სარჩევი

ვილი სანიოლმა ევრო 2004-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მოახლოებული მატჩებისთვის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა. ნაკრებში ორი დებიუტანტია, გულშემატკივრის სურვილი კი აუსრულებელი დარჩა, გიორგი არაბიძე სიაში ვერ მოხვდა.

საქართველოს ნაკრები 8 სექტემბერს ესპანეთის ნაკრებს შეხვდება, მატჩი ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება. 12 სექტემბერს კი გასვლაზე ნორვეგიასთან ითამაშებს.

ეროვნული ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი ლორია („დინამო”, თბილისი, საქართველო), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი)

დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ლაშა დვალი („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი), საბა კვირკველია („ალ ახდუდი“, ნაჯრანი, საუდის არაბეთი), ირაკლი აზაროვი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა), ლადო მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), სანდრო კალანდაძე („დინამო“, თბილისი, საქართველო), საბა საზონოვი („დინამო“, მოსკოვი, რუსეთი)

ნახევარდაცვა: ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, გრაცი, ავსტრია), საბა ლობჟანიძე („ატლანტა იუნაიტედი“, ატლანტა, აშშ), გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი”, ინგლისი), გიორგი ქოჩორაშვილი (“ლევანტე”, ვალენსია, ესპანეთი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი, საქართველო), ლუკა გაგნიძე („დინამო“, მოსკოვი, რუსეთი), გიორგი აბურჯანია („ჰატაისპორი“, ანტაკია, თურქეთი), გიორგი წიტაიშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი),

თავდასხმა: გიორგი მიქაუტაძე („აიაქსი“, ამსტერდამი, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია)

დებიუტანტები

ნაკრებშია ლევანტეს ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი და დინამოს თბილისის მცველი სანდრო კალანდაძე. ქოჩორაშვილს ბოლო დროს სათამაშო დრო მიეცა და შანსიც მიიღო. კალანდაძემ კი ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გამოიჩინა თავი, ერთ-ერთი იმათგანია, ვისგანაც გულშემატკივარი ბევრს ელის.

ძალიან საწყენი იქნება არაბიძისთვის რომ სიაში საკუთარი გვარი ვერ ამოიკითხა. თუმცა, აჯობებს ამ თემას მოგვიანებით უფრო ვრცლად შევეხოთ. ასე ორი სიტყით კი მხოლოდ ის შეიძლება ითქვას, რომ მწვრთნელს თავისი ხედვა აქვს, მის საქმეში ვერავინ ჩაერევა, კითხვას კი აუცილებლად დაუსვამენ – რატომ დარჩა კარგ ფორმაში შესული არაბიძე განაცხადს მიღმა.

განრიგი:

8 სექტემბერი | საქართველო – ესპანეთი | 20:00

12 სექტემბერი | ნორვეგია – საქართველო | 22:45