ოქროს ბურთი 2024 – ეს Ballon d’Or-ის რიგით 68-ე ცერემონიაა, რომელიც ამჯერადაც France Football-ის მიერ იქნება ორგანიზებული. პარიზში 2023-24 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები დაჯილდოვდებიან, მსოფლიოს საუკეთესო ქალ და კაც ფეხბურთელებს კი ოქროს ბურთი გადაეცემათ.
საუკეთესო მეკარის ჯილდოსთვის იბრძოლებს გიორგი მამარდაშვილიც. საქართველოს ნაკრების მეკარე 10-კაციანმა კომისიამ პლანეტის 10 საუკეთესო გოლკიპერს შორის დაასახელა.
Ballon d’Or 2024 – პირდაპირი რეპორტაჟი
ოქროს ბურთის დაჯილდოების ხილვა პირდაპირ ეთერში Setanta Sports 1-სა და setantasports.com-ზე შეგეძლებათ.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ პრომო კოდი NEWS24 და YEAR24 გამოიყენოთ. ორივე პრომოკოდით 30%-იან ფასდაკლებას მიიღებთ. NEWS24 არის თვის გამოწერაზე, ხოლო YEAR24 – წლიურ გამოწერაზე.
ოქროს ბურთი 2024
ჯილდო ისტორიაში მესამედ, კალენდარული წლის ნაცვლად, სეზონის შედეგების მიხედვით გადაეცემათ გამარჯვებულებს. წლევანდელი დაჯილდოება მოიცავს 2023 წლის 1-ელი აგვისტოდან 2024 წლის 31 ივლისამდე პერიოდს.
ნომინანტები 2024 წლის 4 სექტემბერს გამოცხადდნენ, დაჯილდოება კი 2024 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება.
ისტორიაში პირველად, France Football-თან ერთად დაჯილდოებაში UEFA მიიღებს მონაწილეობას, თუმცა ხმის მიცემის სისტემის მხრივ, სტატუს ქუო შენარჩუნდება. ღონისძიების სახელსაც არაფერი ემუქრება – კვლავაც Ballon d’Or.
რა არის ოქროს ბურთი?
France Football-ის მიერ 1965 წლიდან წარდგენილი ჯილდო. ოქროს ბურთი არის ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური აღიარება, რომელიც ფეხბურთელს გამოჩენილი მიღწევებისა და განსაკუთრებული ნიჭისა თუ შრომის მეშვეობით შეუძლია მოიპოვოს.
სად და როდის იმართება ოქროს ბურთის დაჯილდოება?
ღონისძიების 68-ე გამოშვებას ორშაბათს, 28 ოქტომბერს პარიზი, კერძოდ, შატლეს თეატრი უმასპინძლებს. ცერემონია, თბილისის დროით, 22 საათზე დაიწყება.
ცერემონიას ფრანგი ჟურნალისტი სენდი ჰერიბერტი და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, დიდიე დროგბა გაუძღვებიან.
ოქროს ბურთი რონალდუსა და მესის გარეშე
ფეხბურთში ახალი ეპოქის დაწყების მანიშნებელი იქნება ორშაბათს, საფრანგეთის დედაქალაქში ოქროს ბურთის ახალი გამარჯვებულის წარდგენა. გარკვეულწილად, გაჩნდება სიცარიელე, როდესაც ოფიციალურად დეკლარირდება სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მეტოქეობის დასასრული.
მესიმ და რონალდუმ ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო 16 წლის განმავლობაში უპრეცედენტო დომინირებით ჯამში 13-ჯერ მოიპოვეს.
2003 წლის შემდეგ პირველად არცერთი მათგანი არ არის ნომინირებული. რა იქნება შემდეგი ეკვივალენტური მეტოქეობა ფეხბურთში? კილიან მბაპე, ერლინგ ჰოლანდი, ჯუდ ბელინგემი და ლამინ იამალი შექმნიან კონკურენტუნარიან ველს, რამაც შესაძლოა გაჩენილი ეს სიცარიელე მომავალში ურთიერთმეტოქეობით შეავსონ?
სოციალური მედიის ეპოქაში Ballon d’Or-ს, როგორც ჯილდოს კრიშტიანუსა და მესის აბსოლუტურმა დომინაციამ მეტი მნიშვნელობა შესძინა და ხარისხობრივად კიდევ უფრო ზემოთ დადგა ინდივიდუალურ მიღწევათა კატეგორიაში. ფეხბურთელებმა დაიწყეს საუბარი, სურვილის გამოთქმა ოქროს ბურთის მოგებაზე ისე, როგორც წარსულში ლაპარაკობდნენ ჩემპიონთა ლიგისა და მსოფლიოს ჩემპიონატზე.
ოქროს ბურთი 2024 – ნომინანტები, კაცები
- ჯუდ ბელინგემი (ინგლისი, მადრიდის რეალი)
- ჰაკან ჩალჰანოღლუ (თურქეთი, ინტერი)
- დანი კარვახალი (ესპანეთი, მადრიდის რეალი)
- რუბენ დიაში (პორტუგალია, მანჩესტერ სიტი)
- არტემ დოვბიკი (უკრაინა, დნიპრო / ჟირონა / რომა)
- ფილ ფოდენი (ინგლისი, მანჩესტერ სიტი)
- ალეხანდრო გრიმალდო (ესპანეთი, ბაიერ ლევერკუზენი)
- ერლინგ ჰოლანდი (ნორვეგია, მანჩესტერ სიტი)
- მატს ჰუმელსი (გერმანია, დორტმუნდი)
- ჰარი კეინი (ინგლისი, ბაიერნი)
- ტონი კროოსი (გერმანია, მადრიდის რეალი)
- ადემოლა ლუკმენი (ნიგერია, ატალანტა)
- ემილიანო მარტინესი (არგენტინა, ასტონ ვილა)
- ლაუტარო მარტინესი (არგენტინა, ინტერი)
- კილიან მბაპე (საფრანგეთი, პსჟ / მადრიდის რეალი)
- მარტინ ოდეგორი (ნორვეგია, არსენალი)
- დანი ოლმო (ესპანეთი, ლაიფციგი / ბარსელონა)
- კოულ პალმერი (ინგლისი, მანჩესტერ სიტი/ჩელსი)
- დეკლან რაისი (ინგლისი, არსენალი)
- როდრი (ესპანეთი, მანჩესტერ სიტი)
- ანტონიო რუდიგერი (გერმანია, მადრიდის რეალი)
- ბუკაიო საკა (ინგლისი, არსენალი)
- უილიამ სალიბა (საფრანგეთი, არსენალი)
- ფედერიკო ვალვერდე (ურუგვაი, მადრიდის რეალი)
- ვინისიუს ჯუნიორი (ბრაზილია, მადრიდის რეალი)
- ვიტინია (პორტუგალია, პსჟ)
- ნიკო უილიამსი (ესპანეთი, ატლეტიკ ბილბაო)
- ფლორიან ვირცი (გერმანია, ბაიერ ლევერკუზენი)
- გრანიტ ჯაკა (შვეიცარია, ბაიერ ლევერკუზენი)
- ლამინ იამალი (ესპანეთი, ბარსელონა)
ოქროს ბურთი 2024 – ნომინანტები, ქალები
- ბარბრა ბანდა (ზამბია, შანხაი RCB / ორლანდო პრაიდი)
- აიტანა ბონმატი (ესპანეთი, ბარსელონა)
- ლუსი ბრონზი (ინგლისი, ბარსელონა / ჩელსი)
- მარიონა კალდენტეი (ესპანეთი, ბარსელონა / არსენალი)
- ტაბიტა ჩავინგა (მალავი, პსჟ/ლიონი)
- გრეის გეიორო (საფრანგეთი, პსჟ)
- მანუელა ჯულიანო (იტალია, რომა)
- ქეროლაინ გრემ ჰანსენი (ნორვეგია, ბარსელონა)
- პატრიცია გუიარო (ესპანეთი, ბარსელონა)
- ჯულია გვინი (გერმანია, ბაიერნი)
- იუი ჰასეგავა (იაპონია, მანჩესტერ სიტი)
- ადა ჰეგერბერგი (ნორვეგია, ლიონი)
- ლორენ ჰემპი (ინგლისი, მანჩესტერ სიტი)
- ლინდსი ჰორანი (აშშ, ლიონი)
- ლორენ ჯეიმსი (ინგლისი, ჩელსი)
- მარი-ანტუანეტა კატოტო (საფრანგეთი, პსჟ)
- ალისა ნაჰერი (აშშ, ჩიკაგო რედ სტარსი)
- სოკე ნუსკენი (გერმანია, ჩელსი)
- ევა პაჟორი (პოლონეთი, ვოლფსბურგი/ბარსელონა)
- სალმა პარალუელო (ესპანეთი, ბარსელონა)
- გაბი პორტილიო (ბრაზილია, კორინთიანსი)
- ალექსია პუტეიასი (ესპანეთი, ბარსელონა)
- მაირა რამირესი (კოლუმბია, ლევანტე/ჩელსი)
- ტრინიტი როდმანი (აშშ, ვაშინგტონ სპირიტი)
- ლეა შულერი (გერმანია, ბაიერნი)
- ხადიჯა შოუ (იამაიკა, მანჩესტერ სიტი)
- სოფია სმიტი (აშშ, პორტლანდ თორნსი)
- მელორი სუონსონი (აშშ, ჩიკაგო რედ სტარსი)
- ტარციანე (ბრაზილია, კორინთიანსი / ჰიუსტონ დაში)
- გლოდის ვიგოსდოტირი (ისლანდია, ბაიერნი)
იაშინის ჯილდო – საუკეთესო კაცი მეკარისთვის
- დიოგო კოშტა (პორტუგალია, პორტო)
- ჯანლუიჯი დონარუმა (იტალია, პარი სენ-ჟერმენი)
- გრეგორ კობელი (შვეიცარია, დორტმუნდის ბორუსია)
- ანდრეი ლუნინი (უკრაინა, მადრიდის რეალი)
- მაიკ მენიო (საფრანგეთი, მილანი)
- გიორგი მამარდაშვილი (საქართველო, ვალენსია)
- ემილიანო მარტინესი (არგენტინა, ასტონ ვილა)
- უნაი სიმონი (ესპანეთი, ატლეტური კლუბი)
- იან ზომერი (შვეიცარია, ინტერი)
- რონვენ უილიამსი (სამხრეთ აფრიკა, მამელოდი სანდაუნსი)
რაიმონ კოპას ჯილდო
- პაუ კუბარსი (ესპანეთი, ბარსელონა)
- ალეხანდრო გარნაჩო (არგენტინა, მანჩესტერ იუნაიტედი)
- არდა გიულერი (თურქეთი, მადრიდის რეალი)
- კარიმ კონატე (კოტ დ’იუვარი, ზალცბურგი)
- კობი მეინუ (ინგლისი, მანჩესტერ იუნაიტედი)
- ჟოაუ ნევეში (პორტუგალია, ბენფიკა/პსჟ)
- სავინიო (ბრაზილია, ჟირონა / მანჩესტერ სიტი)
- მატის ტელი (საფრანგეთი, ბაიერნი)
- ლამინ იამალი (ესპანეთი, ბარსელონა)
- უორენ ზაირ-ემერი (საფრანგეთი, პსჟ)
სეზონის საუკთესო მწვრთნელი – კაცთა ფეხბურთი
- კარლო ანჩელოტი (იტალია, მადრიდის რეალი)
- ლუის დე ლა ფუენტე (ესპანეთი, ესპანეთი)
- ჯან პიერო გასპერინი (იტალია, ატალანტა)
- პეპ გვარდიოლა (ესპანეთი, მანჩესტერ სიტი)
- ლიონელ სკალონი (არგენტინა, არგენტინა)
სეზონის საუკეთესო მწვრთნელი – ქალთა ფეხბურთი
- სონია ბომპასტორი (საფრანგეთი, ლიონი / ჩელსი)
- არტურ ელიასი (ბრაზილია, კორინთიანსი / ბრაზილია)
- ჯონატან ხირალდესი (ესპანეთი, ბარსელონა / ვაშინგტონ სპირიტი)
- ემა ჰეისი (ინგლისი, ჩელსი / აშშ)
- ფილიპა პატაო (პორტუგალია, ბენფიკა)
- სარინა ვიგმანი (ჰოლანდია, ინგლისი)
სეზონის საუკეთესო კაცთა საფეხბურთო კლუბი
- დორტმუნდის ბორუსია (გერმანია)
- ჟირონა (ესპანეთი)
- ბაიერ ლევერკუზენი (გერმანია)
- მანჩესტერ სიტი (ინგლისი)
- მადრიდის რეალი (ესპანეთი)
სეზონის საუკეთესო ქალთა საფეხბურთო კლუბი
- ბარსელონა (ესპანეთი)
- ჩელსი (ინგლისი)
- ლიონი (საფრანგეთი)
- გოთემი (აშშ)
- პსჟ (საფრანგეთი)
სხვა ჯილდოები
გერდ მიულერის პრიზი (წინა სეზონის საუკეთესო ბომბარდირი)
სოკრატესის ჯილდო (ჰუმანიტარული სამუშაოს გაწევისთვის)
ვინ არის ფავორიტი?
წელს მადრიდის რეალისა და ბრაზილიის ნაკრების შემტევი, ვინისიუს ჯუნიორია მთავარი ფავორიტი. ვინისიუს ჯუნიორი, რომლის თამაშის ხარისხიც და სტატისტიკური მაჩვენებლებიც დაეხმარა მადრიდის რეალს ლა ლიგის წარმატებულ კამპანიასა და მე-15 ჩემპიონთა ლიგის დასაკუთრებაში.
თუ რეალის შვიდიანი დაიმსახურებს აღნიშნულ ჯილდოს, იგი გახდება ოქროს ბურთის მფლობელი პირველი ფეხბურთელი, რომელიც 21-ე საუკუნეში იქნება დაბადებული.
მანჩესტერ სიტისა და ესპანეთის ნაკრების წარმატების ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი როდრიც მიიჩნევა მეორე ფავორიტად ჯუდ ბელინგემთან ერთად. მიუხედავად როდრისა და ბელინგემის მთავარ კონკურენტებად ყოლისა, ვინისიუს ჯუნიორის წარმოუდგენელი სეზონი და საკვანძო მოთამაშის რეგალიის ქონა შესაძლოა სასწორის პინის მის სასიკეთოდ გადახრის მიზეზი აღმოჩნდეს.
ოქროს ბურთი – კრიტერიუმები
ოქროს ბურთი გაიცემა სამი ძირითადი პრინციპის მიხედვით:
1) ინდივიდუალური შესრულება, გადამწყვეტი და შთამბეჭდავი როლის ქონა კლუბსა თუ ეროვნულ ნაკრებში.
2) გუნდური შედეგები და მიღწევები.
3) კლასი და სამართლიანი თამაში.
მოთამაშეებს ოქროს ბურთს ანიჭებს ჟურნალისტებისგან შემდგარი სპეციალიზებული საერთაშორისო ჟიური, რომელშიდაც თითო ქვეყნის თითო წარმომადგენელია (კაცების შემთხვევაში FIFA-ს სანაკრებო რეიტინგის ასეულში მყოფი ქვეყნებიდან, ხოლო ქალების შემთხვევაში რეიტინგის პირველი 50 ქვეყნიდან).
ჟიურის თითოეული წევრი ირჩევს ათ მოთამაშეს France Football-ის რედაქციის მიერ შედგენილი სიიდან და კლებადი თანმიმდევრობით ანაწილებს ქულებს. შერჩეული ათი მოთამაშე დაჯილდოვდება 15, 12, 10, 8, 7, 5, 4, 3, 2 და 1 ქულით.
ოქროს ბურთი ენიჭება მოთამაშეს, რომელსაც ყველაზე მეტი ქულა აქვს. თანაბარი მაჩვენებლის შემთხვევაში მოთამაშეს უპირატესობა მიენიჭიება პირველი ადგილის ხმების რაოდენობით. თუ თანაბარი პოზიცია დარჩება, მეორე ადგილის ხმების რაოდენობით მიენიჭება უპირატესობა გამარჯვებულს, შემდეგ მესამე ადგილის ხმების რაოდენობით და ა.შ.
როდის ჩაერთო UEFA ოქროს ბურთის დაჯილდოების ორგანიზებაში?
2023 წლის 3 ნოემბერს UEFA და Group Amaury (მედიაკომპანიების, France Football-ისა და L’Eqipue-ის მფლობელი კომპანია) პარტნიორები გახდნენ 2024 წლის Ballon d’Or-ის ორგანიზების მიზნით.
როგორც შეთნახმების ნაწილშია ცნობილი, Groupe Amaury დარჩება ოქროს ბურთის ბრენდის მფლობელად და გააგრძელებს ხმის მიცემის სისტემის ზედამხედველობას, რომელიც დარჩება უცვლელი.
შეთანხმების თანახმად, პროგრამას დაემატა ორი ახალი ნომინაცია კაცთა საუკეთესო მწვრთნელი და ქალთა საუკეთესო მწვრთნელი, რითაც ხაზი გაესმევა მწვრთნელთა ფასდაუდებელ წვლილს მოედანზე მიღწეული წარმატებაში.