სარჩევი
პრემიერ ლიგა 27-ე ტური | ლივერუპული, სიტი და სხვა ამბები | Setanta Sports

პრემიერ ლიგა 27-ე ტური – კვირის შუაში ინგლისში რაუნდია. არსენალი ლივერპულთან, წინა ტურში გაზრდილი ჩამორჩენის კვლავ შემცირებას ეცდება.

პრემიერ ლიგა – პირდაპირი რეპორტაჟი

ინგლისური პრემიერ ლიგის მატჩების პირდაპირ რეპორტაჟებს setantasports.com-ზე ნახავთ.

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.

პროცესი სასურველ ბანერზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

პრემიერ ლიგა 27-ე ტური – მატჩები

ტური სამ დღეზეა განაწილებული. პირველ დღეს 4 მატჩია – ბრაიტონი vs ბორნმუთი, კრისტალ პალასი vs ასტონ ვილა, ვულვზი vs ფულემი და ჩელსი vs საუთჰემპტონი.

ტურის ცენტრალური მატჩები 26 თებერვალსაა, ტოტენჰემი vs მანჩესტერ სიტი, ნოტინგემი vs არსენალი და ლივერპული vs ნიუკასლი გამორჩეულ შეხვედრებს გვპირდება.

ამავე დღეს ითამაშებენ ბრენტფორდი vs ევერტონი და მანჩესტერ იუნაიტედი vs იფსვიჩ თაუნი.

ტური ვესტ ჰემისა და ლესტერ სიტის დაპირისპირებით დასრულდება.

მასპინძელიდრო და თარიღისტუმარი
25 თებერვალი
ბრაიტონი23:30 ბორნმუთი
კრისტალ პალასი23:30ასტონ ვილა
ვულვზი23:30ფულემი
26 თებერვალი
ჩელსი00:15საუთჰემპტონი
ბრენტფორდი23:30ევერტონი
ნოტინგემ ფორესტი23:30არსენალი
ტოტენჰემი23:30მანჩესტერ სიტი
მანჩესტერ იუნაიტედი23:30იფსვიჩ თაუნი
27 თებერვალი
ლივერპული00:15ნიუკასლი
ვესტ ჰემი23:55ლესტერი

პრემიერ ლიგა – სატურნირო ცხრილი

პოზიციაგუნდიქულებითამაშიმოგებაფრეწაგებაგატანილი გოლებიგაშვებული გოლები
1ლივერპული642619616224
2არსენალი532615835123
3ნოტინგემ ფორესტი472614574433
4მანჩესტერ სიტი442613585237
5ნიუკასლი442613584636
6ბორნმუთი432612774430
7ჩელსი432612774836
8ასტონ ვილა412611873739
9ბრაიტონი4026101064238
10ფულჰემი392610973835
11ბრენტფორდი3726114114742
12ტოტენჰემ ჰოტსპური3326103135338
13კრისტალ პალასი33268993132
14ევერტონი312671092933
15მანჩესტერ იუნაიტედი302686123037
16ვესტ ჰემი302686123047
17ვულვზი222664163654
18იფსვიჩ თაუნი172638152454
19ლესტერი172645172559
20საუთჰემპტონი92623211961

ლივერპული vs ნიუკასლი – ლაივი

11 ქულა და 12 ტური ლივერპულს მდევარ არსენალთან და ამავდროულად, მე-20 ჩემპიონობამდე სწორედ ეს მანძილი აშორებს.

წინა ტურში მერსისაიდელებმა გასვლაზე მანჩესტერ სიტი დაამარცხეს, ხოლო არსენალმა ვერტ ჰემთან ლონდონურ დერბიში წააგო.

რაც შეეხება ნიუკასლს – ჯორდებმა წინა ტურში ერთ-ერთ გამორჩეულ მატჩში ნოტინგემ ფორესტს 4-3 სძლიეს.

ენფილდზე გასამართ მატჩამდე წყვილში ფავორიტი ლივერპულია. ურთიერთშეხვედრების ისტორიაც არნე სლოტის გუნდის მხარესაა.

ლივერპულს ნიუკასლთან შინ 1994 წლის შემდეგ, 28 მატჩია არ წაუგია. მთლიანობაში კი შინაც და გასვლაზეც, ნიუკასლი წითლების დამარცხებას 16 შეხვედრაა ვერ ახერხებს.

ლივერპულის 11-ქულიანი უპირატესობა მრისხანედ კი გამოიყურება, თუმცა მდევარ არსენალს 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. შესაბამისად, არნე სლოტის გუნდს მოდუნებისთვის ერთით ნაკლები არგუმენტი აქვს.

თავის მხრივ ნიუკასლი ჩემპიონთა ლიგის ზონისთვის იბრძვის. ცხრილის ზედა ნაწილში არსებული სიმჭიდროვიდან გამომდინარე, ნებისმიერი ნაკლებადმოსალოდნელი ქულა ან ქულები ევროსაგზურის მაძიებლებისთვის კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს.

მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი 27 თებერვალს, 00:15 წუთზე დაიწყება.