ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატს უამრავი ადამიანი ადევნებს თვალყურს. მათ შორის, ჟურნალისტები, სკაუტები, მწვრთნელები და ა.შ. სკაუტები, როგორც წესი, არ ჩანან, სამაგიეროდ, ჟურნალისტები ყოველ ჯერზე გვამცნობენ თავიანთ მოსაზრებებს.
რა თქმა უნდა, ინტერესით აკვირდებიან მასპინძელ ქვეყანას, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრებმა პირველივე ტურში სენსაცია შემოგვთავაზა და პორტუგალიის ნაკრები დაამარცხა. ამის შემდეგ კი ბელგიის ნაკრებთან მატჩი შემოაბრუნა.
“საქართველოს ნაკრები კარგი ორგანიზებითა და გუნდურობით გამოირჩევა. ჩვენ არ გვინახავს ახალი კარაცხელია, მაგრამ არიან ფეხბურთელები, რომლებიც ყურადღებას იქცევენ. ანზორ მექვაბიშვილი რვა ნომერზე თამაშობს, პროდუქტიული იყო ბურთთან ერთად და თამაშს სიმტკიცე და მებრძოლი ხასიათი შესძინა.
პირველ ტაიმში 3-4 ორთაბრძოლა მოიგო. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი არ არის, ბრძოლისუნარიანობით ყველაზე მეტად გამოირჩა და პორტუგალიელების ძვლების ხმაც გაგვაგონა. პორტუგალიელები მხოლოდ მეტოქისათვის უსაფრთხო ადგილებში გრძნობდნენ თავისუფლებას, საჯარიმოს მისადგომებთან კი დაუძლეველ წინააღმდეგობას აწყდებოდნენ მექვაბიშვილის სახით.
The Athletic-მა უკრაინელი ალექსეი კაშჩუკიც გამოარჩია, რომელიც გიორგი ქინქლაძეს შეადარა:
“კაშჩუკს ტექნიკური, დრიბლინგის სტილი აქვს, რაც მის წინააღმდეგ დაცვას წარმოუდგენელს ხდის. ბურთთან ბევრი მცირე შეხება აქვს. ყოველთვის მოძრაობს, იცვლის მიმართულებას, რაც მეტოქეს ვარდნისა და მიმართულების გამოცნობას ურთულებს. გახსოვთ, როგორ ატარებდა ბურთს გიორგი ქინქლაძე 1990-იან წლებში? კაშჩუკი მას წააგავს და არც მისი პირველი გოლი განსხვავდებოდა ქინქლაძისეული მანერისგან ხორვატიის წინააღმდეგ”
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე.
ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი.
ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.