ტულუზა vs პსჟ – ლიგა 1-ის 22-ე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას ძირითად შემადგენლობაში ველით. მატჩის ხილვა setantasports.com-ზე შეგეძლებათ.
ტულუზა vs პსჟ – პირდაპირი რეპორტაჟი
მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი 15 თებერვალს, 23:55 წუთიდან დაიწყება. მისი ნახვა setantasports.com-სა და Setanta Sports 1-ზე იქნება შესაძლებელი.
ქართულენოვანი მატჩის კომენტატორები გიორგი საძაგლიშვილი და ზუკა კობალავა იქნებიან.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.
პროცესი სასურველ ბანერზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ტულუზა vs პსჟ – კვარა ძირითადში
ტულუზა 22-ე ტურის მატჩს მე-10 ადგილზე ხვდება, ხოლო პსჟ კვლავ ლიდერია. ხვიჩა კვარაცხელიას გუნდს მდევრებთან კვლავ სოლიდური უპირატესობა უჭირავს.
მარსელს 10 ქულას უგებს, ხოლო ნიცასა და მონაკოს – 16-ს. პსჟ-ის 53 ქულის საპირწონედ სტად მუნისიპალის ბინადრების ანგარიშზე, თითქმის ნახევარი – 27 ქულაა.
ლიგა 1-ში ბოლოს ტულუზამ 5 იანვარს მოიგო. ლანსთან სტუმრად აღებული სამი ქულის შემდეგ იისფერებს თამაში არ მოუგიათ, თუმცა ამ დროში ჟორჟის ლიონთან ფრეს მიაღწიეს.
კარლეს მარტინესის გუნდმა ბოლო ტურში ოსერთან, სტუმრად ფრედ, 2-2 ითამაშა. იმ მატჩში ტულუზა ორჯერ აგებდა, თუმცა ორჯერვე გაათანაბრა.
ამ ფორმაციის გუნდის ლიდერები მაროკოელი ზაქარია აბდუხალალი, მცველი ჩარლი კრესუელი და ნორვეგიელი ჯოშუა კინგი არიან. მინდორზე ნორმალურად გამოიყურებიან შავი უორენ ბაბიკა და იან გბოოც.
ესპანელი კარლეს მარტინესი გუნდს სამი მცველით ათამაშებს. თუკი კვარა მარცხნიდან ითამაშებს, მაშინ მას მეურვეობას რაფიკ მესალი და სტივი მაკკენზი გაუწევენ.
რაც შეეხება პარიზულ კლუბს – აქ შემადგენლობაში როტაციას ველით. მიზეზი ჩემპიონთა ლიგაზე ბრესტთან სამი დღის წინ გამართული მატჩია. გენგამის სტადიონზე კვარამ მხოლოდ დასკვნით მონაკვეთში მიიღო წუთები. ახლა კი ტულუზის სტად მუნისიპალზე პირველივე წუთებიდან ველით.
საგულისხმოა ისიც, რომ მალევე, ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის წინასწარი რაუნდის საპასუხო შეხვედრაში პსჟ vs ბრესტს ვიხილავთ. შესაბამისად, როტაცია მატჩის მიმდინარეობისასაც აქტუალური იქნება.
მართალია, პირველ მატჩში ლუის ენრიკეს გუნდმა სოლიდური, სამბურთიანი უპირატესობა მიიღო, თუმცა საქმე ბოლომდეა მისაყვანი. 1/8-ფინალის საგზურის ოფიციალურად მოპოვების შემდეგ პსჟ ან ლივერპულზე გავა, ან ბარსელონაზე.
ტულუზა vs პსჟ & ალენ ჟირესი
ალენ ჟირესის დერბი – შეგვიძლია ასეც ვუწოდოთ მომავალ დაპირისპირებას. 1990-იანი წლების მეორე ნახევარში ჟირესი ტულუზას ორჯერ წვრთნიდა. ჯამში მან იისფერების მთავარი მწვრთნელის პოსტზე 4 წელი გაატარა.
შუაში კი სწორედ პარი-სენ ჟერმენს მიაშურა. თუმცა ფეხბურთელობისას ბორდოსა და მარსელის ლეგენდას დედაქალაქში მხოლოდ 11 მატჩის ჩატარება აცადეს.
თითქმის მსგავსი იყო მატჩების რაოდენობა საქართველოს ნაკრებშიც. 2004-05 წლებში ჟირესის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა 2 მატჩი მოიგო, 2 ფრედ ითამაშა და 6 დათმო.
ბოლოს ალენ ჟირესი კოსოვოში მუშაობდა. მანამდე კი საქართველოს შემდეგ აფრიკის კონტინენტი მოიარა, თანაც წარმატებით. სხვადასხვა დროს ჟირესი გაბონის, მალის, სენეგალისა და თუნისის მთავარი მწვრთნელი იყო.
მარსელი vs სენტ ეტიენი
ამავე ტურში, კვარას მატჩამდე 4 საათით ადრე ზუკა დავითაშვილი სტად ველოდრომზე ითამაშებს. მარსელი vs სენტ ეტიენი – წყვილს აშკარა ფავორიტი ჰყავს.
მარსელი ტურს მეორე საფეხურზე ხვდება, სტ ეტიენი კი კვლავ გასავარდ ზონაშია. დავითაშვილის გუნდი ნანტთან სამქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრას პლეი აუტის მე-16 ადგილიდან ეცდება.
ზურიკოს გუნდს 5-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს, მეისონ გრინვუდმა და მისმა გუნდელებმა კი ბოლო შესაძლო 15 ქულიდან 10 აიღეს.
მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი 15 თებერვალს 20:00 საათიდან დაიწყება და მისი ხილვა setantasports.com-ზე იქნება შესაძლებელი.
მონპელიე vs ლიონი
რაც შეეხება ჟორჟ მიქაუტაძეს – გიოს ლიონი კვირას, 16 თებერვალს ითამაშებს. მატჩი 18:00 საათიდან დაიწყება და მისი ნახვა setantsports.com-ზე იქნება შესაძლებელი.
ლიონი მე-6 ადგილზეა და მე-3-4 ადგილებთან მხოლოდ 4 ქულას აგებს. ჟორჟმა პაულუ ფონსეკას ხელში პირველი გოლი რეიმსს წინა ტურში გაუტანა.
მანამდე ლიონელებს ლიგა 1-ში 4-მატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდათ. სანაცვლოდ, ევროპა ლიგაზე ჟორჟის გუნდი პირდაპირ 1/8-ფინალში გავიდა.
რაც შეეხება მის მომავალ მეტოქეს – მონპელიე ლიგა 1-ში ბოლო მე-18 საფეხურზეა და სენტ ეტიენამდე 3, ხოლო ნანტამდე 6 ქულა აშორებს.
ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილი
21 ტურის შემდეგ ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილი ასე გამოიყურება.
ადგილი | გუნდი | თამაშები | მოგება | ფრე | წაგება | გოლები | გოლი სხვაობა | ქულები |
---|---|---|---|---|---|---|---|---|
1 | პარი სენ-ჟერმენი (PSG) | 21 | 16 | 5 | 0 | 58:20 | +38 | 53 |
2 | მარსელი (Marseille) | 21 | 13 | 4 | 4 | 45:25 | +20 | 43 |
3 | ნიცა (Nice) | 21 | 10 | 7 | 4 | 41:26 | +15 | 37 |
4 | მონაკო (Monaco) | 21 | 11 | 4 | 6 | 37:28 | +9 | 37 |
5 | ლილი (Lille) | 21 | 9 | 8 | 4 | 34:22 | +12 | 35 |
6 | ლიონი (Lyon) | 21 | 9 | 6 | 6 | 36:26 | +10 | 33 |
7 | ლანსი (Lens) | 21 | 9 | 6 | 6 | 25:20 | +5 | 33 |
8 | ბრესტი (Brest) | 21 | 10 | 1 | 10 | 33:36 | -3 | 31 |
9 | სტრასბური (Strasbourg) | 21 | 8 | 6 | 7 | 35:32 | +3 | 30 |
10 | ტულუზა (Toulouse) | 21 | 7 | 6 | 8 | 23:24 | -1 | 27 |
11 | ოსერი (Auxerre) | 21 | 6 | 6 | 9 | 29:35 | -6 | 24 |
12 | რენი (Rennes) | 21 | 7 | 2 | 12 | 29:30 | -1 | 23 |
13 | ანჟე (Angers) | 21 | 6 | 5 | 10 | 22:31 | -9 | 23 |
14 | რეიმსი (Reims) | 21 | 5 | 7 | 9 | 26:33 | -7 | 22 |
15 | ნანტი (Nantes) | 21 | 4 | 9 | 8 | 24:32 | -8 | 21 |
16 | სენტ-ეტიენი (St Etienne) | 21 | 5 | 3 | 13 | 19:45 | -26 | 18 |
17 | ლე ავრი (Le Havre) | 21 | 5 | 2 | 14 | 17:40 | -23 | 17 |
18 | მონპელიე (Montpellier) | 21 | 4 | 3 | 14 | 20:48 | -28 | 15 |