სარჩევი
ტოტენჰემი vs ლივერპული - EFL Cup-ის ნახევარფინალი | Setanta Sports

ტოტენჰემი vs ლივერპული – EFL Cup-ის ნახევარფინალის პირდაპირ რეპორტაჟს setantasports.com-სა და Setanta Sports-ზე ნახავთ.

კარაბაოს თასის პირველ ნახევარფინალში ნიუკასლმა არსენალი გასვლაზე დაამარცხა. ახლა კი მეორე ნახევარფინალის პირველ შეხვედრას ტოტენჰემ ჰოთსპურ სთედიუმი უმასპინძლებს.

ედი ჰაუს გუნდმა მეთოფეებს ემირეით სთედიუმზე ალექსანდერ ისაკისა და ენტონი გორდონის გოლებით მოუგო.

ტოტენჰემი vs ლივერპული – პრევიუ

ტოტენჰემს მეტოქისგან განსხვავებით სეზონის საუკეთესო დროება არ უდგას. ბოლო 11 მატჩში დეზებმა მხოლოდ 2 მოიგეს. მათგან 1 კი EFL Cup-ზე მანჩესტერთან, შეცდომებით დახუნძლული, 7-გოლიანი, მეოთხედფინალური მატჩი იყო.

ენჯ პოსტეკოღლუ როგორც ამბობს, როგორც წესი, ის მეორე სეზონში რაღაც ტიტულს იგებს, შესაბამისად, ლიგის თასი, ამ დროისთვის საუკეთესო კანდიდატურად მოსჩანს, თანაც ნახევარფინალური სტადიიდან.

ბოლო მატჩი ტოტენჰემმა ნიუკასლთან წააგო პრემიერ ლიგაში, იმის მიუხედავად, რომ ანგარიშში თავად იყო წინ.

ბოლო მატჩში 3 ქულა ვერც ლივერპულმა აიღო, თუმცა რადგან არსენალმა სხვაობა ვერ შეუმცირა, მერსისაიდელებისთვის კატასტროფა არ მომხდარა.

ლივერპული 2-2 მანჩესტერ იუნაიტედი ალბათ, სეზონის, ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი იყო. ფავორიტის სტატუსის გაუმართლებლობის შემდეგ არნე სლოტი საკუთარი გუნდისგან რეაგირებას დღეს უნდა ელოდოს.

თუკი სლოტის დილემა არნოლდის თამაშით თუ სკამზე დასმით შემოიფარგლება, ტოტენჰემს სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს.

ეს გუნდები პრემიერ ლიგაში სულ ახლახანს შეხვდნენ. 9-გოლიან თრილერში სტუმრად, ლივერპულმა გაიმარჯვა. მატჩი 3-6 დასრულდა.

კარაბაოს თასი – VAR საქმეში ერთვება

ამ ეტაპიდან ტურნირზე VAR-ის სისტემა ამოქმედდა. ამას გარდა გუშინდელი და დღევანდელი შეხვედრები საპილოტე იქნება.

მსაჯები VAR-ზე მიღებულ გადაწყვეტილებას თავადვე განმარტავენ. დღეს ეს ამოცანა სტიუარტ ეტიუელს დაეკისრება.

მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის setantasports.com-ზე 23:55 წუთიდან დაიწყება. მისი კომენტატორები გიორგი ციხისთავი და ანდრო ხელაძე იქნებიან.

setantasports.com-ზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ პრომო კოდები გამოიყენოთ.

NEWS24 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%

YEAR24 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%