სანდერლენდი vs ლივერპული – პრემიერ ლიგის შუა კვირაში მერსისაიდელები ‘სტედიუმ ოფ ლაითს’ ესტუმრებიან და ჩემპიონთა ლიგის ზონასი შესვლისთვის გამარჯვებას ამ სტადიონზე დაუმარცხებელი სანდერლენდის წინააღმდეგ ეცდებიან.
არნე სლოტის გუნდმა ხუთეულისთვის ბრძოლაში მდგომარეობა მას შემდეგ გაიუარესა, რაც მანჩესტერ სიტისთან გამართულ დრამატულ მატჩში დამარცხდა.
სანდერლენდმა სეზონის კარგი სტარტის შემდეგ, სტაბილურობა ვერ შეინარჩუნა და სატურნირო ცხრილის შუაშია. მიუხედავად ამისა, ლე ბრისის გუნდი ერთადერთია პრემიერ ლიგაში, რომელსაც საშიანო მატჩში წაგება არ აქვს.
უყურე TOP სპორტს setantasports.com-ზე
გამოიყენეთ ახალი პრომო კოდები და მიიღეთ ფასდაკლება setantasports.com-ზე, როგორც თვის, ასევე წლის გამოწერაზე.
NEWS26 და YEAR26 – ორივე პრომო კოდის გამოყენებისას 30 %-იან ფასდაკლებას მიიღებთ.
NEWS26 – თვის გამოწერა
YEAR26 – წლის გამოწერა
სლოტის რთული ამოცანა და ჩემპიონთა ლიგის კვალიფიკაცია
ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ‘წითლებს’ სეზონის მეორე ნახევარში თითქმის იდეალური სვლა სჭირდებათ იმისთვის, რომ ხუთეულში შევიდნენ.
პრემიერ ლიგაში ყველაფერი სწრაფად იცვლება – მანჩესტერ სიტისთან მატჩში 84-ე წუთზე ლივერპული ‘ქალაქელებს’ 5 ქულით ჩამორჩებოდა, ხოლო მატჩის დასრულების შემდეგ ჩამორჩენა 11 ქულამდე ავიდა. სლოტმა ეს მაგალით მოიყვანა იმაზე საუბრისას, თუ რამდენად ცვლაბედია ყველაფერი პრემიერ ლიგაში.
დაუმარცხებელი სანდერლენდი ‘სტედიუმ ოფ ლაითზე’
‘შავი კატები’ საკუთარ კედლებში ფენომენალურად თამაშობენ – მიმდინარე სეზონში სანდერლენდი ერთადერთი გუნდია პრემიერ ლიგაში, რომელსაც საკუთარ კედლებში მარცხი არ აქვს. მიუხედავად ამისა, სტუმრად წაგებული ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ, სანდერლენდი ცხრილში მე-11 ადგილამდე დაქვეითდა.
სანდერლენდი ფიზიკური, კარგი დაცვის მქონე გუნდია მიმდინარე სეზონში და მეკარე რუფსიც მშვენიერ სეზონს ატარებს. ამ ყველაფერთან ერთად, სწრაფი გარემარბები და ფიზიკური ფორვარდი – ბრობი ლე ბრისის გუნდის შეტევებს რეაქტიულს ხდის.
წინასამატჩო სიახლეები ლივერპულში
სიტისთან გამართულ მატჩში ფანტასტიკური ჯარიმის ავტორი დომინიკ სობოსლაი სლოტის გუნდს წითელი ბარათის გამო ვერ დაეხმარება. მარჯვენა მცველის პოზიციის პრობლემატურობიდან გამომდინარე, სობოსლაის ხშირად უწევდა ამ პოზიციის დაფარვა, სანდერლენდთან შეხვედრაში კი სავარაუდოდ იგივე პოზიციაზე ჯო გომეზს ვიხილავთ. თუმცა ინგლისელს მცირე ტრავმა ჰქონდა და მისი თამაშიც კითხვის ნიშნის ქვეშ იქნება.
სხვა მხრივ, ლივერპულს ტრადიციულად არ ეყოლება ალექსანდერ ისაკი, ლეონი, კონორ ბრედლი და ბაიცეტიჩი. ამ ფეხბურთლებს მძიმე ტრავმები აქვთ, ისინი ‘სქუაზერებეს’ დიდი ხნით ვერ დაეხმარებიან.
სანდერლენდი ოპტიმალური შემადგენლობითაა
მასპინძლები ლივერპულთან მატჩს ფაქტობრივად დანაკლისის გარეშე შეხვდებიან. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც ‘შავ კატებს’ გამოაკლდებათ გრანიტ ჯაკაა – შვეიცარიელი ნახევარმცველი თამაშს კოჭის ტრავმის გამო ვერ ახერხებს.
სანდერლენდი vs ლივერპული – ურთიერთშეხვედრები
პრემიერ ლიგის პირველ წრეში ამ გუნდებს შორის გამართული მატჩი ფრედ დასრულდა. სანდერლენდი საერთოდ იგებდა იმ თამაშს ტალბის გოლით, თუმცა მატჩის დასრულებამდე 9 წუთით ადრე მუკიელემ თავის კარში ჩაჭრა ბურთი. მატჩის მიწურულს ‘შავ კატებს’ კიდევ ჰქონდათ გოლის გატანის რეალური შანსი, თუმცა ალისონმა თავისი გუნდი წაგებისგან იხსნა.
‘სტედიუმ ოფ ლაითზე’ გამართულ ბოლო 5 შეხვედრაში სანდერლენდს ლივერპულის წინააღმდეგ არ მოუგია.
სანდერლენდი vs ლივერპული – სავარაუდო შემადგენლობები
სანდერლენდი – რუფსი, მუკიელე, ალდერეტე, ბალარდი, მანდავა, სადიქი, დიარა, ტალბი, ლე ფე, ჰიუმი, ბრობი
ლივერპული – ალისონი, კერკეზი, ვან დაიკი, კონატე, ჯონსი, ვირცი, მაკალისტერი, გრავენბერხი, გაკპო, ეკიტიკე, სალაჰი