პრემიერ ლიგა, კოპა დელ რეი, UFC 285 – როგორი ჩამონათვალია? – ცხადია, დიდებული და თან ეს მხოლოდ სტარტია. Setanta Sports-ზე მარტის სიგიჟე იწყება.
2022/23-ის სეზონში სპორტული ღონისძიებები მარტის ბუნებრივ მახასიათებლებთან სრულ თანხვედრაშია. შესაბამისად, ჩვენს მაყურებელს მოწყენის საშუალება არ ექნება.
პრომოკოდი MAD2023 setantasports.com-ზე მარტის სპორტულ მოვლენებს კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის. რეგისტრაციისას მისი გამოყენებით შეძლებთ 700-ზე მეტ ტრანსლაციას სრულიად უფასოდ უყუროთ.
რას ნახავთ ექსკლუზიურად მხოლოდ setantasports.com-ზე?
მარტის სიგიჟე – 1-ლი კვირა
ელ კლასიკო setantasports.com-ზე
როგორი რეაქცია გექნებათ, თუკი გეტყვით, რომ 2 მარტს setantasports.com-ის მაყურებელი ელ კლასიკოს პირდაპირ ეთერში იხილავს?! მადრიდის რეალი ბარსელონას წინააღმდეგ.
ესპანური და მსოფლიო ფეხბურთის გრანდები ესპანეთის თასის ფინალის საგზურისთვის იბრძოლებენ.
კოპა დელ რეის ნახევარფინალის პირველი მატჩი სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართება. საპასუხო შეხვედრას კი 5 აპრილს კამპ ნოუ უმასპინძლებს.
ბოლო 4 თამაშში რეალს ერთი აქვს მოგებული. თანაც, სუპერ თასი კატალონიურ გუნდს დარჩა. შესაბამისად, სამეფო კლუბს რევანშზე საფიქრალად ყველა წინაპირობა აქვს.
პრემიერ ლიგა
ინგლისური ფეხბურთის ელიტა შესვენაბას არ აპირებს. მეტიც, პრემიერ ლიგა გადამწყვეტ ფაზაში შედის, აქ კი თითოეულ ქულას გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს.
მარტის პირველ კვირაში, ექსკლუზიურად setantasports.com-ზე, მაყურებელი ლივერპული – მანჩესტერსა და ჩელსი – ლიდსს ნახავს.
ლივერპული – მანჩესტერ იუნაიტედი
წითელი ეშმაკებისთვის 6-წლიანი უტიტულო სერია დასრულდა. გუნდმა ლიგის თასისთვის ბრძოლაში ფინალში ნიუკასლს აჯობა. მანამდე ევროპა ლიგაზე ბარსელონა დაამარცხა და ვინ იცის, პრემიერ ლიგის საჩემპიონო ბრძოლის ფარული მონაწილეც იყოს.
აი ლივერპულს კი სტაბილურობა აკლია. სეზონის შემოტრიალების მიჯნაზე იურგენ კლოპის გუნდისთვის იუნაიტედთან წარმატება შესაძლოა საკვანძოც კი იყოს.
ჩელსი – ლიდსი
ჩელსი კვლავ საკუთარი ფეხბურთის ძიებაშია. გრემ პოტერს დროს აძლევენ, თუმცა სად გადის ლიმიტი არავინ იცის. მიზანი ოთხეულია, რომელსაც ლურჯები 14 ქულით ჩამორჩებიან.
ლიდსი იოლი მოწინააღმდეგე არავისთვისაა. თეთრ ვარდებს სამი ქულით ერთბაშად 4 ადგილით დაწინაურება შეუძლიათ. შესაბამისად, სტემფორდ ბრიჯზე დიდი ბრძოლაა მოსალოდნელი.
UFC 285
ჯონ ჯონსი ბრუნდება
მომავალ უიქენზე ლას ვეგასი მხოლოდ ტურისტების თავშეყრის ადგილი არ იქნება. შერეული საბრძოლო ხელოვნების მოყვრულთა ყურადღება T-Mobile არენისკენ იქნება მიპყრობილი.
ქალბატონებო და ბატონებო, ოქტაგონს ჯონ ჯონსი უბრუნდება!
ქვე მსუბუქი წონის მეფისა და მთავარი ჰეგემონის რეგალიის მფლობელი ახლა უკვე მძიმე წონაში იბრძოლებს. ჯონ ჯონსი vs სირილ განი – როგორი აფიშაა? ფანტასტიკური!
შევჩენკო vs გრასო
მეინ ივენთი ცხადია, ჯონსი – განია, კო-მეინ ივენთზე კი ქალების უმსუბუქესი წონის გამორჩეულ დაპირისპირებას ვნახავთ. ვალენტინა შევჩენკო ალექსა გრასოს წინააღმდეგ!
ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ ვეგასში დარბაზი მექსიკელი გრასოსი უნდა იყოს, თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ შევჩენკო თავის წონაში ისტორიაში საუკეთესოა.
სხვადასხვა საბრძოლო სახეობაში ოქროსმედალოსან ყირგიზს, რომელიც პერუს ‘ცეკვავენ ვარსკვალავების’ გამარჯვებულია კვლავ ოქტაგონი ელის, თუმცა შევჩენკომ ბადის მიღმაც შეიძლება იცეკვოს.
რახმონოვი vs ნილი
ივენთზე გამორჩეული იქნება შავკატ რახმონოვისა და ჯეფ ნილის ბრძოლაც. ყველაზე პოპულარული ყახაზი ‘მომთაბარე’ მასპინძელ სპორტსმენთან ფავორიტია, თუმცა სტატისტის როლში ყოფნას არც ამერიკელი გეგმავს.
პრომო კოდი MAD2023
მარტის სიგიჟით ტკბობაში ჩვენი შეთავაზება დაგეხმარებათ. დარეგისტრირდით, გამოიყენეთ პრომო კოდი MAD2023 და უყურეთ 700-ზე მეტ ლაივ ტრანსლაციას უფასოდ.
ტოპ ჩემპიონატების ტოპ მატჩები, ფორმულა 1-ის დარბუნება, UFC-ის მთავარი ბრძოლები, ინდიან უელსის და მაიამის მასტერსები, NBA-ის რეგულარულის დასკვნითი ფაზა – ეს ყველაფერი უბრალოდ, არ უნდა გამოტოვოთ.