მიუხედავად დისკვალიფიკაციისა, არგენტინელი ნახევარმცველი ჯანლუკა პრესტიანი ლისაბონის ბენფიკასთან ერთად მადრიდში გაემგზავრა და თავის გუნდს ტრიბუნებიდან უგულშემატკივრებს.
პრესტიანის მსგავსად, მატჩს ტრიბუნებიდან წინა მატჩში მიღებული წითელი ბარათის გამო, ბენფიკას მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო დააკვირდება.
ბენფიკა vs რეალი – სრული ჩანაწერი
გამოიყენეთ ახალი პრომო კოდები და მიიღეთ ფასდაკლება setantasports.com-ზე, როგორც თვის, ასევე წლის გამოწერაზე.
NEWS26 და YEAR26 – ორივე პრომო კოდის გამოყენებისას 30 %-იან ფასდაკლებას მიიღებთ.
NEWS26 – თვის გამოწერა
YEAR26 – წლის გამოწერა
ვინისიუს ჟუნიორთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ, უეფამ არგენტინელი ნახევარმცველი დროებითი 1-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა, გამოძიება ვინისტვის რასისტული შეურაცხყოფის საქმეზე კვლავ მიმდინარეობს, ბენფიკას პოზიცია უცვლელია, კლუბმა დისკვალიფიკაციის თაობაზე აპელაციაც შეიტანა, ლისაბონური გუნდი ამტკიცებს, რომ პრესტიანის მხრიდან რასისზმს ადგილი არ ჰქონდა.
‘პრესტიანის რასისტს უწოდებენ, მაშინ, როცა მისთვის ყველაფრის დაბრალება შეიძლება რასიზმის გარდა – ამის გარანტიას პირადად ვიძლევი. პრესტიანის ვესაუბრე და მისი ნათქვამის მჯერა’, – განაცხადა ბენფიკას პრეზიდენტმა, რუი კოშტამ.
UEFA ვინისიუსის და პრესტიანის საქმეს გამოიძიებს
ლისაბონში გამართული პირველი მატჩი ბენფიკასა და მადრიდის რეალს შორის ვინისიუსის გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით მადრიდელთა გამარჯვებით დასრულდა (0:1).
საპასუხო შეხვედრას გუნდები სანტიაგო ბერნაბეუზე 25 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 სთ-ზე გამართავენ, მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა Setanta Sport 1-სა და setantasports.com-ის პლატფორმაზეა შესაძლებელი.