სარჩევი
პრემიერ ლიგა 30-ე ტური - ბოლო აჩქარება კუნძულზე | Setanta Sports

პრემიერ ლიგა 30-ე ტური – სანაკრებო შესვენების შემდეგ ბოლოს ინგლისის ჩემპიონატი ბრუნდება. მიზეზი უიქენდზე გამართული FA Cup-ის მატჩებია. ჩემპიონატი რამდენიმე გამორჩეული წყვილით ბრუნდება.

პრემიერ ლიგა – 30-ე ტური

1-3 აპრილის ჩათვლით პრემიერ ლიგის 10 მატჩი გაიმართება. ჩელსი vs ტოტენჰემი, ნოტინგემი vs მანჩესტერი, არსენალი vs ფულემი, ლივერპული vs ევერტონი, ბრაიტონი vs ასტონ ვილა და სხვა. ტურს რამდენიმე, გამორჩეულად საინტერესო აფიშა აქვს.

1-ელ აპრილს სამი მატჩი იქნება, 2 აპრილს – 6, ხოლო რაუნდი 3 აპრილს 1 მატჩით დაიხურება.

პრემიერ ლიგა 30-ე ტური – მატჩების განრიგი და სრული სია კი ასე გამოიყურება.

თარიღიდრომასპინძელი გუნდისტუმარი გუნდი
01.04.22:45არსენალიფულემი
01.04.22:45ვულვზივესტ ჰემი
01.04.23:00ნოტინგემიმანჩესტერ იუნაიტედი
02.04.22:45ბორნმუთიიფსვიჩი
02.04.22:45ბრაიტონიასტონ ვილა
02.04.22:45მანჩესტერ სიტილესტერი
02.04.22:45ნიუკასლიბრენტფორდი
02.04.22:45საუთჰემპტონიკრისტალ პალასი
02.04.23:00ლივერპულიევერტონი
03.04.23:00ჩელსიტოტენჰემი

30-ე ტურში რთულია თქვა, რომელია ცენტრალური შეხვედრა, თუმცა თითქმის ყველა წყვილს საკუთარი ეშხი და პრე ისტორია აქვს.

ლივერპულური და ლონდონური დერბები ცხადია ყველაზე მეტად კაშკაშებს, თუმცა თუკი სატურნირო ცხრილს უფრო ყურადღებით ჩავხედავთ, დავინახავთ, რომ ბრაიტონი vs ასტონ ვილა, თავისუფლად შეიძლება იყოს ბრძოლისა და სანახაობის ეპიცენტრად იქცეს.

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.

პროცესი სასურველ ბანერზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

პრემიერ ლიგა – სატურნირო ცხრილი

9 ტური და 12 ქულა – ლიდერ ლივერპულსა და არსენალს შორის სწორედ ეს მიმართებაა. მართალია, პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე მეტი, 13 ქულა სწორედ არსენალს ამოუქაჩავს საჩემპიონო ბრძოლაში, თუმცა ამის მოხერხება მხოლოდ 9 ტურში, რთულად წარმოსადგენია.

გასათამაშებელი 27 ქულიდან, ლივერპულმა ფაქტობრივად ყოველი მეორე ქულა უნდა დაკარგოს, ხოლო არსენალმა უდანაკარგოდ იაროს.

სამაგიეროდ, კვლავ დაძაბული ვითარებაა საჩემპიონთალიგო ზონისთვის ბრძოლაში. პრემიერ ლიგას 99%-იანი ალბათობით მომდევნო სეზონში, ლიგაზე +1 ადგილი ექნება ეს კი ნიშნავს, რომ ბრძოლა მე-3, მე-4 და მე-5 ადგილებისთვის ლიგის საგუზირისთვის პაექრობას უტოლდება.

აქ ნოტინგემი მე-6 ადგილთან 7-ქულიანი ჰანდიკაპითაა, თუმცა დარჩენილ ტურებში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

მე-3-მე-10 ადგილებს შორის სხვაობა მხოლოდ 10 ქულაა. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ საევროთასო ზონისთვის ბრძოლაში ყველაფერი ბოლო 38-ე ტურმა გაარკვიოს.

პრემიერ ლიგა 30-ე ტური – რაუნდის დაწყებამდე სატურნირო ცხრილი სრულად ასე გამოიყურება.

#გუნდიგატ.გაშვ.სხვ.ქულაბოლო 5 მატჩი
1ლივერპული2921716927+4270✅ ✅ ✅ ➖ ✅
2არსენალი29161035324+2958✅ ➖ ➖ ❌ ✅
3ნოტინგემი2916674935+1454✅ ✅ ➖ ❌ ❌
4ჩელსი2914785337+1649❌ ✅ ✅ ❌ ❌
5მანჩესტერ სიტი2914695540+1548➖ ❌ ✅ ❌ ✅
6ნიუკასლი2814594738+947✅ ❌ ✅ ❌ ❌
7ბრაიტონი29121164842+647➖ ✅ ✅ ✅ ✅
8ფულემი2912984338+545✅ ❌ ✅ ❌ ✅
9ასტონ ვილა2912984145-445✅ ❌ ✅ ➖ ➖
10ბორნმუთი2912894836+1244❌ ➖ ❌ ❌ ✅
11ბრენტფორდი29125125045+541✅ ❌ ➖ ✅ ✅
12კრისტალ პალასი2810993633+339✅ ✅ ✅ ❌ ✅
13მანჩესტერ იუნაიტედი29107123740-337✅ ➖ ✅ ➖ ❌
14ტოტენჰემი29104155543+1234❌ ➖ ❌ ✅ ✅
15ევერტონი2971393236-434➖ ➖ ➖ ➖ ✅
16ვესტ ჰემი2997133349-1634➖ ❌ ✅ ✅ ❌
17ვულვზი2975174058-1826✅ ➖ ❌ ✅ ❌
18იფსვიჩი2938182862-3417❌ ❌ ❌ ❌ ➖
19ლესტერი2945202565-4017❌ ❌ ❌ ❌ ❌
20საუთჰემპტონი2923242170-499❌ ❌ ❌ ❌ ❌

პრემიერ ლიგა – არსენალი vs ფულემი

ტურს ლონდონური დერბი გახსნის. ემირეითსზე არსენალი და ფულემი ითამაშებენ.

არსენალის გარემარბი ბუკაიო საკა ტრავმის შემდეგ მოედანს უბრუნდება. ბარძაყის კუნთის გაწყვეტის გამო მან სამი თვე გამოტოვა, თუმცა შესაძლებელია, რომ ის არა თუ სათადარიგო სკამიდან, არამედ სასტარტო შემადგენლობაში ვიხილოთ.

ვირუსული ინფექციის შემდეგ იურიენ ტიმბერიც გამოჯანმრთელდა, თუმცა მცველი რიკარდო კალაფიორი, რომელმაც მუხლის ტრავმა სანაკრებო პაუზაზე მიიღო, რამდენიმე კვირას ვერ ითამაშებს.

ფულემის მთავარმა მწვრთნელმა მარკუ სილვამ აღნიშნა, რომ თასზე კრისტალ პალასთან მარცხის შემდეგ გუნდში მხოლოდ მსუბუქი ტრავმები და გადაღლილობა შეინიშნება.

ყოფილი არსენალელი რაის ნელსონი კვლავ ლაზარეთში რჩება – მას ბარძაყის ტრავმა აწუხებს.

მატჩის ფაქტები

პირისპირ შეხვედრები

  • არსენალს არასდროს წაუგია ფულემთან პრემიერლიგის 31 საშინაო მატჩში (24 მოგება, 7 ფრე) — ეს არის სარეკორდო სერია ინგლისის ლიგის ისტორიაში.
  • თუმცა, ბოლო სამ მატჩში არსენალმა გამარჯვება ვერ მოიპოვა (2 ფრე, 1 მარცხი).

არსენალი

  • ბოლო 19 პრემიერლიგურ შეხვედრაში არსენალს მხოლოდ ერთი მარცხი აქვს (11 მოგება, 7 ფრე).
  • გუნდმა ამ სეზონში ლონდონის დერბებში 20 ქულა მოიპოვა — ყველაზე მეტი მთელ ლიგაში.
  • მატჩებში საშუალოდ 23.6 დარტყმა ფიქსირდება (13.9 თავად ასრულებს, 9.7 — მეტოქე), რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია პრემიერლიგაში.
  • არსენალს 17 მშრალი მატჩი აქვს ყველა ტურნირზე და 29 ლიგური თამაშიდან 11-ში მოწინააღმდეგის XG 0.5-ზე ნაკლები იყო — საუკეთესო შედეგი ლიგაში.
  • გუნდმა კუთხურებიდან 27 გოლი გაიტანა, წინა სეზონის დაწყების შემდეგ — ყველაზე მეტი პრემიერ ლიგაში.
  • 1-ელ აპრილს ჩატარებული ყველა პრემიერლიგური შეხვედრა (7 მატჩი) არსენალის გამარჯვებით დასრულდა, ჯამური ანგარიშით 25:3.

ფულემი

  • ფულემს სტუმრად ზედიზედ სამი გამარჯვება ჰქონდა, მაგრამ სერია ბრაიტონთან წაგებით შეწყდა.
  • ფულემს აქვს შანსი, რომ კლუბის სარეკორდო რაოდენობას გაუთანაბრდეს, ლონდონურ დერბიში სეზონში მოპოვებული 5 გამარჯვებით (1931-32, 1947-48 და 2000-01 წლები).
  • მარკუ სილვას საშუალოდ 1.3 ქულა აქვს მოპოვებული ლონდონის დერბებში — საუკეთესო მაჩვენებელი მათ შორის, ვინც ფულემს პრემიერლიგაში მინიმუმ 10 დერბიში ხელმძღვანელობდა.
  • გუნდის 43 გოლიდან 13 შეცვლაზე შემოსულმა მოთამაშეებმა გაიტანეს — ყველაზე მეტი მთელ ლიგაში.
  • ენტონი რობინსონს პრემიერლიგის ამ სეზონში 50 ჩაჭრა აქვს — იგივე მაჩვენებელი აქვს ლივერპულის რაიან გრავენბერხსაც.

პრემიერ ლიგა – ვულვზი vs ვესტ ჰემი

ვულვზის ფორვარდი მატეუშ კუნია კვლავ იუქმებს – ის ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაციის მესამე თამაშს ტოვებს.

იორგან სტრანდ ლარსენი გუნდის განკარგულებაშია, მიუხედავად იმისა, რომ მან სანაკრებო პაუზაზე ნორვეგიის შემადგენლობაში ხელის მოტეხილობის გამო ვერ ითამაშა.

ვესტ ჰემის თავდამსხმელი ნიკლას ფიულკრუგი თითქმის სამთვიანი პაუზის შემდეგ (ბარძაყის ტრავმა) გუნდს უბრუნდება.

მიკაილ ანტონიო და კრისენსიო სამერვილი კვლავ ტრავმირებულები არიან და მომავალ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებენ.

მატჩის ფაქტები

პირისპირ შეხვედრები

  • ვესტ ჰემი ეცდება ვულვზთან ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვოს.
  • ვულვზს ეცდება პრემიერლიგაში ვესტ ჰემთან შინ ზედიზედ მეორე მარცხი თავიდან აირიდოს – მსგავსი რამ ბოლოს 1920-1922 წლებში მოხდა, როცა მგლებმა ზედიზედ სამჯერ წააგეს.
  • ბოლო 9 ლიგური მატჩიდან ვესტ ჰემმა ვულვზთან 7 მოიგო – იმდენივე, რამდენიც წინა 23 შეხვედრაში საერთო ჯამში ჰქონდა მოგებული.

ვულვერჰემპტონი

  • ბოლო 6 ლიგურ შეხვედრაში ვულვზმა 10 ქულა მოიპოვა – ზუსტად იმდენივე, რამდენიც წინა 12 მატჩში.
  • თუმცა, მგლებმა მოლინიუზე ჩატარებული ბოლო 8 შეხვედრიდან მხოლოდ ორი მოიგეს.
  • ვულვზის თამაშებში ამ სეზონში სულ 98 გოლი გავიდა (40 გატანილი, 58 გაშვებული) — ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ტოტენჰემთან ერთად.
  • იორგენ სტრანდ ლარსენის 9 ლიგური გოლიდან 5 გამათანაბრებელი იყო.

ვესტ ჰემი

  • ვესტ ჰემს ბოლო 4 ლიგური თამაშიდან მხოლოდ ერთი აქვს წაგებული.
  • თუმცა, ჩაქუჩებმა გასვლაზე ჩატარებულ ბოლო 6 მატჩში მხოლოდ ერთხელ იმარჯვეს.
  • ბოლო 8 ლიგურ თამაშში გუნდმა სულ 6 გოლი გაიტანა.
  • გრემ პოტერის ხელმძღვანელობით, ვესტ ჰემს ერთ თამაშში საშუალოდ მხოლოდ 9.3 დარტყმა აქვს – ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ლიგაში (საუთჰემპტონთან ერთად). მხოლოდ ლესტერმა და იფსვიჩმა გაიტანეს ვესტ ჰემზე ნაკლები ამ პერიოდში (9 გოლი).
  • ჯაროდ ბოუნს ერთი ასისტი სჭირდება, რათა კლუბის პრემიერლიგის რეკორდი დაამყაროს, 36 ასისტით. ინგლისის ნაკრების შემტევი მარკ ნოუბლს გაუსწრებს.

პრემიერ ლიგა – ნოტინგემი vs მანჩესტერი

ნოტინგემ ფორესტის ნახევარმცველის, მორგან გიბს-უაიტის, თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას – ფეხბურთელმა დაზიანება თასის მეოთხედფინალში, ბრაიტონთან მატჩის დამატებით დროში მიიღო.

არის შანსი, რომ ფორვარდმა კრის ვუდმა ეს შეხვედრა მენჯის ტრავმის გამო გამოტოვოს, რომელიც ახალი ზელანდიის ნაკრებში თამაშისას მიიღო. მის სათამაშო მზადყოფნას ექიმები შეაფასებენ.

მანჩესტერ იუნაიტედის მცველები, ჰარი მაგუაიერი და ლენი იორო, ტრავმების შემდეგ დაბრუნდნენ, პატრიკ დორგუ კი დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ, რუბენ ამორიმისთვის კვლავ ხელმისაწვდომია.

ამად დიალო, ჯონი ევანსი, აიდენ ჰევენი, კობი მეინუ, ლისანდრო მარტინესი და ლუკ შო კვლავ ტრავმების გამო კვლავ სამატჩო განაცხადს მიღმა იქნებიან.

მატჩის ფაქტები

პირისპირ შეხვედრები

  • ნოტინგემ ფორესტს აქვს შანსი, მანჩესტერ იუნაიტედთან ჩემპიონატის ერთ სეზონში ორ მატჩში გამარჯვება პირველად მოიპოვოს 1991-92 წლების შემდეგ, როცა გუნდს ბრაიან კლაფი ხელმძღვანელობდა.
  • ფორესტი ასევე ცდილობს, ზედიზედ მეორე საშინაო მატჩიც მოიგოს მანჩესტერ იუნაიტედთან — მსგავსი რამ გუნდმა ბოლოს 1988-89 და 1989-90 სეზონებში მოახერხა. ეშპირიტუ სანტუს გუნდმა მანჩესტერთან შვიდმატჩიანი მოუგებელი სერია სიტი გრაუნდზე წინა სეზონში დაასრულა.
  • იუნაიტედმა ფორესტთან ბოლო ორი პრემიერ ლიგური შეხვედრა წააგო. პირველ 13 დაპირისპირებაში წითელ ეშმაკებს მხოლოდ 1 წაეგოთ.

ნოტინგემ ფორესტი

  • ფორესტი ყველა ტურნირზე ბოლო ხუთ მატჩში დაუმარცხებელია.
  • გუნდს 54 ქულა აქვს. პრემიერ ლიგის ისტორიაში მხოლოდ ოთხ გუნდს ჰქონია ამდენი ან მეტი ქულა 29 ტურის შემდეგ და სეზონი ტოპ-5-ში ვერ დაუსრულებია.
  • ფორესტი პრემიერ ლიგაში შინ ჩატარებულ ბოლო 8 მატჩში დაუმარცხებელია — 6 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა. ეს იმდენივე გამარჯვებაა, რამდენიც გუნდმა წინა 24 საშინაო შეხვედრაში მთლიანად მოიპოვა.
  • ფორესტმა მიმდინარე სეზონში 22 შეხვედრაში პირველმა გაიტანა — ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ლიგაში.
  • თუმცა, აქვე, იმ ექვსი ლიგურ მატჩიდან, სადაც ფორესტმა პირველმა გაუშვა, ხუთი წააგო.
  • ნუნუ ეშპირიტუ სანტუს გუნდმა ამ სეზონში XG-ზე გაცილებით მეტი — 49 გოლი გაიტანა, მაშინ როდესაც გარიბალდის წითლების საერთო XG მხოლოდ 37.5 იყო. სხვაობა +11.5 გოლს შეადგენს.

მანჩესტერ იუნაიტედი

  • იუნაიტედი ცდილობს სეზონში პირველად ზედიზედ ორი პრემიერლიგური გამარჯვება მოიპოვოს და დაუმარცხებელი სერია ხუთ მატჩამდე გაზარდოს.
  • პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში მხოლოდ სამი გუნდია, რომელსაც ჯერაც არ მოუგია ზედიზედ ორი შეხვედრა — იუნაიტედი, იფსვიჩი და საუთჰემპტონი.
  • წითელი ეშმაკები ასევე მიზნად ისახავენ ზედიზედ ორი გასვლითი გამარჯვების მოპოვებას — რაც ბოლოს 2023 წლის თებერვალში შეძლეს, როცა სამი გასვლითი მატჩი ზედიზედ მოიგეს.
  • იუნაიტედი დაუმარცხებელია ბოლო ექვს პრემიერლიგურ შეხვედრაში, რომელიც სანაკრებო შესვენების შემდეგ ჩატარდა (4 მოგება, 2 ფრე).
  • ბრუნო ფერნანდეშმა ბოლო ოთხ პრემიერლიგურ მატჩში სამი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა მიითვალა.