სარჩევი
Setanta Sports-ზე ჩემპიონთა ლიგის ჩვენების გენერალური სპონსორი პეპსი იქნება | Setanta Sports
2024 აგვ 29, 18:19 შშ
6 წუთის საკითხავი

პეპსი, ჩემპიონთა ლიგა და Setanta Sports ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის ეს ტრიო სანახაობას, საინტერესო გათამაშებებსა და ინტერაქციას გულისხმობს. Setanta Sports-ზე 2024-25 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ჩვენების გენერალური სპონსორი პეპსი იქნება!

ბრენდები,  რომლებიც სხვადასხვა კონტექსტში უკვე რამდენიმე წელია აქტიურად ურთიერთობენ, თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადიან და პირველად, უკვე, მთელი სეზონის განმავლობაში შემოგთავაზებენ სხვადასხვა სახის კოლაბორაციებს.

ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის PepsiCo კარგად ნაცნობი ბრენდია, არა მხოლოდ საკუთარი პროდუქციით, არამედ გამორჩეული საფეხბურთო გემოვნებითა და საინტერესო კოლაბორაციებით.

გლობალური ბრენდის დაუვიწყარი პროექტები, ფეხბურთის გამორჩეულ ვარკსვლავებთან, კლუბებთან თუ ნაკრებებთან ყველას ბავშვობის და შემდეგ უკვე ზრდასრულობის თანმდევი ნაწილი იყო. Pepsico და ფეხბურთი ნამდვილად განუყოფელი ნაწილები არიან.

პეპსი და ჩემპიონთა ლიგა – Setanta Sports-ზე

ანალოგიურს ამბობს პეპსის მარკეტინგის მენეჯერი ნინი დავითიძეც, რომელთანაც მრავალწლიანი ურთიერთობა გვაკავშირებს:

”სპორტი, კონკრეტულად კი ფეხბურთი, ჩვენი ბრენდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა და აერთიანებს მსოფლიო დონის ლეგენდარულ ფეხბურთელებს. არცერთი ბრენდი არ ასოცირდება ისე ახლოს ამ ინდუსტრიასთან როგორც პეპსი.”

გასაკვირი არც ისაა, რომ ბრენდი UEFA-ს პარტნიორი და ჩემპიონთა ლიგის სპონორი 2015 წლიდანაა. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი სეზონის დასაწყისში, PepsiCo-სა და ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს შორის თანამშრომლობის კონტრაქტი 2024-2027 წლების ციკლით განახლდა.

ახალი შეთანხმება, არა მხოლოდ მსოფლიოს ყველაზე ყურებადი სპორტის კიდევ უფრო ზრდას, არამედ მაყურებელთა გულშემატკივრობის გამოცდილებების შეცვლასა და მდგრადი განვითარების ინიციატივების დამკვიდრებას მოიცავს. UEFA-სა და PepsiCo-ს გლობალურ ბრენდს შორის ურთიერთობის გაღრმავების ფონზე, საქართველოში ლიგის ოფიციალური წარმდგენის, Setanta Sports-ის, და ქართული ბრენჩის თანამშრომლობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.

პეპსი & Setanta Sports – პარტნიორობა

Setanta Sports-ის გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ქეთევან ცაავა, ჩვენსა და პეპსის ურთიერთობაზე გვესაუბრება:

„პეპსისთან თანამშრომლობა რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ. გამომდინარე რომ იგი გლობალური ბრენდია, თან ჩემპიონთა ლიგის სპონსორი – თავიდანვე განსხვავებული ტიპის თანამშრომლობის ხედვა გვქონდა! ერთად შევქმენით უამრავი საინტერესო კონტენტი, გათამაშება. სპორტის მოყვარულებს მივეცით საშუალება ამ თანამშრომლობის მონაწილეები ყოფილიყვნენ, მმოეგოთ უამრავი პრიზი  და მათთან ერთად შეგვექმნა განსხვავებული გამოცდილება”

ჩემპიონთა ლიგის ოფიციალურ წარმდგენთან თანამშრომლობაზე საუბრობს ნინი დავითიძეც:

“პეპსის კოლაბორაცია ოფიციალურ, ლიცენზირებულ წარმდგენთან საკმაოდ მნიშვნელოვანია თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გვაქვს უამრავი გლობალური შეზღუდვა, რომელიც არ გვაძლევს საშუალებას დამოუკიდებლად შევქმნათ სპორტული კონტენტი. ამ კუთხით Setanta Sports ფლობს სრულყოფილ ინფორმაციას თუ რა სახის მასალა შეგვიძლია გამოვიყენოთ, რა სახის კომუნიკაცია ვაწარმოოთ აუდიტორიასთან და ა.შ., რაც სამუშაო პროცესს საკმაოდ გვიმარტივებს.”

აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ ბრენდების მისიები და მიზნები ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულია.  PepsiCo ის ბრენდია, რომელიც სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევა და როგორც აღინიშნა, არა მხოლოდ ფეხბურთის სპონსორი, არამედ სპორტზე გავლენის გამტარი კომპანიაა.

შესაბამისად Setanta Sports-ისთვის, რომლის მისიაც, თავისთავად, სწორედ სპორტის ყურების უნიკალური გამოცდილების დანერგვა და ზოგადად სპორტის განვითარებაში წვლილის შეტანაა, პეპსისთან თანამშრომლობა კიდევ უფრო გამოსარჩევი და სასიხარულოა.

იმავე აზრს იზიარებს პეპსიც და კომპანიის მარკეტინგის მენეჯერიც.

„ჩვენი პარტნიორობა Setanta Sports-თან უკვე რამდენიმე წელს ითვლის. ჩვენთვის, როგორც კლიენტებისთვის, კომპანიებთან თანამშრომლობისას, ყველაზე მნიშვნელოვანია კომუნიკაციის სიმარტივე. Setanta Sports-ის მიერ ჩვენი ჩანაფიქრებისა თუ მესიჯების სრულყოფილი სიზუსტით, განსხვავებული და კრეატიული გზით მიწოდება სამიზნე აუდიტორიამდე ძალიან გვიმარტივებს მუშაობის პროცესს. ყოველთვის ვღებულობთ იმ შედეგს, რასაც ველით როგორც კლიენტი კომპანია.

პეპსის პროექტები

Setanta Sports-ისა და PepsiCo-ს ქართული ბრენჩის გასული სეზონის კოლაბორაცია სიახლეების დამკვიდრების და ინდუსტრიის განვითარების ნათელი მაგალითია. შარშან, ჩვენი სოციალური ქსელი დატვირთული იყო სხვადასხვა სახის გათამაშებებით. ჩემპიონთა ლიგის თითოეულ მატჩის შემდგომ კი გულშემატკივრებისთვის საინტერესო სხვადასხვა თემაზე, თამაშთან დაკავშირებულ, პოდკასტს ვმასპინძლობდით. გადაცემის თანმდევი იყო სხვადასხვა სახის გათამაშებები, რომელიც მთელი პლეი ოფის მანძილზე გრძელდებოდა.

კოლაბორაციის ერთ-ერთი უმთავრესი ნაწილი პრესინგის “Pepsi edition” გახლდათ. საფეხბურთო „ფოტოგრაფიული მახსოვრობის” მქონე გამარჯვებული, სწორედ პეპსისთან ერთად, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საგზურით დავაჯილდოვეთ.

პეპსი & გიორგი მამარდაშვილი – უნიკალური პარტნიორობა

აღსანიშნავია რომ ჩვენი თანამშრომლობა, მხოლოდ ჩემპიონათა ლიგის მატჩებით არ შემოფარგლულა. ზაფხულში პეპსის სახე, ჩვენი ეროვნული ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი გახდა. გიორგის და პეპსის კოლაბორაცია რიგითი მოვლენა არ გახლდათ. ბევრმა არ იცის, რომ ჩვენი გოლკიპერი, ჯიჯი ბუფონის და იკერ კასილასის შემდეგ შემდეგ პირველი მეკარეა, რომელმაც პეპსისთან ითანამშრომლა. ექსკლუზიურად, ქართული ფეხბურთის ისტორიის ამ მნიშვნელოვანი მოვლენის მონაწილეები ჩვენც ვიყავით! გიორგისთან და პეპსისთან ერთად ჩვენს გულშემატკივრებს ბევრი სხვადასხვა, საინტერესო, გათამაშება შევთავაზეთ.

გიორგისთან კოლაბორაციას გამოარჩევვს ნინი დავითიძეც:

“გვყავს ვარსკვლავები, რომლებმაც საქართველო გააცნეს მსოფლიოს და დღეს, სწორედ მათი დამსახურებით გვიცნობენ. ამიტომ, Setanta Sports ისევე როგორც ჩვენი ბრენდის მთავარი მიზანი ჩვენი ქართველი სპორტსმენების წარმოჩენა და მათი აქტიური მხარდაჭერაა. გიორგი მამარდაშვილი ბუფონისა და კასილასის შემდეგ პირველი მეკარეა, თანაც ქართველი, რომელიც გახდა პეპსი საქართველოს ამბასადორი და ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, მის გვერდით კიდევ მრავალი ქართველი სპორტსმენი ვიხილოთ მომავალში, რომელთაც პეპსი გლობალიც გაიცნობს – უკვე საერთაშორისო დონეზე. ამაში კი Setanta Sports-ზე უკეთ ვერავინ დაგვეხმარება.”

2024-2025 წლების ჩემპიონთა ლიგის სეზონში პეპსი ჩვენი პარტნიორი, უკვე, სრული წლით გახდა, შესაბამისად თანამშრომლობის წლევანდელი მასშტაბი კიდევ უფრო გაიზრდება! Setanta Sports-ის კონტენტის გუნდი არაერთ საინტერესო გადაცემას, რუბრიკას და გათამაშებას ამზადებს, რომლებიც, სწორედ „Powered by Pepsi” იქნება.

თანამშრომლობაზე დამატებით ქეთო ცაავაც საუბრობს.

“წელს Setanta Sports-ი და პეპსი უკვე სეზონის დასაწყისიდანვე ვიწყებთ თანამშრომლობას – რაც საშუალებას მოგვცემს ბევრი საინტერესო იდეა განვახორციელოთ, დავგეგმოთ და მივაწოდოთ ჩვენს მომხმარებელს. გარდა ამისა აღსანიშნავია პეპსის გუნდი – რომელთან ურთიერთობაც საინტერესოა, მუდმივად მზად არიან სიახლეებისთვის და არაორდინალური იდეების მხარდაჭერისთვის რისთვისაც განსაკუთრებული მადლობა მათ.“

ჩემპიონთა ლიგა 2024-25 – ფორმატი

ჩვენი წლევანდელი კოლაბორაცია, ჩემპიონთა ლიგის წილისყრით გაიხსენება და მალე, ჩვენს სოციალურ ქსელებში, ჩემპიონთა ლიგის ახალ ფორმატთან დაკავშირებულ დეტალურ ვიდეო სერიებს შეხვდებით. ნამდვილ გულშემატკივრებს ეცოდინებათ, რომ წლევანდელი წელი, გამორჩეული და საინტერესო სწორედ ფორმატითაც გახლავთ.

დაპირისპირების ახალმა პრინციპმა, რომლის თავდაპირველი იდეა დაძაბულობისა და ინტერესის გაზრდა იყო, დიდი თავსატეხი გაუჩინა საზოგადოებას. კარგად ნაცნობი საშეჯიბრო სისტემიდან, ახალი პრინციპებზე გადაწყობა და მათი დეტალურად შესწავლა საკმაოდ რთული აღმოჩნდა. თუმცა პეპსისთან ერთად, სწორედ ჩვენი პლატფორმები დაგხმარებათ ყველა სიახლის გარკვევაში.

მანამ კი სანამ დეტალურ ახსნა-განმარტებებს შემოგთავაზებთ, გეტვით რომ წელს ლიგაზე 32-ის ნაცვლად 36 გუნდი ითამაშებს. ჩემპიონატი აღარ გვთავაზობს ჯგუფური ეტაპს და მის ნაცვლად გუნდები ერთიანი ლიგის სისტემით ითამაშებენ. 36 გუნდი ლიგის ფაზაში 8 შეხვედრას გამართავს. 4-ს შინ და 4-ს – გასვლაზე.

კლუბები 4 კალათად იქნებიან დაყოფილი. ყოველი კალათიდან ერთ გუნდს 2-2 მოწინააღმდეგე შეხვდება, საიდანაც ერთს სახლში ეთამაშება და მეორეს – გასვლაზე.

საბოლოო ჯამში შედგება 36-გუნდიანი ცხრილი. საიდანაც საუკეთესო 8 გუნდი მერვედფინალში პირდაპირ გავა. მე-9-დან 24-ე ადგილების ჩათვლით გუნდები კი ორმატჩიან წინასწარი პლეი ოფის რაუნდს ითამაშებენ, შინ და გასვლაზე, და ასე დააკომპლექტებენ მერვედფინალს.

25-ე ადგილს ქვემოთ გასული გუნდები ევროპა ლიგაზე არ გადაინაცვლებენ, პირდაპირ გამოეთიშებიან ევროტურნირებს.

დეტალურ ინფორმაციას ლიგის ახალ ფორმატთან დაკავშირებით, მის უპირატოსებობსა და გამოწვებებზე, ჩვენს სხვადასხვა პლატფორმაზე უნდა დაელოდოთ.

გვჯერა რომ წლევანდელი ჩემპიონთა ლიგა, ახალი ფორმატით, უკვე სრული წლით პეპსისთან ერთად კიდევ უფრო საინტერესო იქნება ამიტომ დარჩით თამაშში და დაელოდეთ სანუკვარ სექტემბერს.