სენტ ეტიენი vs ლიონი – ზურიკო დავითაშვილი გიორგი მიქაუტაძეს უმასპინძლებს. ქართველების დუელით ლიგა 1-ის 30-ე ტური დაიხურება.
ლიონი ჩემპიონთ ლიგის ზონისთვის იბრძვის, სენტ ეტიენის ამოცანა კი ფრანგული ფეხბურთის ელიტაში ადგილის შენარჩუნება იქნება.
სენტ ეტიენი vs ლიონი – პირდაპირი რეპორტაჟი
მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი 22:45 წუთიდან დაიწყება. მისი ქართულენოვანი რეპორტაჟის კომენტატორები ზუკა კობალავა და გიორგი ციხისთავი იქნებიან.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.
რონის დერბი – სენტ ეტიენი vs ლიონი
რონის დერბი, იგივე რონალპინის ან უბრალოდ ლე დერბი. ორივე კლუბი ოვერნიო რონალპის რეგიონს წარმოადგენს, თუმცა სენტ ეტიენი არც მდინარე რონზეა განლაგებული და არც რონის ადმინისტრაციას ეკუთვნის.
ქალაქებს შორის ქიშპობა სათავეს ჯერ კიდევ შუა საუკუნეებიდან იღებს. მთელი რიგი განსხვავებები მათ შორის იმაშიც გადახურდავდა, რომ ლიონი უფრო მეტად ბურჟუაზიულია, ხოლო სენტ ეტიენი მუშათა კლასის კუთვნილებაა.
საფეხბურთოდ რონის დერბის ისტორია 1951 წელს იღებს სათავეს. ქალაქებს შორის 50-კილომეტრიანმა დაშორებამ დერბის ლოკალურობის კრიტერიუმი დააკმაყოფილა, ხოლო მინდორზე წარმატებამ დაპირისპირება სპორტული თვალსაზრისითაც გაამწვავა.
სენტ ეტიენმა ჩემპიონატი 1957-1981 წლებში 10-ჯერ მოიგო. მწვანეებმა პარალელურად საფრანგეთის თასი 6-ჯერ მოიგეს და ევროთასებზეც სტაბილურად თამაშობდნენ.
ამ პერიოდში ლიონი შედეგებით მეტოქეს ოპონირებას თასზე უფრო მეტად უწევდა, ვიდრე ჩემპიონატში. კუპ დე ფრანსი ოლიმპიკ ლიონს ჯამში 5-ჯერ მოიგო. ლიგა 1-ის ტიტულს კი კლუბი პირველად 2002 წელს დაეუფლა, შემდეგ კი ის ზედიზედ კიდევ 6-ჯერ დაიცვა.
სენტ ეტიენი vs ლიონი – ურთიერშეხვედრები
ურთიერშეხვედრებში გუნდებს სულ 125-ჯერ უთამაშიათ. 47 გამარჯვება ლიონს დარჩა, სენტ ეტიენს – 44, ხოლო ფრედ 34 მატჩი დასრულდა.
დერბის საუკეთესო ბომბარდირები 14-14 გოლით ერვე რეველი და ფლორი დი ნალო არიან. ყველაზე მეტი, 28 მატჩი კი ლე დერბიში სერჟ ნოელ ჟილბერ კიეზას აქვს ჩატარებული. მაროკოში დაბადებული ფრანგი შემტევი ნახევარმცველი ლიონის ლეგენდაა და 1970-იან წლებში თამაშობდა.
ამ გუნდებმა 2-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად ლიგა 1-ის მიმდინარე გათამაშების პირველ წრეში ითამაშეს. ლიონმა ალექსანდრ ლაკაზეტის მიერ გატანილი ერთადერთი გოლით სენტ ეტიენს 1-0 სძლია.
დავითაშვილი vs მიქაუტაძე – ვის რა სჭირდება
ფრანგული მედია ორივე ქართველ ფეხბურთელს სასტარტო შემადგენლობაში ელის. მატჩამდე კი გუნდების სატურნირო მოტივაციასა და შანსებს გადავხედოთ.
თეორიულად სენტ ეტიენს დღესვე შეუძლია თავი გასავარდნ ზონას დააღწიოს და პლეი ოფის მე-16 ადგილზე დადგეს. ამისთვის ზურიკო დავითაშვილის გუნდს 5-ბურთიანი სხვაობით მოგება სჭირდება.
უშუალო მეტოქე ლე ავრია, რომელსაც ამ ტურში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მა 2-1 აკმარა.
საინტერესოა სენტ ეტიენისა და ლე ავრის მომდევნო მატჩები ლიგა 1-ში.
სენტ ეტიენი: ლიონი, სტრასბური, მონაკო, რეიმსი, ტულუზა.
ლე ავრი: მონაკო, ოსერი, მარსელი, სტრასბური.
მარტივი არცერთი გუნდის კალენდარია, შესაბამისად, თითოეულ ნაკლებსავარაუდო ქულას ოქროს ფასი ექნება. ცხადია, ეს ქულა ან ქულები ქომაგებისთვის ორმაგად ფასეული იქნება, თუკი მას დავითაშვილის გუნდი ლე დერბიში აიღებს.



რაც შეეხება ლიონს – გიორგი მიქაუტაძის გუნდს თეორიულად, ამავე ტურის შემდეგ შეუძლია როგორც მესამე ისე მეშვიდე ადგილზე აღმოჩნდეს.
ეს მხოლოდ მათემატიკური შანსებია, პრაქტიკული თვალსაზრისით კი ლიონს კარგი შანსი აქვს მომდევნო ტურსაც ჩემპიონთა ლიგის ზონაში შეხვდეს.
ცხადია, ევროპა ლიგაზე მანჩესტერ იუნაიტედთან განცდილი მტკივნეული მარცხი უკვალოდ ვერ ჩაივლიდა, თუმცა ლეგონისგან გულშემატკივარი რეაქციას ელის.