სარჩევი
საქართველო U21 vs რუმინეთი U21 - მზადება ევროპისთვის | Setanta Sports

საქართველო U21 vs რუმინეთი U21 – მზადება ევროპის ჩემპიონატისთვის გადამწყვეტ ფაზაში შედის. რამაზ სვანაძის გუნდი რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.

ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის დაწყებამდე 1 კვირით ადრე რამაზ სვანაძის განკარგულებაში 25 ფეხბურთელია, მათგან სლოვაკეთში სათამაშო განაცხადში 23 დარჩება.

საქართველო U21 vs რუმინეთი U21 – პირდაპირი რეპორტაჟი

საქართველო U21 vs რუმინეთი U21 – მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია ავსტრიიდან 20:30 წუთიდან დაიწყება. ქართულენოვანი რეპორტაჟის კომენტატორები გიორგი ციხისთავი და ნიკა ტაბატაძე იქნებიან.

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.

საქართველო U21 vs რუმინეთი U21 – ამხანაგური მატჩი

საქართველო U21-ის მსგავსად ევროპის ჩემპიონატზე რუმინეთის ახალგაზრდული ნაკრებიც ითამაშებს.

უმცროსი ტრიკოლორი A ჯგუფში მასპინძელ სლოვაკეთთან, ესპანეთსა და იტალიასთან ითამაშებენ.

რუმინეთიც შეკრებას ავსტრიაში გადის, თანაც პოლონეთთან მატჩისთვის, რომელიც რამაზ სვანაძის გუნდისთვის ტურნირის გამხსნელი შეხვედრა იქნება, შესაბამისი სპარინგ პარტნიორია.

გუნდის ძირითად ბირთვს რუმინეთში მოთამაშე ფეხბურთელები წარმოადგენენ. თუმცა გაფართოებულ შემადგენლობაში მრავლად არიან ლეგიონერები იტალიიდან და საფრანგეთიდან.

გუნდის მთავარი მწვრთნელი დანიელ გაბრიელ პანკუა, რომელსაც ფეხბურთელობის დროს თავის საუკეთესო წარმოჩენა ბეშიქთაშში გამოუვიდა. თურქმა ქომაგებმა ის ფენერბაჰჩეს კარში გატანილი გოლის გამო განსაკუთრებით შეიყვარეს და მეტსახელად პანტერაც შეარქვეს.

პანკუს გუნდმა 21-წლამდელთან ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის საკუთარი ჯგუფი მოიგო. E ჯგუფში რუმინეთმა პირველი ადგილი ბოლო ტურში, სამგუნდიან დუელში, დრამატულ ბრძოლაში მოიპოვა.

ტრიკოლორის ადგილას თავისუფლად შეიძლებოდა შვეიცარია U21 ან ფინეთი U21 ყოფილიყო. პანკუს გუნდმა ბოლო ტურში უშუალო მეტოქე შვეიცარიას 3-1 მოუგო.

ახალგაზრდული ევროპის 2025 წლის ჩემპიონატისთვის რუმინეთის მთავარ მწვრთნელ დანიელ პანკუს მიერ გამოძახებული წინასწარი შემადგენლობა:

მეკარეები:

რაზვან სავა (უდინეზე / იტალია), ოტო ჰინდრიხი (ჩფრ კლუჟი), ვლად რაფაილა (ლეჩე / იტალია);

მცველები:

დან სირბუ (ფარულ კონსტანცა), ტონი სტრატა (აიაჩო / საფრანგეთი), კრისტიან იგნატი (რაპიდ ბუქარესტი), მატეო დუცუ (მილანი / იტალია), მარიო ტუდოზე (არგეში), უმით აქდაღი (ტულუზი / საფრანგეთი), მატეი ილიე (ჩფრ კლუჟი), ანდრეი ბორზა (რაპიდ ბუქარესტი), კოსტინ ამზარი (ალ ნასრი / არაბთა გაერთიანებული საამიროები);

ნახევარმცველები:

კატალინ ვულტურარი (რაპიდ ბუქარესტი), ოვიდიუ პერიანუ (უნირეა სლობოზია), მარის კორბუ (აპოელი / კვიპროსი), კრისტიან მიჰაი (დინამო), კონსტანტინ გრამენი (რაპიდ ბუქარესტი), კატალინ კირჯანი (დინამო), რარეშ ილიე (კატანძარო / იტალია), ოქტავიან პოპესკუ (FCSB), შტეფან ბაიარამი (უნივერსიტატეა კრაიოვა), იანის სტოიკა (ჰერმანშტადი), ზორან მიტროვი (ბოტოშანი);

თავდამსხმელები:

ლუის მუნტეანუ* (ჩფრ კლუჟი), ვლადისლავ ბლანუცა (უნივერსიტატეა კლუჟი), რარეშ ბურნეტე (ლეჩე / იტალია).

ჩემპიონატისთვის საბოლოო 23-კაციანი შემადგენლობა გამოცხადდება 4 ივნისს.

*ლუის მუნტეანუ ასევე მოხვდა რუმინეთის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ მირჩა ლუჩესკუს მიერ გამოძახებულ შემადგენლობაში ავსტრიასა და კვიპროსთან ივნისის მატჩებისთვის. ის მოგვიანებით ახალგაზრდულ ნაკრებს შეუერთდება.

საკუთარ გუნდზე საუბრისას, მთავარ სისუსტედ მწვრთნელი შემართებას და მენტალობას ასახელებს. მაგალითად, კი მონტენეგროსთან მოგებული მატჩი მოჰყავს. საქართველო U21-ის წინააღმდეგ არ იქნება საკვირველი, თუკი პანკუ, მისი ფეხბურთელებისგან პირველიდან ბოლო წუთამდე სრულ კონცენტრაციას და ბრძოლას მოითხოვს.

რუმინეთიც საქართველო U21-ის მსგავსად მატჩებს 11, 14 და 17 ივნისს გამართავს. პირველი მეტოქე კი უმცროსი ფურია როხა იქნება.

ბოლო დროის რუმინულ პერიოდიკას თუ გადავხედავთ, მთავარი ორი თემაა – პირველი, ფაქტი, რომ ფერმინ ლოპესი ამჯერად, U21-ის ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს, და როგორც იქნა, დაისვენებს, და მეორე – თუ რამდენად დიდი აქცენტი აქვს რუმინეთის სამწვრთნელო შტაბს ბოლო დღეებში ფიზიკურ დატვირთებსა და მომზადებაზე.

საინტერესოა, რომ რუმინეთი U21 იმ 5 ახალგაზრდულ ნაკრებს შორისაა, რომელიც ევროპის ზედიზედ მე-4 ჩემპიოანტზე ითამაშებს. საპატიო კვინტეტში კიდევ იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი და გერმანია არიან.

მსოფლიოს 1930 წლის, მსოფლიოს პირველი ჩემპიონატის მონაწილე ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი კი U21-ის ფეხბურთელებს პირდაპირ მიმართავს, რომელსაც რუმინული პრესა ბრძანების სტატუსს ანიჭებს.

„გვსურს, რომ მათ საკუთარი თავის იწამონ. საკუთარი თავის წინაღობა დაძლიონ. გაიღონ მაქსიმუმი, რათა ჯგუფური ეტაპი დაძლიონ. ამას არა მხოლოდ მათთვის, არამედ რუმინეთის ფეხბურთისთვისაც ვისურვებთ.

ჩვენ იმ რამდენიმე ქვეყანას შორის ვართ, რომელთაც ბოლო წლებში, ოთხ ფინალურ ტურნირზე გასვლა მოახერხეს. მათ შორის არიან იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი და გერმანია,“ – განაცხადა ბურლეანუმ, რომელიც “ტრიკოლორების” მთავარი ნაკრების ვარჯიშს ესწრებოდა.

საინტერესოა, რომ რუმინეთი U21-ის მთავარ მწვრთნელს სამწვრთნელო შტაბში 14 სპეციალისტი ჰყავს.

დანიელ პანკუს სამწვრთნელო შტაბი რუმინეთის U21 ნაკრებში:

  • თანაშემწე მწვრთნელები: რაზვან როტარუ, ლუჩიან სანმარტეანუ
  • მეკარეთა მწვრთნელი: რაზვან სტანკა
  • ფიზიკური მომზადების მწვრთნელი: ვლად ნიკოარა
  • ვიდეოანალიტიკოსი: ოვიდიუ პოპესკუ
  • ექიმი: დან კოსტინი
  • ფიზიოთერაპევტები: მადალინ ტალპალარუ, ფლორინ დრაგნე
  • მასაჟისტები: ვლადიმირ ფოია, მარიან იონიკა
  • ამუნიციის მენეჯერი (მაღაზინერი): იონუც ნიკულიჩი
  • მედიის ოფიცერი: მიხაი ჩიბია
  • სპორტული დირექტორი: მარიუს ნიკულაე
  • გუნდური მენეჯერი: იულიან ოტელია

სხვა თუ არაფერი, რაოდენობა უკვე შთამბეჭდავია.

EURO 2025 U21 ჯგუფები

ჯგუფი A: სლოვაკეთი, ესპანეთი, იტალია, რუმინეთი
ჯგუფი B: ჩეხეთი, ინგლისი, გერმანია, სლოვენია
ჯგუფი C: პორტუგალია, საფრანგეთი, პოლონეთი, საქართველო
ჯგუფი D: ფინეთი, ნიდერლანდები, უკრაინა, დანია.

საქართველო U21 – მზადება

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას, 8 ივნისის ჩათვლით ავსტრიაში, დაბა ვენიგცელში განაგრძობს.

რამაზ სვანაძის გუნდი უკვე მესამე დღეა რაც სრული შემადგენლობით შეიკრიბა. გუნდს ბოლოს ლეგიონერები ლაშა ოდიშარია, გაბრიელ სიგუა და საბა მამაცაშვილი შეუერთდნენ.

რუმინეთის ახალგაზრდულთან მატჩს, მცირე ტრავმების გამო ნოდარ ლომინაძე და საბა გოგლიჩიძე გამოტოვებენ.

21-წლამდე ნაკრები, ივნისში, ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩს 11 ივნისს, პოლონეთის წინააღმდეგ გამართავს, 14 ივნისს საფრანგეთს შეხვდება და ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში, 17 ივნისს პორტუგალიას დაუპირისპირდება.

ევრო 2025 საქართველო U21 – მატჩების განრიგი

11 ივნისი | პოლონეთი V საქართველო | ჟილინა
14 ივნისი | საფრანგეთი V საქართველო | ჟილინა
17 ივნისი | საქართველო V პორტუგალია | ტრენჩინი

საქართველო U21 გაფართოებული შემადგენლობა

მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), ლევან თანდილაშვილი (თელავი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი).

მცველები: საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ირაკლი იაკობიძე (დინამო თბილისი), საბა მამაცაშვილი (სირიუსი, შვედეთი), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბილისი), გიორგი მაისურაძე (პოლისია ჟიტომირი, უკრაინა), საბა გოგლიჩიძე (ემპოლი, იტალია), საბა საზონოვი (ემპოლი, იტალია), ირაკლი აზაროვი (დონეცკის შახტარი, უკრაინა), ლუკა ლაცაბიძე (ოდესის ჩერნომორეცი, უკრაინა).

ნახევარმცველები: ოთარ მამაგეიშვილი (ფამალიკაო, პორტუგალია), ლუკა გაგნიძე (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), ირაკლი იეგოიანი (ვიტესი, ნიდერლანდები), ნოდარ ლომინაძე (დინამო თბილისი), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია), ლევან ოსიყმაშვილი (ჰაპოელ ჰადერა, ისრაელი), თორნიკე მორჩილაძე (დინამო თბილისი).

თავდამსხმელები: გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ვასილიოს გორდეზიანი (სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა), გიზი მამაგეიშვილი (იბერია 1999), ვახტანგ ბედოშვილი (გარეჯი), გიორგი აბუაშვილი (კოლხეთი 1913), ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია).