The Best FIFA Football Awards – ვინისიუსი და სხვა გამარჯვებულები. ნახეთ ყველა ნომინაცია და მოგებულები ჩვენს სტატიაში.
ცერემონია კატარში, დოჰაში, Aspire Academy-ში ჩატარდა.
The Best FIFA Football Awards 2024 – გამარჯვებულები
ჯილდო | გამარჯვებული | გუნდი/ქვეყანა |
---|---|---|
საუკეთესო კაცი ფეხბურთელი 2024 | ვინისიუს ჟუნიორი | რეალ მადრიდი |
საუკეთესო კაცი მწვრთნელი 2024 | კარლო ანჩელოტი | რეალ მადრიდი |
საუკეთესო კაცი მეკარე 2024 | ემილიანო მარტინესი | არგენტინა და ასტონ ვილა |
საუკეთესო ქალი ფეხბურთელი 2024 | აიტანა ბონმატი | ბარსელონა |
მარტას სპეციალური ჯილდო 2024 | მარტა | ბრაზილია |
საუკეთესო ქალი მიწვრთნელი 2024 | ემა ჰეისი | აშშ და ჩელსი |
საუკეთესო ქალი მეკარე 2024 | ალისა ნაჰერი | აშშ და ჩიკაგო რედ სტარსი |
პუშკაშის ჯილდო 2024 | ალეხანდრო გარნაჩო | მანჩესტერ იუნაიტედი |
საუკეთესო ქომაგის ჯილდო 2024 | გილერმე ჟანდრა მოურა | ბრაზილია და ვასკო და გამა |
Fair Play-ის ჯილდო 2024 | ტიაგო მაია | ინტერნასიონალი და ბრაზილია |
The Best FIFA Football Awards 2024 – ვის მისცეს ხმა საქართველოდან
საქართველოდან ხმა ვილი სანიოლმა, ურამ კაშიამ და მამუკა კვარაცხელიამ მისცეს.
ავტორი | I ადგილი | II ადგილი | III ადგილი |
ვილი სანიოლი | როდრი | ვინისიუსი | კროოსი |
გურამ კაშია | როდრი | ვინისიუსი | იამალი |
მამუკა კვარაცხელია | ვინისიუსი | როდრი | ჰოლანდი |
ავტორი | I ადგილი | II ადგილი | III ადგილი |
ვილი სანიოლი | კარლო ანჩელოტი | ლუის დე ლა ფუენტე | ჩაბი ალონსო |
გურამ კაშია | ლუის დე ლა ფუენტე | ჩაბი ალონსო | კარლო ანჩელოტი |
მამუკა კვარაცხელია | პეპ გვარდიოლა | კარლო ანჩელოტი | ლუის დე ლა ფუენტე |
ავტორი | I ადგილი | II ადგილი | III ადგილი |
ვილი სანიოლი | მაიკ მენიო | უნაი სიმონი | ანდრიი ლუნინი |
გურამ კაშია | ემი მარტინესი | ედერსონი | უნაი სიმონი |
მამუკა კვარაცხელია | უნაი სიმონი | მაიკ მენიო | ემი მარტინესი |
საუკეთესო კაცი ფეხბურთელი
თუკი, Ballon d’Or-ზე ვინისიუსი როდრის ჩამორჩა, FIFA-ს მიერ ორგანიზებულ დაჯილდოებაზე პირიქით მოხდა.
პირველობა რეალის ბრაზილიელ გარემარბს, ვინისიუსს (48 ქულა) ხვდა წილად, მეორე ადგილზე როდრი (43 ქულა) გავიდა, ხოლო მე-3 ადგილი ჯუდ ბელინგემმა (37 ქულა) დაიკავა.
რანგი | სახელი | ქვეყანა | ქულები |
---|---|---|---|
1 | ვინისიუს ჟუნიორი | ბრაზილია | 48 |
2 | როდრი | ესპანეთი | 43 |
3 | ჯუდ ბელინგემი | ინგლისი | 37 |
4 | დანი კარვახალი | ესპანეთი | 31 |
5 | ლამინ იამალი | ესპანეთი | 30 |
6 | ლიონელ მესი | არგენტინა | 25 |
7 | ტონი კროოსი | გერმანია | 18 |
8 | ერლინგ ჰოლანდი | ნორვეგია | 18 |
9 | კილიან მბაპე | საფრანგეთი | 14 |
10 | ფლორიან ვირცი | გერმანია | 8 |
11 | ფედერიკო ვალვერდე | ურუგვაი | 4 |
The Best FIFA Football Awards 2024 – წლის გუნდი
2024 წლის საუკეთესო XI ასე გამოიყურება.
ემილიანო მარტინესი; დანი კარვახალი, რუბენ დიაში, ანტონიო რიუდიგერი, უილიამ სალიბა; ჯუდ ბელინგემი, როდრი, ტონი კროოსი; ლამინ იამალი, ერლინგ ჰოლანდი, ვინისიუს ჟუნიორი.
#TheBest FIFA Men's 11 in 2024. 🌟
— FIFA World Cup (@FIFAWorldCup) December 17, 2024
საუკეთესო ქალი ფეხბურთელი
აქ გამარჯვება ისევ აიტანა ბონმატის ხვდა წილად. საბოლოო შედეგები კი ასე გადანაწილდა.
ადგილი | სახელი | ქვეყანა | ქულები |
---|---|---|---|
1 | აიტანა ბონმატი | ესპანეთი | 52 |
2 | ბარბრა ბანდა | ზამბია | 39 |
3 | ქეროლაინ გრემ ჰანსენი | ნორვეგია | 37 |
4 | ლინდსი ჰორანი | აშშ | 26 |
5 | ლუსი ბრონზი | ინგლისი | 23 |
6 | სალმა პარალუელო | ესპანეთი | 22 |
7 | ტაბიტა ჩავინგა | მალავი | 20 |
8 | ხადიჯა შოუ | იამაიკა | 19 |
9 | ონა ბატლი | ესპანეთი | 19 |
10 | ნაომი გირმა | აშშ | 9 |
11 | მარიონა კალდენტეი | ესპანეთი | 6 |
12 | სოფია სმიტი | აშშ | 4 |
13 | კირა უოლში | ინგლისი | 1 |
14 | ტრინიტი როდმანი | აშშ | 0 |
15 | მალორი სვანსონი | აშშ | 0 |
16 | ლორენ ჰემპი | ინგლისი | 0 |
საუკეთესო 11-ეული კი ასე გამოიყურება
ალისა ნაჰერი; ირენე პარედესი, ონა ბატლი, ლუსი ბრონზი, ნაომი გირმა; აიტანა ბონმატი, ლინდსი ჰორანი, გაბი პორტილიო, პატრი გუჟარო; ქეროლაინ გრემ ჰანსენი, სალმა პარალუელო.
The Best FIFA Football Awards 2024 სხვა ჯილდოები
რაც შეეხება მარტას ჯილდოს, ის თავად მარტამ მოიგო. ეს კი წლის საუკეთესო გოლია ქალი ფეხბურთელის შესრულებით. საინტერესოა, რომ ასეთი რამ აქამდე არასდროს მომხდარა.
38 წლის მარტამ კარიერის დასრულებამდე ნაკრებში 118-ე და 119-ე გოლები ივნისში შეყარა, მათგან ერთ-ერთი კი წლის საუკეთესო გოლი გახდა.
პუშკაშის და შესაბამისად წლის საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელის გოლი კი ალეხანდრო გარნაჩოს ეკუთვნის.
მისი მაკრატელა ევერტონთან გემახსოვრებათ. ცხადია, არც ჩვენი კომენტატორების ემოციები უნდა დაგვიწყებოდათ.
ფეარ პლეის ჯილდო ტიაგო მაიას ხვდა. ინტერნასიონალის ფეხბურთელმა პორტუ ალეგრიში წყალდიდობისას გულადობა გამოამჟღავნა და ადამიანებს კრიტიკულ სიტუაციაში დაეხმარა.
თუ როგორ გამოჰყავს წყლიდან, საკუთარი ზურგით, 2016 წლის ოლიმპიური ოქროს გამარჯვებულს, ქალბატონი, ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა.
რაც შეეხება უთუოდ გამორჩეულ ჯილდოს, წლის საუკეთესო ქომაგის პრიზი გილერმე ჟანდრა მოურას ხვდა წილად.
ვასკო და გამას 10 წლის ქომაგს კანის იშვითი დაავადება სჭირს. ავტოიმუნური დაავადება ეპიდერმოლისის ბულოსა კანსა და მის რეგენერაციულ უნარებს ასუსტებს და ნაიარევებს ადვილად ტოვებს.
ფეხბურთისადმი მისმა სიყვარულმა და შემართებამ ვასკოს მეტოქე ფლუმინენსესა და ფლამენგოს ქომაგებში დიდი რეზონანსი და მხარდაჭერა გამოწვია.