მორჩილაძე და იობაშვილი – ფინეთთან მატჩი ამ ფეხბურთელებმა თადარიგიდან დაიწყეს.
მატჩი ანტალიაში, 17:00-დან დაიწყება. ამჯერად, ის ჩვენს პირდაპირ ეთერში არ იქნება. მის ლაივს ეროვნული ნაკრების გვერდზე იხილავთ.
ასაკობრივებიდან, დღესვე ითამაშებს U19 საქართველოც. ლაშა ფირცხალაიშვილის გუნდს ელიტ რაუნდიდან ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი აქვს.
*ფოტო ეროვნული ნაკრები
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.
პროცესი სასურველ ბანერზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.