U21 საქართველო vs ფინეთი Setanta Sports-ზე. რამაზ სვანაძის გუნდი 2025 წელს ამხანაგური მატჩით იწყებს. ევროპის ჩემპიონატისთვის პირველ შეკრებას საქართველო U21 თურქეთში გადის.
Setanta Sports-მა UEFA-ს ევროპის 2025 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ჩვენების უფლება მოიპოვა. ამ საპასუხისმგებლო მისიის შესრულებას ჩვენი გუნდი, მათ შორის, U21 საქართველოს ამხანაგური მატჩის პირდაპირი რეპორტაჟით იწყებს.
U21 საქართველო vs ფინეთი – პირდაპირი რეპორტაჟი
ეს ერთგვარად, ისტორიული მატჩია ჩვენთვის, რადგან საქართველოს ნაკრების ან ასაკობრივი ნაკრების მონაწილეობით ჩვენს ეთერში პირველი რეპორტაჟი გავა.
საკლუბო დონეზე დინამო თბილისის მატჩები მრავლად გვქონდა, თუმცა სანაკრებო დონეზე, ქართულ ჭრილში ეს ჩვენი დებიუტია.
U21 საქართველო vs ფინეთი მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი Setanta Sports-ის ყველა პლატფორმაზე ხელმისაწვდომი იქნება.
შეხვედრა 18:00-დან დაიწყება და მისი ხილვა setantasports.com-ზე, Setanta Sports 1-სა და Setanta Sports Georgia-ს Youtube არხზე იქნება შესაძლებელი.
მატჩის ქართულენოვან რეპორტაჟს ალექსანდრე გაბრიჩიძე და ანდრო ხელაძე გააკომენტარებენ.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.
პროცესი სასურველ ბანერზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
U21 საქართველო – შემადგენლობა
თურქულ შეკრებაზე რამაზ სვანაძის გუნდი 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს. 22 მარტს, თურქეთთან, 25 მარტს კი – სერბეთთან. ორივე მატჩი ანტალიაში შედგება.
ფინეთი საქართველოს მსგავსად სლოვაკეთში გასამართი ევროპის ჩემპიონატის მონაწილეა. სერბეთი 16 საუკეთესო გუნდში ვერ მოხვდა, თუმცა ბალკანელებს ტრადიციულად ანგარიშგასაწევი გუნდი ჰყავთ.
23-კაციანი შემადგენლობა ოპტიმალურთან მიახლოებულია. თუმცა ტრავმებისა და პირველ ნაკრებში ფეხბურთელების ყოფნის გამო, რამდენიმე დანაკლისი მაინც არის.
განვლილი შესარჩევი ციკლის დროს რამაზ სვანაძის განკარგულებაში საბა საზონოვი, ირაკლი აზაროვი და საბა გოგლიჩიძე იყვნენ.
მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), ლევან თანდილაშვილი (თელავი).
მცველები: საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ირაკლი იაკობიძე (დინამო თბილისი), ლადო ოდიშვილი (თელავი), საბა მამაცაშვილი (სირიუსი, შვედეთი), ზურაბ რუხაძე (დილა გორი), თორნიკე მორჩილაძე (დინამო თბილისი), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბილისი), გიორგი მაისურაძე (პოლისია ჟიტომირი, უკრაინა)
ნახევარმცველები: ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია), გიზო მამაგეიშვილი (იბერია 1999), ოთარ მამაგეიშვილი (ფამალიკაო, პორტუგალია), ლუკა გაგნიძე (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), ირაკლი ეგოიანი (ვიტესი, ნიდერლანდები), ნოდარ ლომინაძე (დინამო თბილისი), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია), ლევან ოსიყმაშვილი (ჰაპოელ ჰადერა, ისრაელი).
თავდასხმელები: გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი აბუაშვილი (კოლხეთი 1913), ჯადული იობაშვილი (თელავი), დავით გოცირიძე (გაგრა).