სარჩევი
შტუტგარტი VS პსჟ - პრევიუ | Setanta Sports

ჩემპიონთა ლიგის მერვე ტურში პარი სენ-ჟერმენი სტუმრად შტუტგარტს დაუპირისპირდება. შტუტგარტი VS პსჟ – მატჩი ორივე გუნდისთვის გადამწყვეტია, რათა 24 საუკეთესო გუნდში მოხვდნენ და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვონ.

შტუტგარტი VS პსჟ – ცოტაოდენი შვაბებზე

ჩემპიონთა ლიგის ბოლო ორი მატჩის მოგების შემდეგ შტუტგარტს კიდევ ერთი გამარჯვება სჭირდება, რათა 24 საუკეთესო გუნდში მოხვდეს და მომდევნო ფაზაში ასპარეზობა გაინაღდოს. სებასტიან ჰიონესის გუნდს რეაბილიტაცია სურს გასულ ვიქენდზე, ბუნდესლიგის მე-19 ტურში მაინცთან განცდილი მარცხის შემდეგ. მაინცმა შტუტგარტს მოგებების სერია დაუსრულა, რაც ზედიზედ 4 მატჩს გრძელდებოდა.

შტუტგარტი VS პსჟ – პარიზელები

თავის მხრივ, პარიზელებმა მანჩესტერ სიტისთან ფეერიულ თამაშსა და ბრწყინვალე ქამბექს იდენტური გაგრძელება ვერ უპოვეს შაბათს, როდესაც რეიმსის წინააღმდეგ მატჩი ფრედ დაასრულეს. მიუხედავად საყაიმო ანგარიშისა და დაკარგული 2 ქულისა, ეს ფაქტი საგანგაშო და შემაშფოთებელი არ უნდა იყოს საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონებისთვის, რადგანაც პარიზელები მტკიცედ არიან გამაგრებულნი ლიგა 1-ის ცხრილის სათავეში.

შტუტგარტი VS პსჟ – საინტერესო ფაქტები

შტუტგარტს ბოლო 4 ევროპული მატჩიდან ფრანგულ კლუბების წინააღმდეგ მხოლოდ 1 მარცხი აქვს (2 გამარჯვება, 1 ფრე).

შტუტგარტი ფეხბურთელს, ენცო მილოს ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონში 5 გოლში აქვს მონაწილეობა მიღებული (2 გოლი, 3 ასისტი), რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია შტუტგარტის მოთამაშეთაგან.

არცერთ გუნდს არ ჰყავს შტუტგარტზე მეტი სხვადასხვა გოლის ავტორი (ავტოგოლების გამოკლებით) ამ სეზონის ჩემპიონთა ლიგაში – სულ 10 სხვადასხვა ფეხბურთელია ასეთი.

შტუტგარტი გახდება 48-ე მეტოქე პარი სენ-ჟერმენის ჩემპიონთალიგურ ისტორიაში.

შტუტგარტი VS პსჟ – დანაკლისი და სავარაუდო შემადგენლობა

პარიზელთა მხარე ნუნუ მენდეშს მოისაკლებს, რომლის არყოფნის მიზეზიც ყვითელი ბარათებია. ხოლო ხვიჩა კვარაცხელიას დახმარებას პსჟ მომდევნო ეტაპიდან შეძლებს იმ შემთხვევაში, თუ, რა თქმა უნდა, გუნდი მოიპოვებს მომდევნო ეტაპის საგზურს.

ოპტიმალური შემადგენლობის არსებობის მიზეზი, სავარაუდოდ, ლუის ენრიკეს სიფრთხილეც არის. ესპანელმა სპეციალისტმა მცირეოდენ როტაციასაც მიმართა შაბათს, რათა თავიდან აეცილებინა ტრავმები მეტად მნიშვნელოვანი მატჩის წინ. ამ დივიდენდმა შედეგი გამოიღო, თითქმის სრული შემადგენლობა ლუის ენრიკეს ხელშია.

რაც შეეხება შტუტგარტის დანაკლისს, შვაბებს ენტონი რუო, დენ-აქსელ ზაგადუ და ელ ბილალ ტურე ვერ დაეხმარებიან ოთხშაბათს.
გარდა ამისა, შტუტგარტს ნიკ ვოლტემეიდე და ჯეიკობ ბრუნ ლარსენი არ ეყოლება სატურნირო განაცხადში არყოფნის გამო.

სავარაუდო შემადგენლობა

შტუტგარტი (4-3-3): ნუბელი, ვაგნომანი, ალ დახილი, შაბო, მიტელშტადტი, კაიტელი, შტილერი, მილო, ლეველინგი, უნდავი, ფიურიხი.

პსჟ (4-3-3): დონარუმა, ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, ლუკა ერნანდესი, ჟოაუ ნევეში, ვიტინია, ფაბიან რუისი, უსმან დემბელე, გონსალუ რამოში, ბარკოლა.

შტუტგარტი VS პსჟ – პირდაპირი რეპორტაჟი

MHP არენაზე გასამართი შეხვედრა თბილისის დროით 23:55 საათიდან დაიწყება. პირდაპირი რეპორტაჟის ხილვას Setanta Sports 1-სა და setantaports.com-ზე შეძლებთ.

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.