პსჟ vs ოსერი – საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონები ლიგა 1-ის მე-6 ტურში ოსერს უმასპინძლებენ და მიმდინარე სეზონში მესამე საშინაო გამარჯვებას დაუმიზნებენ.
ამ გუნდებს შორის გამართულ ბოლო მატჩში, რომელიც ასევე პარკ-დე პრანსზე გაიმართა, ხვიჩა კვარაცხელიამ დუბლი შეასრულა (3:1).
მატჩი პსჟ-სა და ოსერს შორის 27 სექტემბერს, თბილისის დროით 23:05-ზე დაიწყება.
უყურე ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს ოსერის წინააღმდეგ Setanta Sports 1-ზე და setantasports.com-ის პლატფორმაზე:
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.
პარიზულმა გრანდმა, 22 სექტემბერს, გასვლითი მატჩი ველოდრომზე დათმო მარსელის წინააღმდეგ (0:1), თუმცა იმავე დღეს უსმან დემბელე პარიზში ოქროს ბურთით დაჯილდოვდა, ასე რომ, პარიზში საზეიმო განწყობისთვის ხელი არაფერს შეუშლია.
უსმან დემბელე გასულ სეზონში პარიზულ კლუბს თავისი ისტორიის განმავლობაში პირველი ტრიპლეტის დაუფლებაში დაეხმარა და ოქროს ბურთიც დაიმსახურა.
დემბელე – ოქროს ბურთი 2025-ის გამარჯვებული
ფრანგული კლუბის ქართველი ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის რეიტინგში მე-12 ადგილზე გავიდა.
ოქროს ბურთის 10-ეულში პსჟ-ს კიდევ ორი ფეხბურთელი მოხვდა – ვიტინია ხმებით მე-3 ადგილზე გავიდა, ხოლო აშრაფ ჰაკიმიმ რეიტინგში მე-6 ადგილი დაიკავა.
მარსელთან განცდილი მინიმალური ანგარიშით წაგების შემდეგ, ლუის ენრიკეს გუნდი საკუთარ მოედანზე რეაბილიტაციის მოხდენას ოსერის წინააღმდეგ შეეცდება.
ოსერმა ბოლო მატჩში საკუთარ მოედანზე ტულუზას უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით (1:0) დაამარცხა. მასპინძლები 64-ე წუთის შემდეგ 10 კაცით თამაშობდნენ, თუმცა უპირატესობის შენარჩუნება და 3 ქულის აღება მაინც შეძლეს.
5 ტურის შემდეგ ოსერი საფრანგეთის ჩემპიონატში მე-10 ადგილზეა 6 ქულით.
ლუის ენრიკე, რომელიც ოქროს ბურთის დაჯილდოვებაზე წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს, პსჟ-ს მთავარი მწვრთნელის რანგში პარკ-დე ფრანსზე ზედიზედ ორჯერ მხოლოდ ერთხელ დამარცხდა.
მარსელთან წაგების შემდეგ, სულ მეოთხედ ხდება ბოლო 11 წლის განმავლობაში, როდესაც პსჟ პირველი ხუთი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილის სათავეში არა არის. აღსანიშნავია, რომ ოთხიდან სამჯერ პარიზელებმა მაშინ ჩემპიონობის მოპოვება ვერ შეძლეს.
პსჟ საკუთარ მოედანზე საფრანგეთის ჩემპიონატში შეუდარებელია. ზედიზედ 35 მატჩია, რაც საშინაო მატჩებში პარიზელებს გოლი გააქვთ.
რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს, პარიზელებს ოსერთან 7-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ, ჯამში კი გოლების შეფარდება 11-3-ზეა.
ლუის ენრიკეს გუნდი ოსერთან შეხვედრას დანაკლისით ხვდება. პარიზელებს ტრავმის გამო დემბელე და დეზირე დუე დააკლდებათ, ასევე საეჭვოა ბრედლი ბარკოლას და ჟოაო ნევეშის თამაშიც.
ოსერს დისკვალიფიკაციის შემდეგ ჟოსუე კასიმირი დაუბრუნდება, თუმცა უსამა ელ აზუზის გარეშე მოუწევს თამაში, რომელიც გუნდს ტრავმის გამო რამდენიმე კვირით გამოაკლდა.
პსჟ vs ოსერი – სავარაუდო შემადგენლობები
პსჟ – შევალიე, ჰაკიმი, ბერალდო, ზაბარნი, ერნანდესი, ზაირ-ემერი, ვიტინია, კან-ინ ლი, მბაიე, რამოში, კვარაცხელია
ოსერი – პერსინი, სენაია, აკპა, სივე, სირალტა, მენსა, ნამასო, დანოა, ოვუსუ, სინაიოკო, მარა