პსჟ vs ლივერპული – 1/8-ფინალის პირველ მატჩს პარკ დე პრენსი მასპინძლობს. უყურე, ხვიჩა კვარაცხელიას მატჩს ლივერპულის წინააღმდეგ setantasports.com-სა და Setanta Sports-ზე.
რომ არა ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორი, წყვილი თავადაც უდავოდ, უდიდეს ინტერესს იწვევს. პარიზში ხომ ამჟამად გამორჩეულ ფორმაში მყოფი ორი გუნდი უპირისპირდება ერთმანეთს.
პსჟ vs ლივერპული – პირდაპირი რეპორტაჟი
პარკ დე პრენსზე გასამართი მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი 23:55 წუთიდან დაიწყება. პსჟ vs ლივერპულის ლაივის ნახვა setantasports.com-ზე, Setanta Sports-სა და Setanta Sports Georgia-ს Youtube გვერდზე იქნება შესაძლებელი.
მატჩის კომენტატორები ანდრო ხელაძე და ნიკოლოზ ტაბატაძე იქნებიან. Setanta Sports-ის გუნდის კომენტატორები მატჩს ადგილიდან, პარკ დე პრენსიდან წაიყვანენ, ეს კი ცხადია, რეპორტაჟს დამატებით ეშხსა და დინამიკას შესძენს.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.
პროცესი სასურველ ბანერზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
პსჟ vs ლივერპული – მატჩამდე
ფორმა? ტონუსი? დინამიკა? განგრძობითობა? დომინაცია? ეს და სხვა მსგავსი ეპითეტები ამჟამად როგორც პსჟ-ს ასევე ლივერპულს უზუსტესად შეესაბამება.
პსჟ ლიგა 1-ს ლიდერობს, ხოლო ლივერპული – პრემიერ ლიგას, ორივე დამაჯერებლად და ორივე ჰანდიკაპით.
პსჟ-ს 22-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს – 19 მოგება და 3 ფრე. ეს სტატისტიკა ლუის ენრიკეს გუნდს ყველა ტურნირზე აქვს. უშუალოდ ჩემპიონთა ლიგაზე, ბოლოს პსჟ-მა ბრესტი ორი მატჩის ჯამში 10-0 გაანადგურა.
ლივერპული კი ჩემპიონთა ლიგას ლიგის ფაზის შემდეგ ახლაღა უბრუნდება. ცხადია, არნე სლოტის გუნდმა პლეი ინი გამოტოვა. ახალი ფორმატის ლიგის ფაზა სწორედ მერსისაიდელებმა მოიგეს.
ხვიჩა კვარაცხელია vs ლივერპული
ხვიჩა კვარაცხელიას ლივერპულის წინააღმდეგ 2 მატჩი აქვს ჩატარებული, ორივე ჩემპიონთა ლიგაზე და ორივე ნაპოლის მაისურით.
დიეგო მარადონაზე ნაპოლი 4-1 მოიგო. კვარამ კი 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.
მართალია ენფილზე ლივერპულმა 2-0 გაიმარჯვა, თუმცა იქ ჯგუფში უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. ჯგუფში პირველზე ნეაპოლელები გავიდნენ.
მხოლოდ 1 საგოლე გადაცემის მიუხედავად, ხვიჩას თამაშმა მაშინ დიდი რეზონანსი გამოიწვია. იურგენ კლოპიდან დაწყებული ყველა კვარას საშემსრულებლობა ოსტატობასა და ესთეტიკაზე საუბრობდა.
ურთიერთშეხვედრები
რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს პსჟ vs ლივერპული UEFA-ს ტურნირების ისტორიაში 4 შეხვედრას ითვლის. აქედან გუნდებმა 2-2 მოიგეს.
გუნდები პირველად თასების მფლობელთა თასების გათამაშებაში, 1996-97 წლების სეზონში შეხვდნენ. პირველი ნახევარფინალი პსჟ-მა 3-0 მოიგო, საპასუხო, ენფილდურ მატჩში კი ლივერპულს წყვილის დამატებით დროში გადასაყვანად 1 გოლი დააკლდა, შეხვედრა 2-0 დასრულდა.
იმ სეზონის ფინალში პსჟ ბარსელონასთან 0-1 დამარცხდა. ფინალის ერთადერთი გოლი რონალდომ პენალტიდან გაიტანა.
გათამაშების ბომბარდირი 7 გოლით მაშინ ლივერპულელი რობი ფაულერი გახდა.
პსჟ vs ლივერპული წყვილის მეორე ქვე-თავი 2018/19 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპზე დაიწერა. მაშინ გუნდებმა ქულები გაცვალეს. ენფილდზე ლივერპულმა 3-2 მოიგო, ხოლო პარიზში პსჟ-მა 2-1.
იმ სეზონში ლივერპულმა ფინალში ტოტენჰემი დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგა ისტორიაში მეექვსედ მოიგო.
შესაბამისად, თუ ეს გუნდები ევროტურნირებზე ერთმანეთს ხვდებიან, რომელიმე აუცილებლად ფინალში გადის.
ჩემპიონთა ლიგა 1/8-ფინალი – მატჩები
სათამაშო დღის განრიგი და წყვილები ასე გამოიყურება.
ფეიენოორდი | 20:45 | ინტერი |
მიუნხენის ბაიერნი | 23:55 | ლევერკუზენის ბაიერი |
ბენფიკა | 23:55 | ბარსელონა |
პსჟ | 23:55 | ლივერპული |