სარჩევი
U21 საქართველო vs ჩრდ. მაკედონია ქუთაისში | Setanta Sports

U21 საქართველო vs ჩრდ. მაკედონია – Must Win Game ქუთაისში. 3 ქულა რამაზ სვანაძის გუნდს ჯგუფში მე-2 ადგილს და პლეი ოფის საგუზრს მოუტანს.

U21 საქართველო vs ჩრდ. მაკედონია

ალბანეთთან საქართველოს ნაკრების მარცხის პარალელურად ნიდერლანდების 21-წლამდელთა ნაკრებმა შვედეთი დააკომბოსტირა 3-0.

შესაბამისად, საქართველო U21-მა შანსი დაიბრუნა გავიდეს ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში. ამისთვის კი დღეს, ჩრდ. მაკედონიის დამარცხებაა საჭირო. რამაზ სვანაძის გუნდს ხელს ნებისმიერი ანგარიშით მოგება აძლევს.

საქართველო U21 სატურნირო ცხრილი

შვედეთი საქართველოს 1 ქულით უსწრებს. თუმცა ქულა რამაზ სვანაძის გუნდს ხელს არ აძლევს. მიზეზი ჩვენს ურთიერთშეხვედრებში შვედეთის უპირატესობაა.

#გუნდიგატგაშ
1ნიდერლანდები U2110100032330
2შვედეთი U2110523251017
3საქართველო U21951312916
4ჩრდილოეთ მაკედონია U21940571312
5მოლდოვა U21102177207
6გიბრალტარი U21101093313

სლოვაკეთში 2025 წელს გასამართ U21 ევროპის ჩემპიონატზე 9 ჯგუფის გამარჯვებული პირდაპირ გადის. მათ სამი საუკეთესო მეორე ადგილოსანი ემატება.

სამწუხაროდ საქართველოს U21 ნაკრებს ხსენებულ სამ საუკეთესოში მოხვედრის შანსი აღარ აქვს, მიზანი პლეი ოფია.

დარჩენილი 6 მეორე ადგილოსანი კი ერთმანეთს პლეი ოფში დარჩენილი 3 ადგილისთვის დაუპირისპირდება.

პლეი ოფის წილისყრა 17 ოქტომბერს გაიმართება. პლეი ოფში კი გუნდები 11 და 19 ნოემბერს 2-2 მატჩს, შინ და სტუმრად ჩაატარებენ.

U21 საქართველო vs ჩრდ. მაკედონია – პირდაპირი რეპორტაჟი

მატჩი ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართება. შეხვედრა 20:00 საათიდან დაიწყება.

მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვას საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე შეძლებთ.

მატჩამდე და მატჩის შემდეგ კომენტარებსა და სხვა საინტერესო მასალას Setanta Sports-ის გვერდებზე სოციალურ ქსელებში ნახავთ.